ვიტამინშემცველი მცენარეებივიტამინების წარმომქმნელი და დამაგროვებელი მცენარეები. შეიცავენ ვიტამინების ისეთ რაოდენობას, რომელიც საკმარისია მათი სუფთა პრეპარატებისა და კონცენტრატების დასამზადებლად, ადამიანისა და სასოფლო-სამეურნეო ცხოველების საკვებად; ვიტამინშემცველი მცენარეებს განეკუთვნებიან აგრეთვე ის მცენარეები, რომლებშიც წამოიქმნება ფიზიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, ე. წ. პროვიტამინები, რომლებიც ცხოველურ ორგანიზმში ვიტამინებად გარდაიქმნებიან. ვიტამინები გვხვდება ყველა მცენარეში, მაგრამ სხვადასხვა რაოდენობით, ზოგი – მხოლოდ გარკვეულ სახეობაში.

  • კაროტინის (A პროვიტამინი) სინთეზი ყველა უმაღლეს მცენარეში ხდება. ის წარმოიქმნება ფოთოლში, ფესვსა და ნაყოფში, ძალზე იშვიათად ყვავილში. კაროტინით მდიდარია სტაფილო; სალათის, ისპანახის, მჟაუნას, ნიახურის და სხვათა ფოთლები; პამიდვრის, გარგარის, ქაცვის, მოცვისასკილისა და სხვა ნაყოფი; საკვები მცენარეებიდან – იონჯასამყურა, ტიმოთელა და სხვა.
  • B ჯგუფის ვიტამინებიც ასევე ბევრია მცენარეებში. მათი კონცენტრატების დასამზადებლად იყენებენ პურეული მარცვლოვნების თესლის ჩანასახს, საჭმელ და საფუარ სოკოებს, ლურჯ-მწვანე წყალმცენარეებს, აქტინომიცეტებსა და ზოგ ბაქტერიას.
  • C ვიტამინი (ასკორბინის მჟავა) წარმოიქმნება ყველა უმაღლესი მცენარის ფოთოლში, უფრო ნაკლებად ნაყოფში, ფესვსა და ღეროში. თუმცა ზოგჯერ ნაყოფში მეტია, ვიდრე ფოთოლში (მაგ., ასკილიქაცვიშავი მოცხარი, კაკლის მწვანე ნაყოფი; მათვე იყენებენ კონცენტრატების დასამზადებლად).
  • სტერინები (D პროვიტამინი) თითქმის ყველა მცენარეშია, მაგრამ ძირითადი სამრეწველო ნედლეულია სოკოები, მ. შ. საფუარი სოკოები. ულტრაიისფერი D ვიტამინად გარდაიქმნება.
  • E ვიტამინის (ტოკოფეროლის) კონცენტრატს ამზადებენ ძირითადად ხორბლის თესლის ჩანასახიდან.
  • K ვიტამინს (ფილოქინონს) შეიცავს კომბოსტოსისპანახის და სხვა ფოთლებისტაფილოგოგრა პომიდორი და სხვა.
  • P ვიტამინს (ჰესპერიდინს და მის მსგავს რუტინს) – ასკილი და ციტრუსები.