დოლი (Dolly) (დ. 5 ივლისი1996 — გ. 14 თებერვალი2003), დედალი ცხვარი, პირველი ძუძუმწოვარი, რომლის კლონირებაც წარმატებით განხორციელდა ზრდასრული სომატური უჯრედისგან. მისი კლონირება მოხდა როსლინის ინსტიტუტშიედინბურგიშოტლანდია, სადაც ცხვარი ცხოვრობდა 6 წელი (სიკვდილამდე). მისი დაბადება 1997 წლის თებერვალს გამოცხადდა.

ინჯაზი (არაბ. إنجاز‎‎ ქართ. “მიღწევა”) უწოდეს მსოფლიოში პირველკლონირებულ ერთკუზიან აქლემს, რომელიც დაიბადა 2009 წლის 8 აპრილს[1][2]არაბეთის გაერთიანებული საამიროების დუბაის აქლემებისრეპროდუქციის ცენტრის დოქტორმა, ვეტერინარმა და ემბრიოლოგმა ნისარ ახმად ვანიმ 2009 წლის 14 აპრილს გამოაცხადა, რომ გაურთულებელიგესტაციის 378 დღის შემდეგ დაიბადა კლონირებული აქლემი[3]. კლონირების სამეცნიერო პროექტს პერსონალურ მხარდაჭერასა და ფინანსურ დახმარებას უწევდა არაბეთის გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრი მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქთუმივიცე პრეზიდენტი და დუბაის ამირა[3][4]. აქამდე ემირატებში აქლემის კლონირების რამდენიმე წარმუმატებელი მცდელობა იყო[4].

ინჯაზი წარმოიშვა ზრდასრული, 2005 წელს სახორცედ დაკლული აქლემისსაკვერცხის უჯრედებიდან[4]. უჯრედებს ამრავლებდნენ ქსოვილოვან კულტურაში და შემდეგ ყინავდნენ თხევად აზოტში[3]. ამის შემდეგ,ერთ-ერთი უჯრედი მიკროინექციის მეთოდით შეიყვანეს სუროგატი აქლემისკვერცხუჯრედის ბირთვში. სუროგატი აქლემი ჯერ აღაგზნეს ელექტროდენითდა შემდეგ უჯრედის დაყოფის სტიმულირება მოახდინეს ქიმიურად. ერთი კვირის კულტურიდან მიღებული ემბრიონისიმპლანტაცია მოხდა სუროგატი დედალი აქლემის საშვილოსნოში (ურეთრაში). 12 დღის შემდეგ ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის საშუალებით დადასტურდა სუროგატი აქლემის ორსულობა, რომლის მონიტორინგი მთელი გესტაციური პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა[3]. ინჯაზის დაბადების შემდეგ, მისი დნმ-ი გამოიკვლიეს დუბაის მოლეკულური ბიოლოგიისა და გენეტიკისლაბორატორიაში. დნმ-ს ტესტმა აჩვენა, რომ ინჯაზის დნმ და საკვერცხის საექსპერიმენტო უჯრედების დნმ იდენტურია, რითაც დადასტურდა, რომ ინჯაზი სწორედ ამ საექსპერიმენტო კვერცხუჯრედებიდან წარმოშობილი კლონია[3][4].

აქლემის დოღი ძალიან შემოსავლიანი ბიზნესია ემირატებში[5]. ცენტრის სამეცნიეო დირექტორმა, დოქტორმა ლულუ სკიდმორმა განაცხადა, რომ აქლემის კლონირება “სამომავლოდ საშუალებას მოგვცემს გადავარჩინოთ ელიტარული სადოღე და სარძევე აქლემების ძვირფასი გენოფონდი[4].

 

სნუპი, ან სნაპი (ინგლ. Snuppy; დ. 24 აპრილი2005) — ავღანური მწევარი, მსოფლიოში პირველი კლონირებული ძაღლი. ლეკვი შექმნეს ზრდასრული ავღანური მწევარის ყურის უჯრედის გამოყენებით. ნაყოფის მოსამზადებლად გამოყენებულ იქნა 123 სუროგატი დედა, რომელთაგან მხოლოდ სამმა შვა ლეკვი. ამ სამიდან მხოლოდ ერთი გადარჩა. 45-კაციან ჯგუფს, რომლებიც სნუპის კლონირებას ახორციელებდნენ, ხელმძღვანელობდა ბიოსამედიცინო მეცნიერი ჰუან ვუ-სუკი სეულის უნივერსიტეტიდან.