ჩემო მეგობრებოო ალბად ყველას ძალიან გიყვართ ყვავილები რა ჯობია ლამაზ და სურნელოვან ყვავილს??  არც არაფერიი ხოო ??  მაგრად ზოგჯერ ერთი შეხედვით  ლამაზი ყვავილების ინფორმაცია რომ გავიგოდ შეიძლება მის უკან იმალებოდეს რაგაც რაგაც ინფორმაციაა არა :დ:დ ხოო და ასე რომ ჩემო მეგობრებოო ეხლა ამ ყვავილების შესახებ დავამატებ ახალ პოსტს და აბ ვნახოოდ როგორი საინტერესოო იქნება??

ყველაზე დიდი ყვავილი მსოფლიოში Rafflesia arnoldii (გახრწნილი ლილია) სინამდვილეში პარაზიტია.  იგი მთლიანად დამოკიდებულია თავის მასპინძელ ვაზზე  Tetrastigma vine და იყენებს მის ფესვებს, ღეროს და ფქლოროფილიან ფოთლებს.

1800 წელს სუმატრის ბრიტანელი გუბერნატორი სერ თომას სტემფორდ რაფლესი, დაინტერესებული მცენარეთა და ცხოველთა ახალი სახეობების მოძიებით, ერთ–ერთი ექსპედიციის დროს წააწყდა აუტანელი სუნის მქონე თეთრ ხორკლებიან უზარმაზარ წითელ „ყვავილს“. მას, შეიძლება ითქვას, ძალიან გაუმართლა, რადგან „მიცვალებული“ ლილია მხოლოდ 3–4 დღეს ყვავილობს და შემდეგ გადაიქცევა „ლორწოვან შავ მასად“.  (მიუხედავად იმისა, რომ სერ თომას რაფლესმა დაარსა სინგაპური, იგი უფრო ცნობილია როგორც ყველაზე დიდი და მყრალი ყვავილის აღმომჩენი.

მასპნძელი ვაზის ფესვთან ჩნდება კომბოსტოს ზომის კოკორი, რომელიც ცხრა თვე იზრდება და ბოლოს იშლება 11 კილოგრამიანი, რამოდენიმე ლიტრი (!) ნექტარის შემცველი ყვავილი. თავისი „სურნელით“ იგი იზიდავს ლეშის მოყვარულ ბუზებს, ხოჭოებსა და სხვა მწერებს. ლილია ორსქესიანია და ჯვარედინი დამტვერვით მრავლდება, რაც საკმაოდ ძნელი მოსახერხებელია, რადგან მდედრი და მამრი ლილიები სხვადსხვა ადგილას ბინადრობენ. 15–სანტიმეტრიანი, უამრავთესლიანი ნაყოფი ძალიან უყვართ ციყვებსა და თრითინებს და სწორედ ისინი არიან თესლის ძირითადი გამავრცელებლები.

ეს სიკვდილის ყვავილი იმითაა ცნობილი, რომ იგი არაბუნებრივად… შავია და მართლაც მკვდარს ჰგავს – 2 მეტრიან ღეროდან დამჭკნარ–გამხმარ ყვავილებად ჰკიდია. იგი სრულად შთანთქავს ულტრაიისფერ სხივებსა და სინათლეს.

მიუხედავად იმისა, რომ წაგრძელებული, ვიწრო და მწერებისთვის სრულიად უინტერესო ფერის მქონე ყვავილის დამტვერვის მეთოდი გამოცანად რჩება, იგი საკმაოდ გავრცელებული მცენარეა. ფუტკრები აღიქვამენ ლურჯ და მწვანე ფერს და ყვითელ ან ლურჯ ყვავილებს ეტანებიან, რომლებიც ირეკლავენ უ.ი. სხივებს. წითელი ყვავილები, რომლებიც უ.ი. სხივებს შთანთქავენ, ფუტკრების ყურადღების მიღმა რჩებიან და მათ პატარა კოლიბრები მტვერავენ. ღამის პეპლები და მწერები ძალიან კაშკაშა და სურნელოვან ყვავილებს ეტანებიან. ჩვენს „ემო“ ყვავილს კი არცერთი ჩამოთვლილი თვისება არ გააჩნია. როგორღა ახერხებს იგი დამტვერვას, ბიოლოგებისთვის  ჯერ კიდევ გაუგებარია.

გიგანტური, უფერული, არაფრით გამორჩეული კაქტუსი მთელი წელი თვლემს და უსიცოცხლოდ გამოიყურება. მაგრამ ზოგჯერ, ივნისსა ან ივლისში, მხოლოდ ერთ ღამით, კონკია  „ღამის დედოფლად“ გადაიქცევა. არიზონასა და ტეხასის სონორასა და ჩიხუახუას უდაბნოში სასწაული ხდება: უკუნით სიბნელში ინთება კაშკაშა ყვავილები და სასიამოვნო სურნელებას აფრქვევს. მზის ჩასვლისთანავე იშლება 20 სანტიმეტრიანი თეთრი, ყვითელგულიანი ყვავილები და არომატს 30 მეტრის დიამეტრში აფრქვევს. ღამის პეპლები და მწერებიც მაშინვე თავს ეხვევიან და დილამდე არ შორდებიან. დილით კი ყვავილები იხურება და აღარასდროს გაიშლება.

ამ, ერთი შეხედვით, ნაზი, უწყინარი ღია იასამნისფერი ყვავილის სახელი ლათინურიდან ითარგმნება როგორც „პატარა ცხიმიანი“. მართლაც , მისი სუსტი ღეროს ქვემოთ მოთავსებული ფოთლები გაზეთილი და წებოვანია. მასზე ადვილად ეკრობიან მწერები. ფოთლებზე მოთავსებული ათასობით ჯირკვალი გამოყოფს ამ წებოვან–ცხიმიან სითხეს და მომნელებელი ფერმენტების შემცველ წვენს. ასე რომ, ფაქიზი გარეგნობის უკან მტაცებელი იმალება. დიდი მწერის დაჭერისას ფოთლებს ზემოთ წევს და კიდეებს შემოახვვეს, რათა ერთი წვეთი მწერმონელებული სითხეც კი არ დაეკაგოს.

პატარა მცურავი მუცლები – ასე შეგვიძლია ავღწეროთ ყველაზე უფრო გავრცელებული ეს მტაცებელი მცენარე. ეს პატარა მხეცი გარეგნულად პაწაწინა ორქიდეის ან ატმის ყვავილივით ლამაზია. მშვენივრად ცხოვრობს ჭაობებში, ტბებში, მდინარეებში, ნებისმიერ ოდნავ ნესტიან ადგილას და ხეებზეც კი. თუმცა არც გვალვაა პრობლემა – ისინი მაგარ კოლოფებად გადაიქცევიან და კარგ „ამინდს“ ელოდებიან.

მიმზიდველი ყვავილის ქვემოთ, წყალქვეშ, წამწამებიანი ბუშტები მზად არიან მსხვერპლის ჩასაყლაპად. როდესაც მწერი (კოღო, მისი ლავრა და სხვ) წყალზე ახლოს დაჯდება, წამწამები ირხევა, რაც სიგნალია „მუცლისთვის“. ბუშტი სწრაფად იხსნება და მწერს შეიწოვს. თუ მსხვერპლი დიდია და მთლიანად ვერ ჩაყლაპა, არც ეგ არის პრობლემა – ბუშტი იმდენად ჰერმეტულად იხურება, რომ მწერს, თავის სიდიდის მიუხედავად, თავის დაღწევა არ შეუძლია. პატარა ღორმუცელაც არ ჩქარობს – ჯერ შიგნითა ნაწილს მოინელებს, შემდეგ კი გარეთ დარჩენილსაც შეიწოვს.

მიუხედავად მისი სადისტური ხასიათისა, იგი ძალიან პოპულარულია როგორც დეკორატიული მცენარე. ხეებსა და ქვიშაში მცხოვრებ სახეობებს მრავალფეროვანი ყვავილები აქვთ და ყვავილობის პერიოდში ძალიან ალამაზებენ ბაღებს.

ჩემო მეგობრებო იმედია მოგეწონებად ჩემს მიერ ატვირთული ახალი პოსტი.