Latest Entries »

Heello

DSCN5427 როგორც უკვე ვიცით მარტი არის ქალთა საერთაშორისო თვედ გამოცხადებული , მინდა მოგილოცოდ პირველ რიგში 3 მარტი , დედის დღე ყველა დედას , მინდა გისურვოდ ყოველივე კარგი და დიდი ბედნიერება , ასევე პოტენციურ დედებსაც გილოცავთ ყველა ქალს .ხოლო რაც შეეხება  8 მარტს მინდა მოგილოცოდ ყველა ქალს გისურვოდ ყოველივე საუკეთესო , რაც მთავარია ჯამრთელობა და ბედნიერება ამ თვესთან დაკავშირებით და ზოგადად ამ ორ თარიღთან დაკავშირებით კერძოდ დედის დღესთან დაკავშირებით მე ავიღე ინტერვიუ ქალთული ენისა და ლიტერატურის კათედრთან , ქალბატონ ნუნუ მარაბდელთან . მან უპასუხა ჩემს მიერ დასმულ შეკითხვებს , შეკითხვები კი ესეთი იყო

1.რას იტყოდიდ დედის ფენომენზე?

2.’დედას ვუყვარვართ შვილები’ თქვენი აზრი ამ სიტყვების შესახებ?

3.ღვთისმშობელი –   დედის მადლი

4.დედა სიცოცხლის საწყისი , რას მეტყოდიდ ამის შესახებ ?

5.როგორ გაიაზრებდიდი სიტყას ‘ დედა უფალი’

 პასუხი რომელიც გაცემული იქნა ქალბატონ ნუნუ მარაბდელის მიერ წარმოდგენილი იქნება თემის სახით.

 

ქართულ ქრისტიანულ აზროვნებაში ყველაზე  უფრო ყურადსაღებია განმარტება სიტყვისა “დედაუფალი”. ამ სიტყვიდან კარგად  ჩანს დედის , ზოგადად ქალის საწყისი, რომ ღვთაებრივი ფენომენიდან მოდის .

ღვთისმშობელი იყო უპირელესი დედა , რომელშიც დავანებული იყო დიდი ჭეშმარიტება სამყაროს შეცნობისა , განზოგადოებისა და ცნობიერებისა.

დედა ბუნებამ შექმნა ყოველი, მან შთაუნერგა ყოველგვარ საწყისს მშობლიური გრძნობა. დედა-მშობელი ყოველივს წირავს თავის პირმშოს , ულამაზებს სამყაროს , უქმნის ცხოვრებისათვის საჭირო  და აუცილებელ პირობებს.

ბრძნულადაა ნათქვამი!

‘დედას ვუყვარვართ შვილები’

დიახ დედა გვაძლევს ყველაფერს , რაც საჭიროა. დედა გვიკვალავს გზას ცხოვრებისას. დედა არის ის ფენომენი , რომელშიც არ ეპარება ეჭვი კაცობრიობას. ყველა გონიერი ადამიანი უყოყმანოდ იწყებს სვლას დედის მიერ გაკვალულ გზაზე. დედის მარადიული ნათელი სუფევდეს ყველა ჩვენთაგანისათვის . იდიდოს ძალამ, რომელმაც შექმნა დედის უკვდავი ფენომენი.

ეს გახლდად პასუხი ჩემს მიერ დასმულ შეკითხვებზე აღსანიშნავია ის რომ ქალბატონი ნუნუ ძალიან კარგი კორესპონდენტი აღმოჩნდა , მინდა დიდი მადლობა მოუხადო მას  რომ გამონახა დრო და უპასუხა ჩემს შეკითხვებს .

ეს გახლდად ჩემს მიერ ჩაწერილი ინტერვიუ იმედია მოგეწონებად .

დიდი სიყვარულით მარიამ ზაქაშვილი

 

ბავშვებო ძალიან მაინტერესებს თქვენს სკოლაში ბოტანიკას და ზოოლოგიას ასწავლიან ან ზოგადად რომელიმე სკოლაში , ამ ბოლო დროს ძალიან ჩაუგრმავდი და ძალიან ბევრი რამ გავიგე ქალბატონ ნაირასაგან , ვნახე ჩვენს ბიოლოგიის კაბინეთში წიგნები ამ საგანთან დაკავშირებით  და ვთვლი რომ ესთემა უნდა ისწავლებოდეს სკოლებში თქვენ რას თვლიდ როგორ გგონიად ? ასევე რამდნეიმე წლის წინ ჩატარებული ღონისძიების შესახებ მომიყვა ჩეემა მასწავლებელმა და ძალიან დიდად დამაინტერესა ამ ყველაფერმა , თქვენ რა აზრის ხართ ??

ბავშვებო ძალიან მაინტერესებს თქვენს სკოლაში ბოტანიკას და ზოოლოგიას ასწავლიან ან ზოგადად რომელიმე სკოლაში , ამ ბოლო დროს ძალიან ჩაუგრმავდი და ძალიან ბევრი რამ გავიგე ქალბატონ ნაირასაგან , ვნახე ჩვენს ბიოლოგიის კაბინეთში წიგნები ამ საგანთან დაკავშირებით  და ვთვლი რომ ესთემა უნდა ისწავლებოდეს სკოლებში თქვენ რას თვლიდ როგორ გგონიად ? ასევე რამდნეიმე წლის წინ ჩატარებული ღონისძიების შესახებ მომიყვა ჩეემა მასწავლებელმა და ძალიან დიდად დამაინტერესა ამ ყველაფერმა , თქვენ რა აზრის ხართ ??

ჩემო საყვარელო მკითხველო და მეგობრებო , როგორ ხართ ???    ბლოგერების კონკურსში აი უკვე მე-2 ვეწვიე გამარჯვებას და ძალაინ გახარებული  ვარ , ჩემმა წვალებამ როგორ ჩანს გაამართლა და ტყვილა უბრალოდ არ ჩაუვლია ძალიან დიდი მადლობა მინდს მოვუხადო ჩემს ბიოლოგიის მასწავლებელს ქალბატონ ნაირა ობლიშვილს , მან ძალაინ ბევრი იდეაა და გეგმა შემომთავაზა ამ ბლოგის შექმნის თაობაზე ,  ძალიან ბევრი განსახორციელებელი გეგმა მაქვს რომელიც შემდგომ განხორციელდება ……   


ბრიუსელში , ცენტრალურ მოედანზე გრანდიოზული ადგილი კვლავ დაიკავა ნათელი ფერები ს ყვავილოვანმა ხალიჩამ. ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, ბელგიის მთავარი მოედანი ირთვება ყვავილებიანი ხალიჩით. წელს, ფართობი დაიკავა ასეულობით ფლორისტმა: 2ატასი კვადრატული მეტრი გამოცდილი, ყვავილების მოყვარული ადამანებით იყო სავსე .ხალიცაც შეიქმნა, რათქმაუნდა სილამაზესტან ერთად მისი პარამეტრებიც ნამდვილად აღსანიშნავია;სიგრძე 77 მეტრი, სიგანე – 24 მ . ყვავილები ეთიპიიდან, კონგოდან, ნიგერიიიდა, ბოტსვანა და კამერუნიდან, 800ატასი ულამაზესი ბეგონია და სხვა ყვავილები ერთობლიობაში წარმოადგენდნენ ერთ მდიდარ ნიმუშს, რომელსაც ფლორისტებმა შთაბერეს სული.სასწაულზე დაკვირვება გრძელდებოდა ოთხი საათი. ალკბათ გაგიკვირდებათ, რა საჭირო იყო ამდენი ბეგონიაო? გეტყვით:ბეგონია იყო ერთდაერთი ყვავილი, რომელიც გაუძლებდა კლიმატს და ხალიჩას ფორმის შენარჩუნებაში დაეხმარებოდა.დასარულს ადგილზე Town Hall on Grand მოხდა სზეიმო მიღება: გამოცხადდენ ჟურნალისტები, სახელმწიფოს წარმომადგენლები, ასევე გაიმართა კონცერტი.

ფოტომასალა














გოგონა გველი – ყველაზე მოქნილი ადამიანი მსოფლიოში

პიკსი ლე ნოტი დიდ ბრიტანეთში ყველაზე მოქნილ ტანმოვარჯიშედ ითვლება. 24 წლის გოგონამ კარიერა ღვთისგან ბოძებულ შესაძლებლობების წყალობით ააწყო. დღის განმავლობაში რამდენიმე საათს ვარჯიშობს, რომ სხეული არ გაუზარმაცდეს.

პიკსი კვირაში 5 კონცერტზე გამოდის და თავისი უჩვეულო ნიჭის დემონსტრირებას ახდენს. ის უკვე კინოშიც მიიწვიეს და თამაშობს საშინელებათა ფილმში “დევილ ინსაიდი”. მეტსახელად კი გოგონა–გველი შეარქვეს.

195905

აინშტაინი – მსოფლიოში ყველაზე პატარა ცხენი

გინესის რეკორდების წიგნში შესულ მსოფლიოში ყველაზე პატარა ცხენს, სახელად ფიფქიას, კონკურენტი გამოუჩნდა. ნიუ ჰემპშირის შტატის ბინადარი აინშტაინი, როდესაც 4 წელი შეუსრულდება, შეუძლია ახალიი რეკორდსმენი გახდეს.

აინშტაინის სიმაღლე სულ რაღაც 35 სანტიმეტრს აღწევს და 2,7 კილოგრამს იწონის. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ცხენი სრულიად ჯანმრთელია.

tallest-smallest-horse

ქალი ხელს დღეში 300–ჯერ იბანს

40 წლის მალაიზელ ჯულა აბდულას სისუფთავისადმი არანორმალური დამოკიდებულება აქვს. იგი დღეში 5 საათს შხაპის მიღებას ანდომებს, ხელებს 300–ჯერ იბანს, თავს კი 25–ჯერ.

ჯულა აბდულამ თავისი დროის დიდი ნაწილის ბანაობაზე ხარჯვა 20 წლის წინ, ლაბორანტად მუშაობის პერიოდში დაიწყო. თავიდან ამას ყურადღებას არ აქცევდა და ფიქრობდა, რომ ეს ჩვევა თავისით გაუვლიდა. საბოლოოდ ქალი სამსახურიდან დაითხოვეს, რადგან თავისი აკვიატების გამო ყოველთვის იგვიანებდა.

უმუშევარმა ქალმა ნაგვის ურნებში ქექვა დაიწყო და იმდენი ნაგავი დააგროვა, რომ სახლის ორი ოთახი გაავსო. მოგვიანებით საკუთარმა არაჰიგიენურობამ ძალიან შეაწუხა და მანიაკური ბანვა–ხეხვის პროცესი გაგრძელდა.

ფაქტობრივად, 3 თვის განმავლობაში ჯულა აბაზანიდან არ გამოსულა. გარკვეული მკურნალობის კურსის ჩატარების მიუხედავად, მას დღეში კვლავ 2 ბოთლი შამპუნი და 12 ცალი საპონი სჭირდება.

202406

საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან (1918 წლის 26 მაისი) სამ წელში, 1921 წელს საბჭოთა რუსეთის ხელმძღვანელობამ ძალის გამოყენებით საქართველოს დაპყრობის გადაწყვეტილება მიიღო.წითელი არმია

რუსეთის წითელი არმია ჩვენს ქვეყანაში 12 თებერვალს შემოიჭრა. რუსეთის მე-11 არმიას ქართული ჯარი, სახალხო გვარდია და მოხალისეები თბილისის მისადგომებთან აღუდგნენ. ძირითადი ბრძოლები კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა.

მე-11 არმიას იუნკერებმა დიდი წინააგმდეგობა გაუწიეს. მათ ერთხანს კიდეც უკუაგდეს მტერი. თუმცა განახლებული შეტაკებების შედეგად იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა. თბილისის მისადგომებთან ბრძოლაში მოხალისედ წასული, პოეტ კონსტანტინე მაყაშვილის 20 წლის ქალიშვილი მარო მაყაშვილიც დაიღუპა. ის ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა კეფაში.

 

23 თებერვალს კოჯრისა და ტაბახმელას ტერიტორიაზე ბრძოლები შეწყდა.

1921 წლის 25 თებერვალს კი საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია თბილისში უბრძოლველად შეიჭრა. მოკავშირეების გარეშე, ბედის ანაბარად მიტოვებულმა ქვეყანამ ვერ გაუწია სათანადო წინააღმდეგობა რუსეთის არმიას, რომელმაც დაიკავა საქართველოს დედაქალი და აქ საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. ქვეყანამ სუვერენიტეტი დაკარგა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ბათუმში გადავიდა, ხოლო იმავე წლის მარტში დატოვა საქართველო და ემიგრაციაში წავიდა. მებრძოლ იუნკერებს სამშობლო არასოდეს დაუტოვებიათ.

კოჯრის მახლობლად გმირულად დაღუპული იუნკერები დიდი პატივით დაკრძალეს ეკლესიის ეზოში. იქ, სადაც ამჟამად საქართველოს პარლამენტის შენობა მდებარეობს. აღნიშნული ტაძარი კი (აგებული 1897 წ.) 1930 წელს კომუნისტური იდეოლოგიისა და რეჟიმის შედეგად დაანგრიეს.

2010 წელს საქართველოს პარლამენტმა ერთხმად მიიღო დადგენილება, რომელიც ავალებს მთავრობას ყოველ 25 თებერვალს, ასეულ ათასობით ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, რომლებიც “კომუნისტურმა საოკუპაციო რეჟიმმა პოლიტიკური ნიშნით სიცოცხლეს გამოასალმა”, დაუშვას სახელმწიფო დროშები და გამოცხადდეს წუთიერი დუმილი.

25 თებერვალს საზეიმო ღონისძიებები შეზღუდულია. მართლმადიდებლურ ტაძრებში კი გმირების სულების მოსახსენიებელი პანაშვიდები სრულდება.

25 თებერვალი, 1921წ.

თოვდა და თბილის ებურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი,

ძილღვიძრად იყო ქალაქი ჩემი,

საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი –

ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!

მშობელი დედავ, ისევ გაგყიდეს,

ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,

არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!

თოვდა და თბილისს ებურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი,

დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა,

მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,

ეფინებოდა გმირების გვამებს –

განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,

და უძრავ იყო თებერვლის ღამე.

თოვდა და თბილისს ებურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი,

იმ გზით, სად წინად ელავდნენ ხმლები,

სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,

სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი,

მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,

სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი,

თოვს დაეფარა კრწანისის ველი, –

წითელი დროშით, მოღერილ ყელით,

თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით

შემოდიოდა სიკვდილი ცელით!

თოვდა, და თბილისს ებურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.

კოლაუ ნადირაძე

ჩემო საყვარელო მკითხველო როგორც ვიცით ყველა ქვეყანაში ცნობილ ადამიანებს ძალიან დიდი ადგილი უკავიად და გადავწყვითე ჩემი შემდეგი პოსტიც ამ თემასთან დაკავშირებით დამეწერა , 🙂
იცით თუ არა რომ

1. ალბერტ აინშტაინს 9 წლის ასაკამდე არ შეეძლო თავისუფლად ლაპარაკი.

2. 1985 წლის 20 იანვარს რონალდ რეიგანის ინაუგურაცია გადაიდო ერთი დღით, რადგან ამ დღეს ტარდებოდა… ამერიკული ფეხბურთის ფინალური მატჩი

3. ალ კაპონე გადასახადების გადაუხდელობის გამო 11 წლით ჩასვეს ციხეში

4. The beatles-ების სიმღერებში სიტყვა “სიყვარული” 613-ჯერაა გამოყენებული.

5. პირველი პრეზიდენტი, რომელმაც ავტომობილით ისარგებლა არის აშშ-ის პრეზიდენტი უილიამ მაკ-კინლი

6. როდესაც საფრანგეთში ლუმიერების პირველი ფილმის პრემიერა გაიმართა, ფილმის ერთ ეპიზოდში ხალხი დარბაზიდან გაიქცა, რადგან ეგონათ რომ ეკრანისკენ მომავალი მატარებელი დარბაზშიგადმოვიდოდა და მათ დააზიანებდა.

7.  სპარსეთის დაპყრობისას ალექსანდრე მაკედონელი გზად ქალაქ ლამპსაკს მიადგა. ქალაქის მაცხოვრებლები შეშინდნენ და მაკედონელს მამის მეგობარი ფილოსოფოსი ანაქსიმენე მიუგზავნეს. ალექსანდრე მიხვდა, თუ რის სათხოვნელად მიდიოდა მასთან ფილოსოფოსი და შორიდანვე დაუძახა: ვფიცავ ღმერთებს, შენს თხოვანს არ შეავსრულებო. მაშინ ანაქსიმენემ ალექსანდრეს უთხრა: “მეფეო, მე გთხოვ, დაანგრიო ქალაქი!”. ალექსანდრემ ფიცი ვეღარ გატეხა და ლამპსაკი გადარჩა.

8. საბერძნეთის ერთიანობის მომხრე ფილოსოფოსები მხარდაჭერის გამოსახატად გამარჯვებულ ალექსანდრე მაკედონელს ეახლნენ. მხედართმთავარმა მათ შორის ყველაზე ცნობილი – დიოგენე ვერ შენიშნა, ამიტომ გადაწყვიტა მის კასრთან თავად მისულიყო. დიოგენე გულგრილად შეხვდა მეფეს. გაკვირვებულ ალექსანდრემ ჰკითხა: როგორც ძლევამოსილმბრძანებელს, ხომ არ შემიძლია რომ დიოგენესთვის რამე გავაკეთო?”. ამ შეთავაზების გამგონმა დიოგენემ თვალი ოდნავ გაახილა და მიუგო: რა თქმა უნდა, შეგიძლია…მიდექი გვერდზე, მზეზე მეფარები, ხომ ხედავ, ვთბები”…

9. ლუდოვიკო XI-ს კარის ასტროლოგმა ზუსტად იწინასწარმეტყველა მეფის ფავორიტი ქალის მოწამვლა. ლუდოვიკომ მისი სიკვდილით დასჯა გადაწყვიტა, ჯალათთან ერთად თავისთან მიიხმო და ირონიულად ჰკითხა: “ყველას სიკვდილს რომ წინასწარმეტყველებ, თავად შენ რამდენი დროდაგრჩაო”. “მე თქვენზე სამი დღით ადრე მოვკვდებიო” – უპასუხა ასტროლოგმა და… გადარჩა 

10. 1972 წელს ერთმა ახალგაზრდა ინდუსმა ჯონ ლენონს მისწერა, რომ იგი ოცნებობს, იმოგზაუროს დედამიწის გარშემო, მაგრამ არ აქვს ფული და სთხოვა დახმარება. “დაკავდი მედიტაციით და შენშეძლებ ნახო მთელი მსოფლიო შენს წარმოდგენაში” – წერილითვე უპასუხა ლენონმა. 1995 წელს კი ინდუსმა აისრულა ოცნება და იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო იმ ფულით, რომელიც მან ლენონის წერილის გაყიდვის შედეგად მიიღო…

11. ჟურნალ “strand magazine”-ს რედაქცია ერთ დღეს 20 ათასამდე წერილით გაივსო. “თქვენ მკვლელი ხართ” – წერდნენ არტურ კონან დოილს მკითხველები. დედამ კი მოსანახულებლად მისული შვილი სახლში არ შეუშვა. კონან დოილი უბრალოდ იძულებული გახდა, შერლოკ ჰოლმსი “გაეცოცხლებინა”.

12. მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა ჯარებმა, ივანე ბაგრამიანის მთავარსარდლობით, გერმანელთა ფრონტი გაარღვიეს და ბალტიის ზღვაზე გავიდნენ. გამარჯვებულმა სარდალმა ამ ზღვის წყლით ბოთლი აავსო და სტალინს გაუგზავნა. სანამ ამანათი მოსკოვში ჩავიდა, ფაშისტებმა ბაგრამიანს უკან დაახევინეს. შიკრიკმა, რომელმაც ამის შესახებ არაფერი იცოდა, სტალინს გზავნილი გადასცა და უთხრა: “ამხანაგო სტალინ, გენერალმა ბაგრამიანმა ბალტიის ზღვის წყალი გამოგიგზავნათ” “ამანათი ბაგრამიანს დაუბრუნეთ და გადაეცით, რომ წყალი ზუსტად იქ გადაღვაროს, სადაც ეგ ბოთლი აავსო” – უპასუხა სტალინმა

13. ინგლისის მეფე, ჰენრი VIII-მ თავის მინისტრ თომას მორს უბრძანა, გამგზავრებულიყო პარიზში და საფრანგეთის მეფისათვის ნოტა პირადად წარედგინა. “თქვენო უდიდებულესობავ” – მიუგო მორმა – “თქვენც ხომ იცით, როგორი ფიცხია საფრანგეთის მეფე, ის მაშინვე თავს გამაგდებინებს“.
“- ნუ გეშინია, თუკი ის ამას ჩაიდენს, მე წამიერად გავცემ ბრძანებას ინგლისში მცხოვრებ ყველა ფრანგს თავი მოკვეთონ.” – “დაამშვიდა” მეფემ.
“- ძალიან გულმოწყალე ბრძანდებით, თქვენო უდიდებულესობავ, მაგრამ ვშიშობ, რომ არც ერთი ფრანგის თავი ჩემს მხრებს არ მოერგება ” – უპასუხა მორმა.

14. ლონდონელი ძმების უცნაური აღსასრული: 
1974 წლის 14 ივლისს ლონდონში 17 წლის ნევილ ებინს, რომელიც მოტოციკლით ქუჩაში მოძრაობდა, ტაქსი დაეჯახა. ტაქსში მძღოლთან ერთად მხოლოდ ერთი მგზავრი იმყოფებოდა. ყმაწვილი ადგილზე გარდაიცვალა. ზუსტად ერთი წლის შემდეგ, იმავე ადგილას იმავე მოტოციკლით მგზავრობდა ნევილის უმცროსი ძმა ერსკინ ებინი, რომელსაც ის იყო შეუსრულდა 17 წელი. მას დაეჯახა იგივე ტაქსი, რომელმაც ერთი წლის წინ მისი ძმა იმსხვერპლა. ტაქსს მართავდა იგივე მძღოლი და მასში იჯდა იგივე მგზავრი. 

15. ვაგნერი და რიცხვი 13: 
რიჰარდ ვაგნერის ბიოგრაფები მივიდნენ დასკვნამდე, რომ კომპოზიტორის ცხოვრება საბედისწეროდ იყო დაკავშირებული რიცხვ 13-თან. ვაგნერი დაიბადა 1813 წელს. მისი თეატრი ბეირიტში გაიხსნა 13 აგვისტოს. ვაგნერმა დაწერა 13 ოპერა, მისი სახელი (გერმანულად) შედგებოდა 13 ასოსგან, ისევე როგორც მისი დაბადების წლის ჯამი (1+8+1+3=13). ვებერის ოპერა “ჯადოსნური მსროლელი”, რომელმაც ვაგნერზე უდიდესი გავლენა მოახდინა 13 ოქტომბერს გაიმართა. ხოლო ვაგნერის ოპერა “ტანგეიზერი”, რომელმაც აბსოლუტური ფიასკო განიცადა 13 მარტს შედგა, ხოლო მისი რეაბილიტაცია კი 34 წლის შემდეგ, ოღონდ 13 მაისს მოხდა. რიგის თეატრი, სადაც ის კაპელმაისტერად მუშაობდა 13 სექტემბერს იყო გახსნილი. ფერენც ლისტი, ვენეციაში მყოფ ვაგნერს 13 იანვარს ესტუმრა, ხოლო ზუსტად ერთი თვის შემდეგ 1883 წლის 13 თებერვალს, ემიგრაციაში 13 წლის ყოფნის შემდეგ ვაგნერი გარდაიცვალა

სულ ეს იყო ჩემო მეგობრებო იმედია თქვენი მხრიდან დაინტერესებას გამოიწვევს და მოგეწონებად …