მცოცავი მცენარეებიმცენარეები, რომელთა ღერო ემაგრება მეზობელ მცენარეებს ან რაიმე სხვა საყრდენს განსაკუთრებული სამარჯვების საშუალებით და ზევით ადის. მცოცავი მცენარეებს ღეროებსა და ფოთლებზე აქვთ ჯაგრები, ეკლები ან ქაცვები (მაყვალი, ზოგი ასკილიროტანგის პალმაენდრონიკა და სხვა); ზოგს ღეროზე უვითარდება დამატებითი ფესვთა კონები (სურო,ვანილი და სხვა). ზოგი კი საყრდენს ემაგრება ულვაშების დახმარებით (პარკოსან მცენარეთა ნაწილი და სხვა).