Lycopodium annotinumლიკოპოდიუმებილიკოპოდიუმისმაგვარნი (Lycopodiophyta), უმაღლესი სპოროვან მცენარეთა ტიპი (განყოფილება). აქვთ კარგად განვითარებული ღერო და მასზე მჭიდროდ განლაგებული ფოთლები (ფილოიდები). გამტარი კონები ლაკუნებს (ფოთლის კვლებს) არ წარმოქმნიან. სპორანგიუმები თითო-თითოდ სხედან ფოთლის უბეში ან, იშვიათად, — ფოთლის ზედა მხარეს. გამეტოფიტი ორსქესიანი ან ცალსქესიანია, მიწისქვეშა ან მიწისზედა. ლიკოპოდიუმებს ახასიათებს თაობათა მორიგეობა. დომინანტური თაობა სპოროფიტია (უსქესო თაობა). ლიკოპოდიუმები უძველესი ჯგუფია. წარმოიშვა სილურულ პერიოდში, მძლავრად განვითარდაკარბონულ პერიოდში (ლიკოპოდიუმები მაშინ ლეპიდოდენდრონებითა და სიგილარიებით იყო წარმოდგენილი) და ტრიასულიდან დაიწყო გადაშენება. ლიკოპოდიუმების თანამედროვე წარმომადგენლები გაერთიანებული არიანლიკოპოდიუმისნაირთა (Lycopodiales), სელაგინელასნაირთა (Selaginelales) დამახათასნაირთა (Isoetales) რიგებში. საქართველოში გვხვდება ლიკოპოდიუმების 2 რიგი: ლიპოდიუმისნაირნი (2 ოჯახის 4 გვარი და 6 სახეობა) და სელაგინელასნაირნი (1 გვარის 2 სახეობა).

Lycopodium annotinum

ლიკოპოდიუმი (Lycopodium), ლიკოპოდიუმისებრთა ოჯახის მარადმწვანე ბალახოვანი მცენარეების გვარი. სასპორე თავთავები (სტრობილები) კენწრული და მკვრივია. შედგება ღერძისა და სპირალურად განლაგებული სპოროფილებისაგან, რომელთა ზედა მხარეზე მოთავსებულია სპორანგიუმები. 10-მდე სახეობა ძირითადად ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ტყის ზონაშია გავრცელებული.საქართველოში გვხვდება 2 სახეობა: Lycopodium clavatum და Lycopodium annotinum. ლიკოპოდიუმის და ზოგიერთი მისი მონათესავე გვარის სახეობათსა სპორები გამოიყენება სამკურნალოდ და სამსხმელო წარმოებაში.