1 მ-მდე სიმაღლის მრავალწლიანი ფესურიანი ბალახოვანი მცენარეა ასტრასებრთა
(Asteraceae) ოჯახიდან. ხასიათდება ძლიერი არომატული სუნით, უხვი თეთრი
ბუსუსებით, რის გამოც მცენარეს აქვს ვერცხლისფერ-თეთრი ფერი. დატოტვილი
ღეროს ფუძესთან განლაგებულია გრძელყუნწიანი სამნაკვთიანი ფოთლები, ღეროს
შუა ნაწილში ფოთლები მოკლეყუნწიანი და ორნაკვთიანია, კენწრული ფოთლები
კი უყუნწოა. Yყვითელი, წვრილი, მილისებრი ყვავილები შეკრებილია 30 მმ.
დიამეტრის კალათებად, რომლებიც თავის მხრივ შეკრებილია ერთ მხარეს
მიმართულ მტევნებად. ნაყოფი წვრილი თესლურაა. ყვავილობს ივლის-აგვისტოში,
ნაყოფი მწიფდება აგვისტო-ოქტომბერში.
გავრცელებულია ზღვისპირა დაბლობებში. იზრდება ბაღების ნაპირებზე,
პლანტაციებში, გზების გასწვრივ, ტორფიანი ჭაობის მისადგომებთან: ქობულეთი,
ჩაქვი.
სამკურნალო ნედლეულია ბალახი, რომელსაც აგროვებენ კოკრობისა და
ყვავილობის პერიოდში, აშრობენ ჩრდილში, ორპირ ქარში, შენახვის ვადა 2 წელია.
ქიმიური შემცველობა: ბალახი შეიცავს 20% ეთერზეთებს, რომლის
შედგენილობაში შედის პინენი, ლაქტონები, გლიკოზიდები, ფლავონოიდი
არტემიზინი, ორგანული მჟავები, K და P ვიტამინები, მთრიმლავი ნივთიერებები,
ფისები.

ალისფერი სათითურა

1,5 მ სიმაღლის მაგარ, დაუტოტავ ღეროიანი ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა
შავწამალასებრთა (Scrophulariaceae) ოჯახიდან. სიცოცხლის პირველ წელს მცენარე
ივითარებს ფესვის ყელთან როზეტად შეკრებილ შებუსულ მოგრძო ფოთლებს,
ხოლო მეორე წელს ღეროს, რომელზეც ვითარდება ერთ მხარეს მიმართული,
წითელი, ზარისებრი ყვავილები. ნაყოფი კვერცხისებრი კოლოფია მრავალი წვრილი
თესლით. ყვავილობს ივნის-ივლისში, ნაყოფები მწიფდება აგვისტო-სექტემბერში.
გავრცელებულია ცენტრალური და დასავლეთი ევროპაში. აჭარაში დიდი ხანია
გაველურებულია, იზრდება ზღვისპირა დაბლობებზე და ფერდობებზე.
გავრცელებულია ბოტანიკურ ბაღში, ჩაქვში, ციხისძირში, ქობულეთში.

სამკურნალო ნედლეულია ფოთლები, რომლებსაც აშრობენ შეგროვებისთანავე
მზისგან დაცულ ადგილას, ან საშრობებში 60-70
0C-ზე .
Qქიმიური შემცველობა: ფოთლები შეიცავს საგულე გლიკოზიდებს, კერძოდ
კარდენოლიდებს: პურპურეაგლიკოზიდ A-ს, პურპურეაგლიკოზიდ B-ს და
გლუკოგიტალოქსინს.
ალოე ხისებრ

ალოე ხისებრი მარადმწვანე მცენარეა შროსანასებრთა (Liliaceae) ოჯახიდან.
მცენარეს გააჩნია 4 მეტრამდე სიმაღლის სწორმდგომი, დატოტვილი და
ხშირფოთლოვანი ღერო. ფოთლები მორიგეობითი, წვნიანი, ხორციანი და
ხმლისებურია, კიდეებზე ეკლებით. ღეროს ზედა ნაწილში ფოთლები
დაახლოებულია ერთმანეთთან როზეტის მსგავსად. ფოთლების სიგრძე 20-65 სმ, 12
სიგანე 3-6 სმ. სისქე 1,2-1,5 სმ. ყვავილები მსხვილი 4 სმ-მდე სიგრძის,
ნარინჯისფერი, წვრილყუნწიანი და თავდახრილია. შეკრებილია მრვალყვავილა
ცილინდრულ მტევნად. ნაყოფი მრავალრიცხოვანი თესლიანი კოლოფია. ოთახის
პირობებში ყვავის თებერვალ-მარტში, მაგრამ ნაყოფი არ მწიფდება. მინდვრის
პირობებში მცენარე მოჰყავთ აპრილის ბოლოდან ნოემბრის ჩათვლით. ამ დროის
განმავლობაში მცენარისაგან 2-4 წლის ასაკში აგროვებენ ფოთლებსა და ყლორტებს
სამკურნალო პრეპარატების მისაღებად.
გავრცელებულია სამხრეთ აფრიკაში, სადაც იგი ხედ იზრდება. თუმცა მთელს
მსოფლიოში ოთახის კულტურადაა გავრცელებული და ცნობილია როგორც
ასწლოვანი მცენარე. როგორც სამკურნალო საშუალება ალოე ხისებრი შეტანილია
კულტურაში და საქართველოს შავიზღვისპირეთში ათეულობით ჰექტარზე
მოჰყავთ.
სამკურნალო ნედლეულია 2 – 4 წლოვანი მცენარისაგან შეგროვილი ფოთლები
და ყლორტები.
ქიმიური შემცველობა: მცენარეში მწარე გემოს რთული გლიკოზიდური
შენაერთებია – ანტრაგლიკოზიდები, რომელთა შენაერთებსაც ალიონებს უწოდებენ.
მცენარის წვენში ბევრი ფერმენტი და ვიტამინია.