აცეტაბულარია (Acetabularia), მწვანე წყალმცენარეების გვარი. გავრცელებულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზღვებში. აერთიანებს 21 სახეობას. შედგება დანაკვთული რიზიოდული ძირისაგან, ცილინდრული ფეხისა და ქუდისაგან, რომელიც რგოლურად განლაგებული გამეტანგიუმებითაა შექმნილი.

აცეტაბულარიას ახასიათებს განვითარების მეტად რთული და ხანგრძლივი სასიცოცხლო ციკლი, რომელიც ლაბორატორიულ პირობებში 6 თვემდე მცირდება. აცეტაბულარია ბირთვისა და ციტოპლაზმის ურთიერთმოქმედების კვლევის კარგი ობიექტია.

 

ანფელცია (Ahnfeltia), მრავალწლოვანი ძოწეული წყალმცენარეების გვარი. იზრდება ქვებზე, აქვს დატოტვილი ძაფისებრი თალუსი. გავრცელებულია უმთავრესად ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ცივ ზღვებში. ანფელციის სახეობებიდან ყველაზე ფართოდ გავრცელებულია Ahnfeltia plicata, რომლისგანაც მაღალი ხარისხის აგარ-აგარს იღებენ. ზოგ ქვეყანაში ამ სახეობას ხელოვნურადაც ამრავლებენ.

 

ბანგიოფიცეები (Bangiophyceae), ძოწეული წყალმცენარეების კლასი. მოიცავს 24 გვარსა და 90 სახეობას. ერთუჯრედიანი და მრავალუჯრედიანი ძაფნაირი ან ფირფიტისებრი ორგანიზმებია. სხვა ძოწეული წყალმცენარეებისაგან განსხვავებით მათი ერთბირთვიანი უჯრედები შეიცავს ერთპირენოიდიან ვარსკვლავისებრ ქრომატოფორს. ერთუჯრედიანი ბანგიოფიცეები მრავდება ორად გაყოფით, მრავალუჯრედიანები კი, ჩვეულებრივ, უსქესო გზით – მონოსპორებით. სქესობრივი გამრავლება მხოლოდ ზოგიერთ ბანგიოფიცებს ახასიათებს. ბანგიოფიცეები გვხვდება როგორც ნიადაგზე, ისე ზღვასა და მტკნარ წყალში. მნიშვნელოვანი წარმომადგენელია პორფირა.

 

ბოტრიდიუმი (Botrydium), მოყვითალო-მწვანე წყალმცენარეების გვარი. ბინადრობენ ტენიან ნიადაგებზე და წყალსატევების ნაპირებზე. აქვს მსხლისებრი უუჯრედო, მრავალბირთვიანი თალუსი. ნიადაგს ემაგრება უფერული რიზოიდებით. წყალში მრავლდება ზოოსპორებით, ნიადაგზე კი – აპლანოსპორებით (უსქესო გამრავლების უმოძრაო სპორები). გაშრობისას ბოტრიდიუმი წარმოქმნის მრავალბირთვიან ცისტებს, რომელთაგან ვითარდება ახალი მცენარე ან მრავალი ზოოსპორა. სქესობრივი გამრავლება ცნობილი არ არის.

 

დიქტიოტასნაირნი (Dictyotales), წაბლა წყალმცენარეების რიგი. მოიცავს 1000-ზე მეტ სახეობას. ცხოვრობენ თბილ ზღვებში.საქართველოში — შავ ზღვაში. 8-25 სმ სიგრძის თალუსი დიქოტომიურად დატოტვილია მრავალრიცხოვან სეგმენტებად (Dictyota) ან მარაოსებრია (Padina); შედგება ერთ ან რამდენიმე რიგად განლაგებული დიდი უფერული უჯრედებისაგან და ერთრიგად განლაგებული წვრილუჯრედებიანი ქერქისაგან; ზრდა კენწრულია. დიქტიოტასნაირნი მრავლდებიან უსქესოდ და სქესობრივად. გამეტოფიტს და სპოროფიტს ერთნაირი აგებულება აქვს. უსქესო გამრავლება, ხდება უძრავი სპორებით — ტეტრასპორებით, რომლებიც ვითარდება ტეტრასპორანგიუმებში, სქესობრივი გამრავლება — იოგამიის გზით. ოოგონიუმში ვითარდება თითო კვერცხუჯრედი, ხოლო ანთერიდიუმში მრავალი ერთშოლტიანი ანთეროზოიდი. დიქტიოტასნაირნი ხშირად ორსახლიანია.

 

ევგლენასნაირი წყალმცენარეები (ლათ. Euglenophyta) — ერთუჯრედიანი, უფრო იშვიათად კოლონიური წყალმცენარეებია, ვეგეტაციურ მდგომარეობაში მოძრავები, შიშვლები და მწვანე ფერის არიან. სახამებელი არ გააჩნიათ. სქესობრივი პროცესი, ისიც საეჭვოდ, ჯერჯერობით აღნიშნულია მხოლოდ რამდენიმე წარმომადგენელში.

 

ვოლვოქსისნაირნი (Volvocophyceae), ტოლშოლტიანი მწვანე წყალმცენარეების კლასი. ვეგეტაციურ მდგომარეობაში მოძრავი ერთუჯრედიანი ან კოლონიური ფორმებია. აქვთ ჯამისებრი, მწვანე ქრომატოფორი, 2 (იშვიათად 4-8) თანაბარი შოლტი, წითელითვალაკი და მფეთქავი ვაკუოლი. უსქესო გამრავლება ხდება უჯრედების სიგრძივი დაყოფით და ზოოსპირებით, სქესობრივი – ვეგეტატიური უჯრედების ან გამეტების კოპულაციით (იზოგამიაჰეტეროგამიაოოგამია). ცხოვრობენ დამდგარ მტკნარ წყალსატევებში, ტენიან ნიადაგზე.

 

ზოოქლორელა (Zoochlorella), ზოგიერთი ერთუჯრედიანი მწვანე წყალმცენარის (ქლორელაკარტერიაპლევროკოკი) საერთო სახელწოდება. ცხოვრობენ უხერხემლო ცხოველების — ინფუზორიებისღრუბლების და სხვა სხეულში. ზოოქლორელასა და ცხოველის ურთიერთდამოკიდებულება სიმბიოზურია: ცხოველი ფოტოსინთეზის პროცესში ზოოქლორელას მიერ გამომუშავებული ნახშირწყლებით სარგებლობს, ზოოქლორელა კი ცხოველის აზოტოვან ნივთიერებას და მის მიერ გამოყოფილ ნახშირორჟანგს იყენებს.

 

ზღვის კომბოსტო, ლამინარიას გვარის ზღვის წაბლა წყალმცენარეების სარეწაო სახელი. ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ცივი და ზომიერად ცივი ზღვების ყველაზე გავრცელებული წყალმცენარეებია. ქმნიან შალდამებს, რომელთა ბიომასა 1 მ2-ზე 5-10 კგ-ზე მეტია. განსაკუთრებით ფასობს Laminaria japonica, რომელიც იზრდება წყნარი ოკეანის აზიის სანაპიროზე; რუსეთში — იაპონიის ზღვაში, სახალინისა და კურილის კუნძულების სამხრეთ სანაპიროსთან. იყენებენ საჭმელად, აგრეთვე იოდის, მანიტის და სხვ. მისაღებად. მედიცინაში იყენებენ Laminaria saccharina-ს საფაღარათო საშუალებად.

 

კაჟოვანი წყალმცენარეები (დიატომეებილათ. Diatomeae, ანუ Bacillariophyta) — ერთუჯრედიანი ან კოლონიური, უძრავი, კაჟოვანგარსიანი ორგანიზმებია, ყვითელი ან ღია წაბლისფერი შეფერილობის, სახამებელი არ მოეპოვებათ. სქესობრივი პროცესიაქვთ.

 

კარპოგონი (ბერძნ. karros — ნაყოფი და gonos — თესლი), ძოწეული წყალმცენარეების მდედრობითი სასქესო ორგანო. კოლბისებრი ფორმა აქვს. შედგება ქვედა გაფართოებული (მუცლის) ნაწილისა და ზედა შევიწროებული — ე. წ. ტრიქოგინასაგან. კვერცხუჯრედის განაყოფიერების შემდეგ ტრიქოგინა კვდება, ხოლო მუცლის ნაწილში წარმოიქმნება კარპოსპორები, რომლებიც ზოგჯერ უჯრედის ძაფების ბოლოებზე განლაგდებიან.

 

კაულერპა (ლათ. Caulerpa), მწვანე წყალმცენარეების გვარი სიფონოვანთა რიგისა. მოიცავს 60-მდე სახეობას, გავრცელებულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზღვებში. მათი თალუსი ერთი მრავალბირთვიანი დიპლოიდური უჯრედია, რომლის მოპირდაპირე კედლები ერთმანეთთან დაკავშირებულია ცელულოზოვანი ხიდაკებით (სიფონოვანი აგებულება). შედგება 1 მ-მდე გაწოლილი დატოტვილი ნაწილისაგან, რიზოიდებისა და 30 სმ-მდე სიგრძის ფოთლის მსგავსი ვერტიკალური ყლორტებისაგან. მრავლდება სქესობრივად (იზოგამია) და ვეგეტატიურად.

 

კონიუგატები (Conjungatophytina), მწვანე წყალმცენარეების ქვეტიპი. ტიპობრივი მტკნარი წყლის ორგანიზმებია, აერთიანებს 2 კლასს: Saccodermophycea-ს კლასის წარმომადგენლები ერთუჯრედიანი ან იშვიათად კოლონიური ფორმებია, რომლის უჯრედებს აქვს მთლიანი გარსი. Placodermophyceae-ს კლასს ეკუთვნის უმთავრესად ერთუჯრედიანი ორგანიზმები, რომელთა უჯრედის გარსი 2 ან რამდენიმე ნაწილისაგან შედგება. კონიუგატებს მრავალნაირი ფორმის სპირალური (სპიროგირა), ვარსკვლავისებრი (ზიგნემა), ფირფიტისებრი (მუჟოცია) — ქრომატოფორი აქვთ. კონიუგატების უსქესო გამრავლება ხდება უჯრედის დაყოფით (ერთუჯრედიანებში) და ძაფების დაწყვეტით. მათ ზოოსპორები და მოძრავი გამეტები არა აქვთ. სქესობრივი გამრავლება კონიუგაციის ტიპისაა. კონიუგატები გავრცელებულია მტკნარ წყალსატევებში. ზიგნემასნაირნი დამდგარ და მდოვარე წყლებზე ქმნიან „ყაპს“.

 

Koeh-214.jpg

ლამინარიასნაირნი (Laminariales), წაბლა წყალმცენარეების რიგი. ზოგჯერ გიგანტური, ჩვეულებრივ 10-15 მ სიგრძის ზღვის წყალმცენარეებიათალუსიშედგება ერთი ან რამდენიმე მსხვილი ფოთლისებრი ფირფიტისა და მარტივი ან დატოტვილი საყრდენისაგან, რომელიც რიზოიდებით ან ბალიშისებრი წარმონაქმნით ემაგრება წყალქვეშა ქვებს. განვითარების ციკლში კარგად არის გამოხატული თაობათა მორიგეობა. ლამინარიასნაირნი ცხოვრობენ ზომიერ და ცივ წყლებში. ცნობილია 100-მდე სახეობა. ყველაზე დამახასიათებელი და მნიშვნელოვანია ლამინარის (Laminaria) გვარი (ზღვის კომბოსტო). ლამინარია შეიცავს ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, იოდსა და მიკროელემენტებს. გამოიყენება მრეწველობასა და მედიცინაში. ხმარობენ საკვებად, სასუქად, მისგან იღებენ ალგინის მჟავასა და მანიტის სპირტს.

ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები (ლათ. Cyanophyta), წყალმცენარეთა განყოფილება (ტიპი). ერთუჯრედიანი, კოლონიური და მრავალუჯრედიანი (ძაფნაირი), უმეტესად მიკროსკოპული ფორმებია; განეკუთვნებიან პროკარიოტებს. მოლურჯო-მწვანე ფერი აქვთ, თუმცა გვხვდება მოყვითალო-მწვანედ, ვარდისფრად, იისფრად, ზოგჯერ შავად შეფერილი ფორმებიც. მორფოლოგიურად ჩამოყალიბებული ბირთვი და ქლოროპლასტი ლურჯ-მწვანე წყალმცენარეებს არა აქვთ. პლანქტონურ სახეობებს აქვთ. ე. წ. გაზის ვაკუოლები –პროტოპლასტში გაზით ამოვსებული სივრცეები. მრავალდებიან დაყოფით (ერთუჯრედიანები), ჰორმოგონიუმებით – ძაფის ფრაგმენტებით (მრავალუჯრედიანები) და სხვადასხვა სახის სპორებით. სქესობრივი გამრავლება და მოძრავი შოლტიანი სტადიები განვითარების ციკლში არა აქვთ. ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები აერთიანებს 2000-მდე სახეობას, რომლებიც გავრცელებულია მტკნარ წყლებსა და ზღვებში. ცხოვრობენ ნიადაგზე და ნიადაგში, თოვლზე, ნესტიან ადგილებსა და ცხელ წყაროებში, ზოგი ლიქენებისკომპონენტია. პლანქტონური ფორმები ინტენსიური გამრავლებისას იწვევენ „წყლის ყვავილობას“ და სასმელად უვარგისს ხდიან წყალს. იწვევენ აგრეთვე წყალსადენი ფილტრების დაცობას და თევზის სიკვდილს; ზოგჯერ წყალსაცავში ქმნიან კუნძულებსაც კი. ბაქტერიებთან ერთად ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები მონაწილეობენ სამკურნალო ტალახის შექმნაში, ახდენენ ნიადაგში ატმოსფერული აზოტის ფიქსაციას. ნიადაგზე მცხოვრები ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები მონაწილეობენ ნიადაგთწარმოქმნის პროცესში. უძველესი ჯგუფია, ნათესაური კავშირი სხვა წყალმცენარეებთან არა აქვთ.

 

მაკროცისტისი (Macrocystis), ზღვის წაბლა წყალმცენარეების გვარი ლამინარიასნაირთა რიგისა. ყველაზე დიდი ზომის წყალმცენარეებია. მათი სიგრძე 45 მ აღწევს. აქვთ ელასტიკური დატოტვილი ღერო, რიზოიდები და საჰაერო-ბუშტებიანი ფოთლისმაგვარი ფირფიტები. შეიცავს 3 სახეობას, რომელიც გავრცელებულია სამხრეთდა ჩრდილოეთ ნახევარსფეროების ზომიერი კლიმატის აკვარიუმში. ძირითადად იყენებენ ალგინის მჟავას მარილების მისაღებად.

მოყვითალო-მწვანე წყალმცენარეები (ნაირშოლტიანი წყალმცენარეები,ლათ. Xanthophyta) — ერთუჯრედიანი, კოლონიური ან ძაფისებრი წყალმცენარეები. უმრავლესობა უმოძრაოა. მწვანე ან მოყვითალო-მწვანე ფერი აქვთ. მოძრავ სტადიებს ორი არათანაბარი შოლტი ახასიათებთ, ჩვეულებრივ, სახამებელს არ შეიცავენ. სქესობრივი პროცესი აღწერილია მხოლოდ ზოგიერთში.

Haeckel Siphoneae.jpg

 

მწვანე წყალმცენარეები (ლათ. Chlorophyta), უმდაბლეს მცენარეთა განყოფილება (ტიპი). ერთუჯრედიანიკოლონიურიმრავალუჯრედიანი (ძაფისებრი, იშვიათად სხვადასხვა სტრუქტურის მქონე ფირფიტისებრი) და არაუჯრედული აგებულების მწვანედ შეფერილი ფორმებია. მრავლდებიან ვეგეტატიურად (ერთუჯრედიანის ორად დაყოფა, ძაფოვანის ან კოლონიის გრაფმენტაცია), უსქესოდ (ზოოსპორებით ან უმოძრაო სპორებით) და სქესობრივად (იზოგამიაპეტეროგამიაოოგამია,კონიუგაცია).მწვანე წყალმცენარეები იყოფა 2 ქვეგანყოფილებად: საკუთრივ მწვანეებად (Chlorophytina) და კონიუგატებად (Conjugatophytina). ცნობილია 5700-მდე სახეობა, რომლებიც გავრცელებულია უმთავრესად მტკნარ წყალში, გვხვდება ზღვაშიც, ზოგიერთი ხის ქერქზე, ნიადაგში და სხვა ადგილებში. ერთუჯრედიანი და კოლონიური მწვანე წყალმცენარეები პლაქტონში მასობრივი გამრავლების დროს იწვევს წყლის „ყვავილობას“, რაც ხშირად უარყოფით გავლენას ახდენს როგორც ჰიდროტექნიკურ ნაგებობაზე, ისე ჰიდრობიონტთა ცხოვრებაზე. ზოგიერთ მწვანე წყალმცენარეებს (ულვა მონოსტომა) აღმოსავლეთ აზიაში საკვებად იყენებენ. ბევრ ქვეყანაში ერთუჯრედიანი მწვანე წყალმცენარეები (მაგ., ქლორულასცენედესნუსიდა სხვა), როგორც მაღალკალორიული საკვები, ფართოდ არის კულტივირებული. კულტურებს იყენებენ ასევე დახურულ ეკოსისტემებში (კოსმოსურ ხომალდებზე და სხვაგან) ჰაერის რეგენერაციისა და ჩამდინარე წყლის ბიოლოგიური გასუფთავებისათვის.

 

ნიადაგის წყალმცენარეებინიადაგის ზედაპირზე ან მის სიზრქეში მცხოვრები წყალმცენარეები. მიეკუთვნება ლურჯ-მწვანე,მწვანეყვითელ-მწვანე და კაჟოვანი წყალმცენარეები. ყოფილ სსრკ-ის ნიადაგებში ცნობილია 1400-მდე სახეობის წყალმცენარე. წამყვანი როლი ეკუთვნის ლურჯ-მწვანე და მწვანე წყალმცენარეებს. ნიადაგის ზედა ფენებში ნიადაგის წყალმცენარეები ქმნიან ორგანულ ნივთიერებებს, აუმჯობესებენ ნიადაგის სტრუქტურას. ბევრი ლურკ-მწვანე ნიადაგის წყალმცენარეები აფიქსირებს ატმოსფეროს აზოტს.

 

CyanobacteriaColl1.jpg

 

ნოსტოკი (Nostoc), ლურჯ-მწვანე წყალმცენარეების გვარი ჰორმოგონიუმიანებისკლასისა. აერთიანებს 50-მდე სახეობას, რომლებიც გავრცელებული არიან მტკნარ წყალში, ტენიან კლდეებსა და ნიადაგზე. ნოსტოკის ლორწოვანი კოლონია სფეროსებრი ან ძაფისებრია, თავისუფლად ცხოვრობს ან სუბტრატზეა მიმაგრებული; მრავლდება ძაფებია დაწყვეტით ან სპორებით. ზოგიერთი სახეობა ითვისებს ატმოსფეროს აზოტს. აზიის ქვეყნებში ზოგ სახეობას საჭმელად იყენებენ

Oscillatoria princeps.jpeg

ოსცილატორია (Oscillatoria), ძაფნაირი ლურჯ-მწვანე წყალმცენარეების გვარი. ოსცილატორიის დაუტოტავ ძაფებს აქტიური მოძრაობის უნარი აქვს. მოძრაობის დროს მათი ბოლოები ქანქარის მსგავსად ირხევა (სახელიც ამიტომ შეერქვა, ლათ.oscillatio — რხევა). გვარი მოიცავს 100-ზე მეტ სახეობას. ცხოვრობენ ზღვებში, მტკნარ წყალსატევებში, ზოგჯერ იწვევებ წყლის „აყვავებას“.

 

ოქროსფერი წყალმცენარეები (ლათ. Chrysophyta), უმდაბლესი მცენარეების ტიპი, აერთიანებს თავისუფლად მცხოვრებ ან მიმაგრებულ ერთუჯრედიან, კოლონიურ, იშვიათად მრავალუჯრედიან ფორმებს. მათი სხეულის სიგრძე 2 სმ აღწევს. ოქროსფერი წყალმცენარეებს მოოქროსფრო-ყვითელ ან რუხ შეფერვას აძლევს ქლოროპლასტში არსებული ქლოროფილი და ყვითელი პიგმენტი — ფიკოქრიზინი. ასიმილაციის პროდუქცია ლეიკოზინი, ნაწილობრივ — ცხიმი. ოქროსფერი წყალმცენარეები ავტოტროფული ორგანიზმებია, ზოგიერთი მათგანი იყენებს მზა ორგანულ ნივთიერებებსაც. ოქროსფერი წყალმცენარეების ერთუჯრედიანი ფორმების უმრავლესობა აქტიურად მოძრაობს შოლტებით ან ფსევდოპოდიუმებით. მრავლდებიან დაყოფით და ზოოსპორებით. რამდენიმე სახეობა მრავლდება სქესობრივადაც. ზოგჯერ ქმნიან კაჟოვან ცისტებს. ძირითადად მტკნარი წყლის ორგანიზმებია, იშვიათად ვხვდებით ზღვის ფორმებსაც.

 

პიროფიტული წყალმცენარეები (ლათ. Pyrrophyta), უმდაბლეს მცენარეთა განყოფილება. ძირითადად მოძრავი, ზოგჯერ უძრავი, ერთუჯრედიანი, კოლონიური, იშციათად ძაფნაირი ორგანიზმებია. ნაწილი უჯრედებისა შიშველია, ზოგჯერ დაფარულია მრავალკუთხიანი ფარებისაგან შემდგარი ორნაწილიანი ჯავშნიანი გარსით. პიროფიტული წყალმცენარეებს აქვთ 1 ან 2 შოლტი. ქრომატოფორები შეიცავს a და c ქლოროფილს და მოყავისფრო პიგმენტებს. პიროფიტული წყალმცენარეები ავტოტროფული და ჰეტეროტროფული ორგანიზმებია; სამარაგო პროდუქტია სახამებელი, იშვიათად ზეთი. ზოგიერთ აქვს მფეთქავი ვაკუოლი და თვალაკი. გამრავლება ხდება დაყოფით, ზოოსპორებით, აპლანოსპორებით. სქესობრივი პროცესი იშვიათია. პიროფიტული წყალმცენარეები ცხოვრობენ მტკნარ წყალში და ზღვაში. იწვევენ წყლის „აყვავებას“.

Porphyra umbilicalis.jpg

პორფირა (Porphyra), ძოწეული წყალმცენარეების გვარი ბანგიასნაირთა კლასისა. მისი ფირფიტისებრი თალუსის სიმაღლე 1  აღწევს; შედგება 1-2 შრედ განლაგებული ჰაპლოიდური უჯრედებისაგან. სქესობრივი გამრავლება ხდება კარპოსპორებით, უსქესო – მოსოსპორებით.

ცნობილია პორფირას 25 სახეობა. იზრდება ზომიერი სარტყლების ზღვებში. იყენებენ საჭმელად. კულტივირებულია იაპონიასა და ჩინეთში.

 

პროტოკოკოვანი წყალმცენარეები (Protococcophyceae ანუ Chlorococcophyceae), მწვანე წყალმცენარეების კლასი. აერთიანებს ერთუჯრედიან და კოლონიურ ფორმებს. ვეგეტატიურ მდგომარეობაში უძრავია. უჯრედი ერთ- ან მრავალბირთვიანია. უსქესო გამრავლება ხდება ზოოსპორებით ან ავტოსპორებით. სქესობრივი პროცესი იზოგამიაა. პროტოკოკოვანი წყალმცენარეები გავრცელებულია ყველგან მტკნარ წყალში, ნიადაგში და ნიადაგის ზედაპირზე, იშვიათად ზღვაში. ცხოვრებენ მრავალუჯრედიანი წყალმცენარეების თალუსშიმღიერებში. მასობრივი გამრავლების დროს იწვევენ წყლის „აყვავებას“. პროტოკოკოვანი წყალმცენარეებს (ქლორელასცენედესმუსი) აშენებენ საკვებად გამოყენების და სხვა მიზნით

Laurencia.jpg

ძოწეული წყალმცენარეები (წითელი წყალმცენარეებილათ. Rhodophyta) — ძაფისებრი ან უფრო რთული აგებულების წყალმცენარეებია, რომლებიც მოკლებულნი არიან მოძრავ სტადიებს. ფერი აქვთ წითელი სხვადასხვა ელფერით, ზოგს მომწვანო ზეთისხილისებრი, მოყვითალო ან იისებრი. ტიპიური სახამებელი არ გააჩნიათ. სქესობრივი პროცესი აქვთ. მათი უმრავლესობა ცხოვრობს ზღვებში.

 

 

წაბლა წყალმცენარეები (ლათ. Phaeophyta) — მრავალუჯრედიანი, ძაფისებრი ან უფრო რთული აგებულების წყალმცენარეებია, ვეგეტაციურ პერიოდში უმოძრაო ორგანიზმებია, სხვადასხვა ელფერის წაბლისფერი ან მოყვითალო-წაბლისფერი. სახამებელი არ უვითარდებათ. სქესობრივი პროცესი აქვთ. თითქმის ყველა ისინი ცხოვრობენ ზღვაში.

წყლის მცენარეულობა (ლათ. Aquiherbosa) — მცენარეთა თანასაზოგადოება, რომელშიც გაბატონებულია წყლის მცენარეები. არსებობს წყლის მცენარეულობის ორი ეკოლოგიური ჯგუფი: ჰიდროფიტები — მცენარეები, რომლებიც მხოლოდ ქვედა ნაწილითაა წყალში ჩაძირული და ჰიდატოფიტები, რომლებიც მთლიანად ან უმეტესი ნაწილით არიან წყალში მოქცეულნი. ანატომიურ-მორფოლოგიური აგებულებითა და ფიზიოლოგიური თვისებებით ისინი შეგუებულნი არიან წყალში ცხოვრების ნირს და ასეთი გარემოპირობები ოპტიმალურია მათი ზრდა-განვითარებისათვის. არსებობს წყლის მცენარეულობის 3 ტიპი:

  • 1) ლემნური, რომელსაც ქმნის წყლის ზედაპირზე თავისუფლად მოტივტივე მცენარეები.
  • 2) ელოდეური, რომელშიც ჭარბობს ფსკერზე მიმაგრებული, წყალში ჩაყურსული მცენარეები.
  • 3) ნიმფური, რომელშიც გაბატონებულია ფსკერზე მიმაგრებული მცენარეები, რომელთა ფოთლები და გენერაციული ორგანოები წყლის ზედაპირზე ტივტივებს. საქართველოში შედარებით ფართოდაა გავრცელებული და ტიპოლოგიურად ნაირგვარია ნიმფური ტიპი. ზღვის დონიდან სიმაღლის მატებასთან ერთად განუხრელად მცირდება წყლის მცენარეულობის სახეობრივი შემადგენლობა. საქართველოს დაბლობებში და მთის ქვედა სარტყელში გავრცელებულია წყლის მცენარეულობის 80-მდე სახეობა, ხოლო 2000 მ-ზე მაღლა თითო-ოროლა სახეობა გვხვდება.

 

წყლისპირისებრნი (ლათ. Lemnaceae) — ერთლებნიან მცენარეთა ოჯახი. წყლის ზედაპირზე თავისუფლად მცურავი ან წყალში მოქცეული პატარა ბალახებია. ყვავილოვან მცენარეთა შორის ყველაზე მეტად აქვთ რედუცირებული გენერაციული და ვეგეტატიური ორგანოები. ფირფიტოვანი, თალუსის მსგავსი სხეული აქვთ. ცნობილია 3 გვარის 25 სახეობა, რომლებიც იზრდებიან დამდგარსა და მდორე წყლებში. ვოლფიას (Wolffia) გვარი უმთავრესად გავრცელებულია ტროპიკებში, წყლის პერისა და სპიროდელას (Spirodela) გვარების სახეობათა უმეტესობა — თითქმის მთელ დედამიწაზე. საქართველოში 2 გვარის (სპიროდელა და წყლის პერი) 4 სახეობა გვხვდება.