მიხაკი (Dianthus) — ერთ და მრავალწლოვან, ძალზე იშვიათად ბუჩქბალახოვანმცენარეთა გვარი მიხაკისებრთა ოჯახისა. ხშირად სურნელოვანი, მარტოული ან ყვავილედად შეკრებილი, მეწამული, ვარდისფერი ან თეთრი ყვავილები აქვს. აერთიანებს 300-მდე სახეობას, გავრცელებულია ევროპაში (ძირითადადხმელთაშუაზღვისპირეთში), აზიასა და აფრიკაშისაქართველოში 21 სახეობა გვხვდება. იზრდება ქვიან და ღორღიან ფერდობებზე, მშრალ მდელოებზე, ბუჩქნარებში, ველის, ნახევარუდაბნოს, ტყის, სუბალპურსა და ალპურ სარტყელებში. მიხაკს, როგორც ლამაზად მოყვავილე დეკორატიულ მცენარეს, იყენებენ დეკორატიულ სამრეწველო მეყვავილეობაში. ფორმებისა და ჯიშების სიუხვით, ყვავილის სილამაზით გამოირჩევა ბაღის მიხაკი. მისი ზოგიერთი ფორმა — შაბოგრენადინი და მარგარიტა საქართველოში მოჰყავთ, როგორც მრავალწლოვანი მცენარე. კულტურაში გავრცელებულია ამერიკული ანუკეთილშობილი მიხაკიჩინური მიხაკითურქული მიხაკიფრთისყვავილა მიხაკი და სხვა, რომელთაც მრავალი საბაღო ფორმა და ჯიში აქვთ და საქართველოშიადგილობრივი გრუნტის მეყვავილეობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ. მიხაკის წითელი ყვავილი ტრადიციულად მიღებულია რევოლუციის სიმბოლოდ. დეკორატიული მიხაკის გარდა არის სურნელოვანი მიხაკის ხე. მის ნაყოფს სამელებლად იყენებენ კვების მრეწველობაში.

Dianthus petraeus