მონოკარპული მცენარეები (მონო… და ბერძნ. karpos — ნაყოფი), მცენარეები, რომლებიც მთელი სიცოცხლის მანძილზე მხოლოდ ერთხელ ყვავილობენ და ნაყოფმსხმოიარობის შემდეგ იღუპებიან. მონოკარპულია თითქმის ყველა ერთწლოვანი და ორწლოვანი, აგრეთვე ზოგიერთი მრავალწლოვანი (აგავაბამბუკი, ზოგიერთი პალმა და სხვა) მცენარე.