მაქაიროდი (Machairodus), (ბერძნ. machaira — მოკლე, მოხრილი ხმალი და odus — კბილი) ხმალკბილა ვეფხვი ნამარხი ცხოველების გვარი კატისებრთა ოჯახისა. ტანად თანამედროვე ვეფხვზე დიდი იყო, ჰქონდა დიდი, ხმლისებრი ზედა ეშვები, დაკბილუსი საჭრელი კიდეებით. ქალას სახის ნაწილი წაგრძელებული იყო, კიდურები შედარებით მოკლე და მასიური ჰქონდა. ნადირობდა დიდ ბალახისმჭამელ ცხოველებზე. ცნობილია ზედამიოცენურ-ზედაპლიოცენური ნალექებიდან. გავრცელებული იყო ევროპისა და აზიის სამხრეთ ნაწილში, აფრიკაში. ყოფილ სსრკ-ში ნაპოვნია რამდენიმე სახეობა.

 

ფაილი:Machairodus giganteus 1.jpg