ჩემო საყვარელო მკითხველო როგორც ვიცით ყველა ქვეყანაში ცნობილ ადამიანებს ძალიან დიდი ადგილი უკავიად და გადავწყვითე ჩემი შემდეგი პოსტიც ამ თემასთან დაკავშირებით დამეწერა ,🙂
იცით თუ არა რომ

1. ალბერტ აინშტაინს 9 წლის ასაკამდე არ შეეძლო თავისუფლად ლაპარაკი.

2. 1985 წლის 20 იანვარს რონალდ რეიგანის ინაუგურაცია გადაიდო ერთი დღით, რადგან ამ დღეს ტარდებოდა… ამერიკული ფეხბურთის ფინალური მატჩი

3. ალ კაპონე გადასახადების გადაუხდელობის გამო 11 წლით ჩასვეს ციხეში

4. The beatles-ების სიმღერებში სიტყვა “სიყვარული” 613-ჯერაა გამოყენებული.

5. პირველი პრეზიდენტი, რომელმაც ავტომობილით ისარგებლა არის აშშ-ის პრეზიდენტი უილიამ მაკ-კინლი

6. როდესაც საფრანგეთში ლუმიერების პირველი ფილმის პრემიერა გაიმართა, ფილმის ერთ ეპიზოდში ხალხი დარბაზიდან გაიქცა, რადგან ეგონათ რომ ეკრანისკენ მომავალი მატარებელი დარბაზშიგადმოვიდოდა და მათ დააზიანებდა.

7.  სპარსეთის დაპყრობისას ალექსანდრე მაკედონელი გზად ქალაქ ლამპსაკს მიადგა. ქალაქის მაცხოვრებლები შეშინდნენ და მაკედონელს მამის მეგობარი ფილოსოფოსი ანაქსიმენე მიუგზავნეს. ალექსანდრე მიხვდა, თუ რის სათხოვნელად მიდიოდა მასთან ფილოსოფოსი და შორიდანვე დაუძახა: ვფიცავ ღმერთებს, შენს თხოვანს არ შეავსრულებო. მაშინ ანაქსიმენემ ალექსანდრეს უთხრა: “მეფეო, მე გთხოვ, დაანგრიო ქალაქი!”. ალექსანდრემ ფიცი ვეღარ გატეხა და ლამპსაკი გადარჩა.

8. საბერძნეთის ერთიანობის მომხრე ფილოსოფოსები მხარდაჭერის გამოსახატად გამარჯვებულ ალექსანდრე მაკედონელს ეახლნენ. მხედართმთავარმა მათ შორის ყველაზე ცნობილი – დიოგენე ვერ შენიშნა, ამიტომ გადაწყვიტა მის კასრთან თავად მისულიყო. დიოგენე გულგრილად შეხვდა მეფეს. გაკვირვებულ ალექსანდრემ ჰკითხა: როგორც ძლევამოსილმბრძანებელს, ხომ არ შემიძლია რომ დიოგენესთვის რამე გავაკეთო?”. ამ შეთავაზების გამგონმა დიოგენემ თვალი ოდნავ გაახილა და მიუგო: რა თქმა უნდა, შეგიძლია…მიდექი გვერდზე, მზეზე მეფარები, ხომ ხედავ, ვთბები”…

9. ლუდოვიკო XI-ს კარის ასტროლოგმა ზუსტად იწინასწარმეტყველა მეფის ფავორიტი ქალის მოწამვლა. ლუდოვიკომ მისი სიკვდილით დასჯა გადაწყვიტა, ჯალათთან ერთად თავისთან მიიხმო და ირონიულად ჰკითხა: “ყველას სიკვდილს რომ წინასწარმეტყველებ, თავად შენ რამდენი დროდაგრჩაო”. “მე თქვენზე სამი დღით ადრე მოვკვდებიო” – უპასუხა ასტროლოგმა და… გადარჩა 

10. 1972 წელს ერთმა ახალგაზრდა ინდუსმა ჯონ ლენონს მისწერა, რომ იგი ოცნებობს, იმოგზაუროს დედამიწის გარშემო, მაგრამ არ აქვს ფული და სთხოვა დახმარება. “დაკავდი მედიტაციით და შენშეძლებ ნახო მთელი მსოფლიო შენს წარმოდგენაში” – წერილითვე უპასუხა ლენონმა. 1995 წელს კი ინდუსმა აისრულა ოცნება და იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო იმ ფულით, რომელიც მან ლენონის წერილის გაყიდვის შედეგად მიიღო…

11. ჟურნალ “strand magazine”-ს რედაქცია ერთ დღეს 20 ათასამდე წერილით გაივსო. “თქვენ მკვლელი ხართ” – წერდნენ არტურ კონან დოილს მკითხველები. დედამ კი მოსანახულებლად მისული შვილი სახლში არ შეუშვა. კონან დოილი უბრალოდ იძულებული გახდა, შერლოკ ჰოლმსი “გაეცოცხლებინა”.

12. მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა ჯარებმა, ივანე ბაგრამიანის მთავარსარდლობით, გერმანელთა ფრონტი გაარღვიეს და ბალტიის ზღვაზე გავიდნენ. გამარჯვებულმა სარდალმა ამ ზღვის წყლით ბოთლი აავსო და სტალინს გაუგზავნა. სანამ ამანათი მოსკოვში ჩავიდა, ფაშისტებმა ბაგრამიანს უკან დაახევინეს. შიკრიკმა, რომელმაც ამის შესახებ არაფერი იცოდა, სტალინს გზავნილი გადასცა და უთხრა: “ამხანაგო სტალინ, გენერალმა ბაგრამიანმა ბალტიის ზღვის წყალი გამოგიგზავნათ” “ამანათი ბაგრამიანს დაუბრუნეთ და გადაეცით, რომ წყალი ზუსტად იქ გადაღვაროს, სადაც ეგ ბოთლი აავსო” – უპასუხა სტალინმა

13. ინგლისის მეფე, ჰენრი VIII-მ თავის მინისტრ თომას მორს უბრძანა, გამგზავრებულიყო პარიზში და საფრანგეთის მეფისათვის ნოტა პირადად წარედგინა. “თქვენო უდიდებულესობავ” – მიუგო მორმა – “თქვენც ხომ იცით, როგორი ფიცხია საფრანგეთის მეფე, ის მაშინვე თავს გამაგდებინებს“.
“- ნუ გეშინია, თუკი ის ამას ჩაიდენს, მე წამიერად გავცემ ბრძანებას ინგლისში მცხოვრებ ყველა ფრანგს თავი მოკვეთონ.” – “დაამშვიდა” მეფემ.
“- ძალიან გულმოწყალე ბრძანდებით, თქვენო უდიდებულესობავ, მაგრამ ვშიშობ, რომ არც ერთი ფრანგის თავი ჩემს მხრებს არ მოერგება ” – უპასუხა მორმა.

14. ლონდონელი ძმების უცნაური აღსასრული: 
1974 წლის 14 ივლისს ლონდონში 17 წლის ნევილ ებინს, რომელიც მოტოციკლით ქუჩაში მოძრაობდა, ტაქსი დაეჯახა. ტაქსში მძღოლთან ერთად მხოლოდ ერთი მგზავრი იმყოფებოდა. ყმაწვილი ადგილზე გარდაიცვალა. ზუსტად ერთი წლის შემდეგ, იმავე ადგილას იმავე მოტოციკლით მგზავრობდა ნევილის უმცროსი ძმა ერსკინ ებინი, რომელსაც ის იყო შეუსრულდა 17 წელი. მას დაეჯახა იგივე ტაქსი, რომელმაც ერთი წლის წინ მისი ძმა იმსხვერპლა. ტაქსს მართავდა იგივე მძღოლი და მასში იჯდა იგივე მგზავრი. 

15. ვაგნერი და რიცხვი 13: 
რიჰარდ ვაგნერის ბიოგრაფები მივიდნენ დასკვნამდე, რომ კომპოზიტორის ცხოვრება საბედისწეროდ იყო დაკავშირებული რიცხვ 13-თან. ვაგნერი დაიბადა 1813 წელს. მისი თეატრი ბეირიტში გაიხსნა 13 აგვისტოს. ვაგნერმა დაწერა 13 ოპერა, მისი სახელი (გერმანულად) შედგებოდა 13 ასოსგან, ისევე როგორც მისი დაბადების წლის ჯამი (1+8+1+3=13). ვებერის ოპერა “ჯადოსნური მსროლელი”, რომელმაც ვაგნერზე უდიდესი გავლენა მოახდინა 13 ოქტომბერს გაიმართა. ხოლო ვაგნერის ოპერა “ტანგეიზერი”, რომელმაც აბსოლუტური ფიასკო განიცადა 13 მარტს შედგა, ხოლო მისი რეაბილიტაცია კი 34 წლის შემდეგ, ოღონდ 13 მაისს მოხდა. რიგის თეატრი, სადაც ის კაპელმაისტერად მუშაობდა 13 სექტემბერს იყო გახსნილი. ფერენც ლისტი, ვენეციაში მყოფ ვაგნერს 13 იანვარს ესტუმრა, ხოლო ზუსტად ერთი თვის შემდეგ 1883 წლის 13 თებერვალს, ემიგრაციაში 13 წლის ყოფნის შემდეგ ვაგნერი გარდაიცვალა

სულ ეს იყო ჩემო მეგობრებო იმედია თქვენი მხრიდან დაინტერესებას გამოიწვევს და მოგეწონებად …