1.ბამბუკი ჩვეულებრივი – [Bambusa Vulgaris] დეკორატიული ბამბუკი უზრუნველყოფს სახლს კარგი ენერგეტიკით. მისი აურა ზემოქმედებს ადამიანებზე და ცხოველებზე დადებითად. მისი ენერგეტიკული რხევები ფაქიზი და ძალიან მაღალია. ამიტომაც ის აძლიერებს ჩვენს შემოქმედებით უნარს და მგრძნობიარობას.

2.ლიმონი ან ფორთოხალი – [Citrus] ეს მცენარეები სასიამოვნოდ სურნელოვანი არიან. ნებისმიერ სახლს ისინი ავსებენ კარგი განწყობილებით და სიცოცხლის უნარიანობით. მათი ენერგია ჰგავს ღრუბელს, ის ნეგატიურ რხევებს გარდაქმნის პოზიტივში.

 

3.დრაცენა – [ Dracaena ] მისი აურა ფლობს ადამიანისათვის მისაღებ ენერგეტიკულ ველს. ის ნამდვილი სასრუტივით, შიგნიდან ისრუტავს ენერგიას და ფანტანივით აფრქვევს გარეთ. იდეალურად აქრობს ჰაერში დაგროვილ მავნე ქიმიურად ნივთიერებებს.

 

4.სურო – [Hedera Helix ] მას არ სჭირდება ბევრი მოვლა. არის კარგი სტიმულატორი. მისი ენერგია ყოველთვის მიმართულია წინ. სურო აბსოლუტურად პოზიტიური ენერგიის მატარებელია. მისი აურა ეხმარება ადამიანებს გაწონასწორებაში და გამოუვალ მდგომარეობათა დაძლევაში.

5. ქლოროფიტუმი – [Clorophytum comosum] ანეიტრალებს საცხოვრებელ ფართებში შხამიან ნივთიერებებს. ახალ ბინაში ქმნის კარგ განწყობას. უარყოფით ენერგიას გარდაქმნის დადებითად. წარმოადგენს საუკეთესო ენერგეტიკულ ვენტილატორს.

6.შარდოვანა გვიმრა – [ Nephrotepis ] მისი აურა მოქმედებს ადამიანთა ნერვულ სისტემაზე, როგორც გამასუფთავებელი ფილტრი. განსაკუთრებით დადებითად მოქმედებს ადამიანებზე, რომლებიც დატვირთული არიან გონებრივი მუშაობით.

7. ორქიდეა პეპელა – [Oncidium papilla] ამ მცენარის ყვავილი განსაკუთრებით უყვართ ქალებს. მისი აურა ეხმარება მათ მიზნების მისაღწევად. უცხო ადამიანებთან გრძნობებიდან განთავისუფლებაში, თითქმის ეროტიკულ კონტაქტებამდე.

8. ქოთნის ვარდი [Rosa chinensis]; ამ ყვავილის აურა აღებს ადამიანების გულს. მას გააჩნია სხვა მცენარეებთან შედარებით, ყველაზე მაღალი და მგრძნობიარე რხევები. განსაკუთრებით ყვავილობის დროს. ის ასტიმულირებს სიყვარულს ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს მიმართ. აგრეთვე ხელს უწყობს ადამიანთა შორის მეგობრობის დამყარებას.

9.ნეორეგელია – [Neoregelia]  ეს მცენარე ეხმარება იმ  ადამიანებს, რომლებიც მუდმივად ცდილობენ დაიცვან სხვებისგან საკუთარი თავი.  ხოლო  მგრძნობიარე ნატურის მქონენი იღებენ  ამ მცენარის ენერგიას, როგორც აგრესიულს.  ამიტომაც მათთვის ამ მცენარის ქონება არა  რეკომენდირებულია. გარეგან  მას გააჩნია მჩხვლეტარე ენერგია.  ხოლო შიგნიდან რბილი და მეტად დამაწყნარებელი.  მისი აურა მეტად მგრძნობიარეა გარშემო მყოფ ადამიანებზე.

10.როდოდენდრონი –  [Rhododendron] ქმნის სიხარულის გრძნობას, ამშვიდებს, მოაქვს სიმშვიდე,  ამაგრებს ნერვიულ სისტემას. ძალიან მეგობრული მცენარეა. იაპონურ  ფილოსოფიაში უკავია ერთერთი მოწინავე  ადგილი.  გამოიყენება ჰომეოპატიაში,  ნევრალგიის დროს. აქვს ძლიერი აურა. ენერგია შიგნიდან  გარეთ  მოძრაობს სპირალურად. მისი აურა მოქმედებს ადამიანზე  რბილად  და უქმნის  მას  სასიამოვნო განწყობას.