Illustration Heracleum sphondylium0.jpg

დიყი (Heracleum), მცენარეთა გვარი ქოლგისანთა ოჯახისა. მაღალი ორ- და მრავალწლოვანი ბალახებია. აქვს დიდი ზომის დანაკვთული და მთლიანი ფოთლები, თეთრი, მომწვანო-ყვითელი ან ვარდისფერი რთულ ქოლგა ყვავილედებად შეკრებილი ყვავილები. 70-ზე მეტი სახეობა გავრცელებულია ძირითადად აღმოსაველთი ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში; მხოლოდ 1 სახეობა ჩრდილოეთ ამერიკაში. კავკასიაში 25 სახეობაა; საქართველოში — 21, რომელთაგან 6საქართველოს ენდემია, 8 — კავკასიისა. იზრდება უმეტესად ტყისა და სუბალპურ სარტყელში. საქართველოს სუბალპურ მაღალბალახეულში ფართოდაა გავრცელებული სოსნოვსკის დიყი (Heracleum sosnowskyi) და მანტეგაცის დიყი(Heracleum mantegazzianum). დიყი სასილოსე და დეკორატიული მცენარეა. მის ნორჩ ყლორტებს მთის მოსახლეობა საჭმელად იყენებს. ფოთლები და ნაყოფი მდიდარია ეთერზეთებით. ზოგიერთი სახეობა შეხებისას კანს აღიზიანებს და წყლულს აჩენს.