ჩემო მეგობრებო , ჩემის აზრით ძალიან კარგი მასალა მოვიძიე და მინდა რომ თქვენც შემიფასოოდ , როგორ დაგაინტერესებთ დატოვეთ კომენტარი  .ადამიანი ცხოვრების 70 წლის მანძილზე 13 წელს ლაპარაკში, 6 წელს ჭამაში, ხოლო 23 წელს ძილში ატარებს.

სიზმარი

“განა ის, რასაც ვხედავთ, ან გვეჩვენება, რომ აღვიქვამთ, ჩვენი დიდი სიზმრის ნაწილი არ არის?”
=ედგარ ალან პო=

მიჩნეულია, რომ ყოველი ჩვენგანი ღამით საშუალოდ 5 სიზმარს ხედავს, ხოლო ამახსოვრდება მხოლოდ ის სიზმარი, რომლის “მიმდინარეობის დროსაც ეღვიძება”
სიზმრებს ადამიანი ძირითადად სწრაფი ძილის დროს ხედავს. თუ ადამიანს სწრაფი ძილის დროს გავაღვიძებთ, იგი კარგად მოგიყვებათ სიზმარს. სწრაფი ძილის დამთავრებიდან 5 წუთის შემდეგ თუ გავაღვიძებთ, იგი გაიხსენებს სიზმარს, თუმცა ნაწილობრივ, 10 წუთის შემდეგ კი, უმეტესობას არ ახსოვს თუ რა ესიზმრა.
სწორედ ესაა მიზეზი იმასა, რომ დილით ნანახი სიზმარი კარგად ახსოვთ, რადგა ამ დროს ადამიანის ტვინი სწრაფი ძილის უკანასკნელ ფაზეს განიცდის.
ძირითადად, სიზმარს მხოლოდ ვიზუალური მხარე ახასიათებს. იგი არ მოიცავს სუნს და გემოს; ან შავთეთრია, ან ფერადი. ხშირად სიზმარი მეორდება. შეიძლება დაგესიზმროთ, რომ დაფრინავთ, ეცემით, მახეში ხართ გაბმულლი, ხვდებით მეგობრებს უცნაურ ადგილას ან თუნდაც უცხოებს ნაცნობ ადგილას. ზოგ სიზმარში ისეთ სიტუაციაში ხართ, გაქცევა გინდათ და ვერ გარბიხართ, არაფერი გამოგდით…
საუკუნეების განმავლობაში ადამიანები ცდილობდნენ გამოეყოთ სიზმარი, აეხსნათ იგი. სიზმრის ერთ-ერთი ახსნის მიხედვით მისტიკური მოვლენაა, რომ ძილის დროს ადამიანს შეუძლია სხვადსახვა დროში, ადგილსა და განზომილებაში გადავიდეს. ზოგჯერ ადამიანები “მოგზაურობენ მომავალში” და წინასწარმეტყველებენ რა მოხდება. ასეთ სიზმრებს “წინასწარმეტყველური სიზმრები” ეწოდება. საერთოდ, უძველეს შეხედულებათა მიხედვით, სიზმარი უმაღლეს ძალათა ზემოქმედების შედეგია, ამიტომ იგი ყოველთვის რაიმე აზრს შეიცავს, რომელიც ჩვენს მომავალს ეხებს და ნეთელს ჰფენს მას. საჭიროა მხოლოდ ამ აზრის წვდომა (ეს “სიზმრის ახსნის” საშუალებით ხერხდება).
ფსიქოლოგები ძილსა და სიზმარს საკმაოდ სერიოზულად განიხილავენ. საკმაო შრომები აქვთ ამ საკითხთან მსოფლიოს ყველაზე ცნობილ ფსიქოლოგებს და არსებობს ათასნაირი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით. გავეცნოთ მის ძირითად აზრს და შინაარს, რომელიც მათი მასაზრების შეჯერების შედეგია.

ძილი, სიზმარი და ფსიქოლიგია

ძილის შესწავლას მხოლოდ ფიზიოლოგიური კუთხით, ფსიქოლოგები უსრულად თვლიან. ძილს, სიზმარს, რასაკვირველია, თავიანთი ფიზიოლოგია აქვთ, მაგრამ, როგორც სიცოცხლის პოლუსს, ორივეს თავის ფსიქოლოგიაც უნდა ჰქონდეს. ისე როგორც სიფხიზლე ფიზიოლოგიურისა და ფსიქიკურის მთლიანობას წარმოადგენს, სწორედ ასევე ძილიც ფიზიოლოგიურისა და ფსიქიკურის მთლიანობაა. სიზმრის ფაქტი ამის აუცილებელ საბუთს იძლევა. ე.ი. არც ძილის შესწავლაა იქნებოდა სრული, თუ იგი ფსიქოლოგიური თვალსაზრისის გარეშე იწარმოებდა. ძილიც ფსიქოლოგიურ პრობლემად უნდა ჩაითვალოს. ამის უტყუარ საბუთს კი ძველი და ახალი არაფსიქოლოგიური თეორიების განხილვაც იძლევა.
ფიზიოლოგიური თეორიების მიხედვით, ძილი ნერვული სისტემის აგზნებადობის დაქვეითების შედეგს წარმოადგენს. მაგრამ, რა იწვევს ამას სხვადასხვანაირად ხსნიან. ყველაზე მეტად გავრცელებულია ტოქსიკური და ქიმიური თეორიები. ასევე, აღსანიშნავია ი.პავლოვის თეორიაც. ყველა ფიზიოლოგიური თეორიის ძირითადი აზრი ისაა, რომ ძილის დროს აგზნებადობის დაქვეითება, ანდა შეფერხების პროცესების გაძლიერება ხდება. ფიზიოლოგებს ხელიდან უსხლტებათ სიზმრის მომენტი, რაც ფსიქოლოგთათვის ყველაზე უფრო დიდი არგუმენტია.
ძილი გარე სინამდვილესთან კავშირს, მასთან აქტიური ურთიერთობის აღკვეთას წარმოადგენს. ფსიქოლოგიურად ეს სუბიექტის ტენდენციათა და გარე სინამდვილეს შორის დაძაბულობის დასუსტებასა და მოსპობას ნიშნავს. სინამდვილე სრულიად ნეიტრალური და ინდიფერენტული ხდება სუბიექტისთვის. ამიტომ სუბიექტის შინაგან ძალთა, მის ფუნქციათა და გარე სინამდვილის ობიექტთა ერთიანობა ისპობა და შინაგანი თავის გარეგანს გარე სინამდვილეში არც ეძებს და არც პოულობს.
მაინც რა იწვევს ძილს? უდავოა, რომ დაღლილობა ერთ-ერთი მიზეზია, რომელსაც გადამწყვეტი ჰიპნოგენური მნიშვნელობა აქვს. მაგრამ, დაძინების მიზეზი ყოველთვის დაღლილობა არ არის. ამის დადასტურება ის არის, რომ ზარმაცებს უფრო მეტი სძინავთ, ვიდრე აქტიურებსა და ენერგიულებს. ისიც მისაღებია მხედველობაში, რომ შეიძლება დაღლილობა უშუალოდ კი არ იწვევს ძილს, არამედ აღიზიანებდეს მის გამომწვევ ნამდვილ მიზეზს, იწვევდეს შეფერხების რეფლექსს და ამ გზით ძილს ედებოდეს საფუძვლად.
სამყაროში ძილის დროდ ღამე ითვლება. როცა ცხოველი იძინებს, იგი უსაფრთხოდ უნდა გრძნობდეს თავს. როცა მას ღამით სძინავს, იცის, რომ მისი მტერიც იგივე მდგომარეობაშია.
მაინც, რა ახასიათებს ღამეს? — სიბნელე და სიმშვიდე, რაც თავისთავად უკვეცავს ცოცხალ ორგანიზმებს კომუნიკაციის, მხედველობის და სმენის უნარს. ამრიგად, ღამე ასუსტებს კავშირს ცოცხალ ორგანიზმებსა და გარე სინამდვილეს შორის. ცოცხალი ორგანიზმი თავისი შინაგანი ძალების ამარა რჩება, რომელიც გარე სინამდვილის მთავარ გამღიზიანებელთა აღკვეთის გამო უმოქმედო მდგომარეობაში ვარდება. ამის ბუნებრივი შედეგი ისაა, რომ ორგანიზმი იძინებს. თან ამას “დაღლილობაც და მოჭარბების მდგომარეობაც” ემატება. აქედან გასაგები ხდება, რომ ძილი ჩვევადაც იქცევა და უეჭველია, ამ გარემოებას ისეთივე მნიშვნელობა უნდა ქონდეს, როგორც ჰიპნოგენურ ფაქტორს.
ადამიანს ზოგჯერ უფრო მეტი სძინავს, ვიდრე ამას მისი ბუნება მოითხოვს. ამ მხრივ კი, იგი არ განსხვავდება სხვა მრავალი ადამიანური მოთხოვნილებისაგან. იგი მეტს ჭამს, ვიდრე ჭირდება, ანდა უფრო ხშირად ეწევა სქესობრივ ცხოვრებას, ვიდრე ეს ბუნებრივ მოთხოვნილებებს შეეფერება. ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანი არამარტო ბუნებრივი ფაქტორების გავლენას ემორჩილება, არამედ იგი ამავე დროს ცნობიერებითაა აღჭურვილი და ეს მას საშუალებას აძლევს ბუნებრივი ფაქტორების ზეგავლენას დაუსხლტეს ხელიდან და თავისი ქცევა ამ ფაქტორების თავისუფალი შერჩევის ზეგავლენით განსაზღვროს. ნებითი ძილის დაკვირვება ამ მოსაზრებას ნათლად ამტკიცებს. მართლაც, როგორ ვიქცევით, როცა დაძინებას გადავწყვეტთ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არ გვეძინებოდეს? საგანგებო ხერხებს მივმართავთ (მაგ.: ბალიშს ან საბანს წავიფარებთ თავზე, თველებს ვხუჭავთ…), რათა რეალობა რაც შეიძლება ნაკლებადაქტუალური გახდეს ჩვენთვის. აქედან ჩანს, რომ ჩვენ შეძლებისდაგვარად “ვაწვდით” ძილის მექანიზმს და ვცილობთ, ეს ცოდნა ამ შემთხვევაში ჩვენი მიზნებისთვის გამოვიყენოთ.
ამრიგად, ძილი ისეთი მდგომარეობაა, როდესაც სუბიექტის შინაგანი ფსიქიკური შესაძლებლობანი თავის საგანს გარე სინამდვილის ფარგლებში და გარე სინამდვილის სტიმულით ვეღარ პოულობენ. მისი რეალიზაცია, ამის მიხედვით, შინაგან შესაძლებლობათა და გარე სინამდვილეს შორის დაძაბულობის შესუსტებისა და აღკვეთის გამო ხდება. ჰიპნოგენურ ფაქტორად ყველაფერი შეიძლება ჩაითვალოს, რაც ამას, ე.ი. ფსიქიკურ ფუნქციათა და გარე სინამდვილეს შორის დაძაბულობის დასუსტებას ხელს უწყობს.
ძილის ბუნების სისრულით წვდომა შეუძლებელია, თუ სიზმრის სტრუქტურა, დინამიკა და ხასიათი მხედველობის გარეშე იქნება დატოვებული. ისე, როგორც თვით სიზმრის პრობლემის გადაჭრაც გაძნელდებოდა, თუ იგი ძილის საკითხის გარეშე იქნებოდა განხილული, მაგრამ, უძველეს დროში, ჯერ სიზმარმა მიიქცია დიდი ყურადღება და მხოლოდ შემდეგ ძილმა.
სიზმარი შეიძლება იყოს ფერადი, შავთეთრი. შეიძლება შეიგრძნო შეხება, იშვიათად, თითქმის არასდროს ტკივილი. თანამედროვე მკვლევერთა აზრით სიზმარში ამათუ იმ ხარისხით ყველა ჩვენი ფსიქიკური ფუნქცია იღებს მონაწილეობას.
სიზმრის ემოციური შინაარსი ორგანიზმზე ახდენს გავლენას. მაგალითად, როცა ადამიანი ღრმა მწუხარებას ხედავს, არამარტო გულისცემა და მიმიკა, არამედ ხშირად კვნესა და ცრემლების ნიაღვარიც ადასტურებს ამას. ძილში ჩვენი ფანტაზია წარმოსახულ “რეალურ” სინამდვილეს ქმნის, სადაც ჩვენი “მე” მოქმედ სუბიექტადაა წარმოდგენილი, მის განცდებს რეალური “მე”-ც განიცდის.
საინტერესო მოსაზრებას აყენებს ფროიდი სიზმრის ბუნებასთან დაკავშირებით იგი წერდა, რომ ადამიანთ მრავალი ტენდენციის მატარებელია, მაგრამ არის ტენდენციები და სურვილები, რომლებსაც ცნობიერი უგულებელყოფს და დევნის. ეს აზრები და სურვილები მაინც პოულობენ განსხეულების საშუალებას. ამისათვის, საუკეთესო დრო კი ძილია, როცა “ცენზურა”, ანუ ცნობიერი აქტივობა შესუსტებულია. თუმცა, ეს აზრები ზოგჯერ შეფარვით აღწევს ადამიანის ბუნებაში, ნიღაბს ამოფარებული იჭრება მის ცნობიერებაში. სიზმარს ამის მიხედვით ორი სახის შინაარსი აქვს. მანიფესტური — ის, რასაც სიზმარში უშუალოდ განვიცდი, ის რასაც სიზმრის აღწერისას ვხედავთ, მის ფენომენოლოგიურ შინაარსში და ლატენტური — ე.ი. ნამდვილ შინაარში — ის სურვილები და მისწრაფებები , რომლებიც არაცნობიერების წიაღიდან გამომდინარეობენ და, მანიფესტური შინაარსის სახით მოდიფიცირებულნი, თავის რეალიზაციას ახერხებენ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ყოველი ადამიანის სიზმრებს თავისი ინდივიდუალური ფსიქოლოგია აქვს. ამიტომ, თითოეული ადამიანის დასაბუთება შეიძლება მისი სიზმრების მიხედვით, თან ზუსტად. დე სანტესი ასეთ ფორმულას აძლევს ამ დებულებას: “მიამბე შენი სიზმრები და მე გეტყვი ვის ხარ შენ”. მელანქოლიკის სიზმრები, ჩვეულებრივ განსხავავებულია, ვიდრე ქოლერიკის ან სანგვინიკისა; ოპტიმისტის სიზმარი ღია ფერებითაა ნახატი, პესიმისტისა — ბნელი ფერებით. ადამიანი სიზმარში ახდენს რეალიზაციას იმ შესაძლებლობებისა, რომლებსაც რეალობაში ვერ ან არ იყენებს. სიზმრის სპეციფიკაც სწორედ ისეა აგებული, რომ ამ ძალების რეალიზაციას ხელი შეუწყოს.
ამრიგად, სიზმრის შინაარსის მეტამორფოზები ყოველთვის სუბიექტის განწყობათა თავისუფალის, შეუზღუდველი გამოვლენის პროდუქტს წარმაოდგენს.
როგორც ზემოთ ვთქვით, სიზმრის შინაარსი განდევნილი აზრების რეალიზაციას ემსახურება: სიზმარი ამ აზრით სურვილების ასრულებას წარმოადგენს, ოღონდ არა რეალური ფსიქიკური გზით, არამედ იმ გზებითა და საშუალებებით, რომელნიც სიზმრის ცნობიერებისთვის არიან დამახასიათებელნი. აქედან, სიზმრის ფინალისტური ხასიათი დროისთვის ყოველ ეჭვგარეშეა. ნათელი ეფინება სიზმრის ფუნქციის საკითხსაც. “ჩვეულებრივი აზრის წინააღმდეგ, თითქოს სიზმარი ხელს უშლის ძილს, უნდა განვაცხადოთ, რომ პირიქით, იგი ხელს უწყობს და იცავს მას” — ამბობს ფროიდი. სიზმარი მისი აზრით “ძილის მცველია”, მართლაც, რა უშლის ძილს ხელს უეჭველია, არამარტო გარედან მომდინარე გამღიზიანებლები, რომელთაც შეუძლიათ ფსიქიკას ძილის ნაცვლად სხვა ამოცანები დაუსახონ, არამედ უეჭველია, შინაგანი ფსიქიკური გამღიზიანებლებიც. მაგალითად, დაუკმაყოფილებელი სურვილები; თუ ბავშვს რაიმე სურვილი აქვს, ვთქვათ, რაიმე სათამაშო უნდა და ამ სურვილით იძინებს, სიზმარში იგი სწორედ ამ სათამაშოს ნახავს და ამით თავის სურვილს დაიკმაყოფილებს. სიზმარს რომ მისთვის ასეთი სამსახური არ გაეწია, შესაძლებელია, დაუკმაყოფილებელი სურვილის ზემოქმედებით იგი იძულებული შექმნილიყო, გაღვიძებოდა. სიზმარი, მაშასადამე, “ფსიქოლოგიური გამღიზიანებლის”, სურვილების ანტიჰიპნოზურ ზემოქმედებას აქვეითებს. რამდენადაც ძილშივე მათი რეალიზაციის შესაძლებლობას უზრუნველყოფს, ეხმარება, იცავს და დარაჯობს მას. მაგრამ, არის უეჭველი შემთხვევები, როდესაც სიზმარი ძილის გაგრძელებას როდი ემსახურება, არამედ ხელს უშლის და სწყვეტს კიდეც მას. საინტერესოა, რომ ფროიდის აზრით ასეთ შემთხვევაში ჩვეულებრივ, შიშის სიზმრებთან გვაქვს ხოლმე საქმე და მძინარეს სწორედ ეს სიზმრად ნახული შიში, მაშასადამე, სიზმარი აღვიძებს. ასეთი სიზმრების ანალიზი ფროიდის სიტყვით, ყოველთვის იმაში გვარწმუნებს, რომ ცნობიერებაში არაცნობიერი არიდან რაღაც შინაარსი იჭრება, რომლის შეცვლაც სიზმრის დინამიკამ ვერ მოახერხა და ამიტომაც, იგი თვითონვე ღებულობს ზომებს, რათა ეს არ მოხდეს და დასახმარებლად სიფხიზლის ცნობიერებას მიმართავს. იგი ძლიერი შიშის სიზმარს ქმნის, რომელიც სუბიექტს აღვიძებს და ამრიგად, შესაძლებლობას უსპობს განდევნილ შინაარსს, ცნობიერებაში თავისი უცვლელი სახით შეიჭრას: “სიზმარი ამ შემთხვევაში კეთილსინდისიერი დარაჯის მსგავსად იქცევა, რომელიც ზომებს ღებულობს, რომ ზედმეტი ხმაურობა არავინ დაიწყოს და მოქალაქეებს ძილი არ დაუფრთხოს; მაგრამ, როდესაც მას ხმაურის მიზეზი მნიშვნელოვნად ეჩვენება და თვითონ საკუთარი ძალღონით ვერ უსწორდება მას, მაშინ, იგი თავის მოვალეობად თვლის თვითინვე გააღვიძოს მოქალაქენი.
მაგრამ, ეს ყველაფერი ნორმალური ადამაინებისა და ძილის შესახებ უნდა ითქვას. ხოლო რაც შეეხება არანორმალურ შემთხვევებს, აქ მდგომარეობა სხვადასხვაგვარია. აქ, ძილსა და სიზმარს შორის არსებული კავშირი წყდება და მათი მთლიანობა ირღვევა. ავადმყოფურის ან არანორმალურად ინტენსიურისა და არანორმალურად წარმართული განწყობების მქონე სუბიექტი ძილში ამ უკანასკნელთა შესატყვისი შინაარსის მქონე სიზმარს ხედავს და ეს გარემოება მიზეზი ხდება იმისა, რომ მისი ძილი ძილს აღარ ჰგავს. იგი ზერელეა და მოუსვენარი, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში, მისი ცნობიერება სიზმრისებურ მუშაობას ძილის გარეშეც იყენებს. თავისი სუბიექტური განწყობის შესატყვის ჰალუცინატორულსა და ილუზიონურ სამყაროს ქმნის, რის გამოც რეალური სინამდვილე მისთვის ინაქტიური ხდება, და მაშასადამე, ძილსა და ნამდვილ სიზმარს მისთვის ყოველი აზრი ეკერგება. ასეთ შემთხვევაში, სიზმარი ხელს კი არ უწყობს ძილს, არამედ მას ზედმეტად ხდის და ან სრულიად აღკვეთს მას, ან ზერელედ და მოუსვენრად აქცევს.
თუ სიზმარი სუბიექტის აქტუალური განწყობის ნიადაგზე აღმოცენებულს, ფსიქიკის სპონტანური ამოქმედების პროდუქტს წარმოადგენს, მაშინ ცხადია, რომ იგი ამ განწყობის მიმართულებით ჩვენი ფსიქიკის ფუნქციონალური ტენდენციი დაძაბულობას ერთგვარად უნდა ანელებდეს. Aმას უეჭველად აქვს მნიშვნელობა. საქმე ისაა, რომ ეს რომ ასე არ ყოფილიყო, მაშინ ფუნქციონალური ტენდენციას ხანგრძლივი დაუკმაყოფილებლობის გამო, ჩვენს სუბიექტურ განწყობათა შესატყვისად მოქმედების იმპულსის დაძაბულობა იმ დონემდე გაიზრდება, რომ ბოლოს იგი ჩვენზე მოქმედი რეალური სინამდვილის ძალას დაჩრდილავდა და სუბიექტი ობიექტური სინამდვილის შესაბამისად კი არა, თავისი სუბიექტური განწყობის შესატყვისად დაიწყებდა აზროვნებას, გრძნობასა და მოქმედებას. კავშირი სუბიექტსა და ობიექტურ რეალობას შორის გაწყდებოდა და ადამიანი თავისი სუბიექტური განწყობის ნიადაგზე აგებულ სამყაროში დაიწყებდა ცხოვრებას. ე. ი. მივიღებდით იმას, რაც ფსიქიკური მდგომარეობისათვისაა დამახასიათებელი. აქ წარმოდგენილი თეორიის მართებულობას ადასტურებს ისიც, რომ იგი არ უარყოფს ყველაფერს რაც დღემდე სიზმრის კვლევაში გაკეთებულა, არამედ, ისეთ პრინციპებს იძლევა, რომელიც ყველა ჭეშმარიტად მეცნიერულ მონაპოვარს თავის წიაღში აღიქვამს და ერთ მთლიან სისტემაში აერთიანებს. ჩვენ არა მარტო ის ვიცით, თუ როგორია სიზმარი, არამედ ისიც რომ მისი არსება ისეთია, რომ არც შეიძლება იგი სხვანაირად იყოს.

ადამიანები, რომლებსაც საერთოდ არ სძინავთ

XX საუკუნის 40-იან წლებში ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ტრენტონში 90 წლის მოხუცი ალ ჰერპინი ცხოვრობდა. მას არასოდეს უძინია თავის სიცოცხლის მანძილზე. იგი ბევრმა ექიმმა გამოიკვლია, თუმცა მას არაფერი სჭირდა და უძილობის მიუხედავად ჯანმრთელობას არ უჩიოდა. შრომით დაღლილი ჰერპინი სავარძელში ჯდებოდა და იქამდე კითხულობდა, სანამ არ დაისვენებდა. მერე კი, ხელახლა იწყებდა მუშაობას.
უძილობით დაავადებულთაგან ასევე ცნობილია დევის ჯონსი (აშშ), რომელსაც პერიოდული შეტევები ჰქონდა. ერთ-ერთი გამოცემა წერდა, რომ უკვე 93 დღე-ღამე იყო, რაც მას აღარ სძინებოდა.
ერთ უნგრელ ქალბატონს რეიჩელ საგის თავის ტკივილები აწუხებდა. 1911 წელს უჩვეულო თავის ტკივილმა გამოაღვიძა და ექიმს მიმართა. მან ურჩია რეიჩელს ნაკლები ეძინა. ექიმი მართალი აღმოჩნდა. იმ დღიდან რეიჩელს არ ძინებია. თავის ტკივილსაც აღარასოდეს შეუწუხებია.
1961 წლის 11 აგვისტოს იუსტ ბერნეტს 81 წელი შეუსრულდა. იგი ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ადამიანი იყო, სანამ ერთ დღეს ძილის სურვილი და მოთხოვნილება არ დაკარგა. მაშინ 27 წლის იყო. 54 წელი არ ეძინა. ღამღამობით კითხულობდა, მუსიკას უსმენდა და კროსვორდებს ხსნიდა.
ვიეტნემელი ტაი იგოკის ქრონიკული უძილობა 1937 წლის ციებ-ცხელების შემდეგ დაეწყო. მას შემდეგ კაცს საერთოდ არ სძინებია, თუმცა უძილობა დისკომფორტს არ უქმნიდა. იგი ამ დროს კარგად იყენებდა. მაგალითად: ცხვრებს ითვლიდ, ფერმას დარაჯობდა… სამი უძილო თვე ორი უზარმაზარი ორმოს ამოთხრას მოანდომა, რომელშიც შემდეგ თევზები მოაშენა. ექიმებმა მის ორგანიზმში ვერანაირი დარღვევა ვერ აღმოაჩინეს.
ეს ფემონენი დღემდე გამოცანად რჩება მეცნიერებისთვის.

წაკითხვა არ დაგეზაროოდ ძალიან საინტერეესოოოაა !!