ჩემო მეგობრებოო ჩემის აზრით დღეს კარგი თემა ავირჩიე , იმიტომ რომ არ არსებობ ადამიანი რომელსაც  თუნდაც მეგობრული სიყვარული არ ამოძრავებს ამის შესახებ კი აბა ვნახოთ ჩემს მიერ მოძიებული ინფორმაცია .

სიყვარული

სიყვარული – ძლიერი ერთგულებისა და პიროვნული მიმაგრებულობის ემოცია. ფილოსოფიურ კონტექსტში, სიყვარული არის სათნოება, რომელიც წარმოადგენს ყველა ადამიანურ სიკეთეს, თანაგრძნობასა და ერთგულებას. რელიგიურ კონტექსტში, სიყვარული არა მხოლოდ სათნოება, არამედ ყოველი არსებისსაფუძველი („ღმერთი სიყვარულია“[1]) და ყოველი ღვთიური კანონის არსია („ოქროს წესი“).

სიტყვა სიყვარული შეიძლება სხვადასხვა გრძნობას, მდგომარეობასა და დამოკიდებულებას გამოხატავდეს დაწყებული ზოგადი სიამოვნებიდან („ეს საჭმელი მიყვარს“) დამთავრებული პიროვნებათშორისი ურთიერთობით („ჩემი პარტნიორი მიყვარს“).

სიყვარული, თავისი სხვადასხვა ფორმით, პიროვნებათა ურთიერთობაში მთავარი წამყვანია და ცენტრალური ადგილი უკავია ფსიქოლოგიაში; აგრეთვე, სახვით ხელოვნებაში ყველაზე გავრცელებული თემაა.

სიყვარულით მოპყრობა იწოდება სიყვარულობად, სიყვარულიან დამოკიდებულებას- სიყვარულიანობა ეწოდება, სიყვარულის გრძნობით შეპყრობილ ადამიანს სიყვარულმოდებული ეწოდება.

არსებობს ვნებიანი, მეგობრული, მშობლური, ასევე იდეის, პროფესიის, სამშობლოს სიყვარული. თითეული მათგანი ემოციისარსებობისა და გამოხატვის ხარისხის ინტენსიობით განსხვავდება.

ფოტომასალა

 

ბავშვების პასუხები… სიყვარულზე

თითქმის ყველაფერი კოცნის შესახებ…

1 აპრილი... ანუ არ შემდგარი ხუმრობა

შენ ჩემი სიზმარი ხარ....:))))

ფრაზები სიყვარულზე ♥

ძალიან ბევრ მეცნიერს  , მწერალს , თინეიჯერებს , თითოეულ ჩვენთაგანს გვაქვას წარმოდგენა სიყვარულის შესახებ , და დაგვიწერია მასზე თუნდაც მოთხრობა ან რაიმე ფრაზა , მე მინდა ცნობილი ფრაზები გაგცნოოდ .

“სიყვარული სხვა არაფერია, თუ არა ბუნების უმაღლესი პოეზია” – ნოვალის

“სიყვარული იმას ნიშნავს, რომ დღისით და ღამით შენს წინაშე შენი საყვარელი ქალის სახე გედგეს, გესმოდეს მისი მომაჯადოებელი ხმა, ცხოვრობდე მისი ფიქრით, მისი მგრძნობელობით” – ანაკრეოტი

“სიყვარული წამებაა, უსიყვარულობა – სიკვდილი” – ებნერშენბახი

“სიყვარულია, როცა ორი ერთარსებად შეერთდება, მამაკაცი და ქალი ანგელოზად იქცევა. სიყვარული ზეცაა” – ჰიუგო

“სიყვარული ტკივილია, ვისაც არ სტკივა, მას არ უყვარს” – ვ.როზანოვი

“სიყვარული ყველაზე ღვთაებრივი ფორმაა უსასრულობისა” – მეტერლინკი

“სიყვარულზე მეტი ჭირი და ლხინი ღმერთს არა გაუჩენია-რა” – ვაჟა-ფშაველა

ორი სული – ერთი ფიქრი, ორი გული – ერთი ფეთქვა” – ფრ.ჰალმ

“სიყვარული უფრო ძლიერია, ვიდრე სიკვდილის შიში” – შექსპირი

ვინც უსიყვარულოდ ცხოვრობს, ის ცოცხლად მკვდარია” – გერმანული ანდაზა

“რაც უფრო დიდია ადამიანი, მით უფრო ღრმაა მისი სიყვარული” – ლეონარდო და ვინჩი

“სიყვარულზე და სიკვდილზე ძლიერი არაფერია” – ფრანგული ანდაზა

ჭეშმარიტი სიყვარული ისევე გულწრფელია, როგორც უმანკო ბავშვი”

“ადამიანს ყველაზე მეტად აბრაზებს ის, ვისაც ყველაზე მეტად უყვარს!”

“უბრალოდ გეტყვი, რომ მენატრები ყველაზე მეტად, მე ჯერ არასდროს სიტყვა “მიყვარხარ” არ მითქვამს, გჯერა? ”

იმედია ბავშვებო მოგეწონად ჩემს მიერ მოძიებული ეს ინფორმაციები , ძალიან გამიხარდება თუ მოგეწოონებაად , როგორც შეყვარებულ წყვილს ასევე იმ ადამიანებს რომლებსაც სხვასხვა სიყვარული ამოძრავებთ ერთმანეთის მიმართ .

და ბოლოოოსს   Ba Mikvarxar  <3

“სიცოცხლე არის ძილი, ხოლო მისი სიზმარი სიყვარულია. თუ გვყვარებია, მაშინ გვიცოცხლია” – ალფრედ დემიუსიე