ნარკოტიკული მცენარეები – მცენარეები, რომლებიც შეიცავენ ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც ჯერ აღგზნებს, ხოლო შემდეგ თრგუნავს ცენტრალურ ნერვულ სისტემას. ბევრ ნარკოტიკულ მცენარეებს სამკურნალო თვისებები აქვს და მათ მედიცინაშიტკივილგამაყუჩებელ საშუალებად იყენებენ. მოქმედი ნივთიერება ნარკოტიკული მცენარეებში ძირითადად ალკალოიდებია. ბევრი მათგანი ძალზე შხამიანია და მათგან დამზადებული პრეპარატების ხანგრძლივი ხმარება ნარკომანიას იწვევს. ნარკოტიკული მცენარეებია ხაშხაშიინდური კანაფილენცოფალემა და მრავალი სხვა სამკურნალო და შხამიანი მცენარე. ნარკოტიკული მცენარეები ძირითადად გავრცელებულია სამხრეთ ამერიკის, ჩრდილოეთ ამერიკისა და ცენტრალური აზიის ტროპიკებში