Hydrodamalis gigas drawing.png

ზღვის ძროხასტელერის ძროხა (Hydrodamalis stelleri ან Hydrodamalis gigas) ზღვისძუძუმწოვარი სირენების რიგისა. სხეულის სიგრძე 8 მ აღწევდა, წონა 3,5 ტ-მდე. მასიური თითისტარისებრი სხეული ბოლოვდებოდა ჰორიზონტალური ფარფლით. წინა კიდურებად ფარფლები ჰქონდა, უკანა არ ჰქონია. შიშველი, სქელი და უხეში კანი ჰქონდა, კბილები არ გააჩნდა. სასა და ქვედა ყბის კიდეები დაფარული იყო წიბოვანი რქოვანი ფირფიტებით. ბინადრობდა კომანდორის კუნძულებთანწყალმარჩხში. იკვებებოდა წყალმცენარეებით ხორცისა და ქონის გამო უზომო რეწვის შედეგად მთლიანად განადგურდა დაახლოებით 1765 წელს.

 

 

მეგათერიუმი

მეგათერიუმი (Megatherium) (მეგა… და ბერძნ. therion – ნადირი, მხეცი), ნამარხი ძუძუმწოვრების გვარი არასრულკბილიანებისრიგისა. ჰქონდათ მასიური (6 მ სიგრძის) ტანი და მოკლე ფეხები. იკვებებოდნენ ფოთლებითა და ახალგაზრდა ყლორტებით, რომელთაც წინა კიდურების მოკაუჭებული კლანჭებით იწევდნენ. კვების დროს უკანა კიდურებთან ერთად საყრდენად კუდსაც იყენებდნენ. მეგათერიუმის ნაშთები ბევრგან სრული ჩონჩხების სახითაა ნაპოვნი. ცნობილია ჩრდილოეთ და სამხრეთ პლეისტოცენური ნალექებიდან.

 

ჰირაკოთერიუმი (Hyracotherium) — ცხენისებრთა ოჯახის ამომწყდარი გვარი. გავრცელებული იყოჩრდილოეთ ამერიკის და ევროპის ეოცენში (არსებობს ცნობა ჰირაკოთერიუმის ნაშთების ცენტრალურ აზიაში პოვნის შესახებ). ოჯახის უძველესი წარმომადგენელი, რომელსაც ცხენის შორეულ წინაპრად მიიჩნევენ, პატარა მოკლედრუნჩიანი ცხოველი იყო. წინა კიდურებზე ჰქონდა ოთხი თითი, უკანაზე — სამი; ნებისა და წინა ტერფის ძვლები უკვე რამდენადმე დაგრძელებული იყო. ბინადრობდა დაჭაობებულ ტყეში.

WPHubeiPlatybeladon.jpg

პლატიბელოდონი (Platybelodon), ძუძუმწოვრების გადაშენებული გვარი ხორთუმიანებისჯგუფისა. გარეგნულად ბეჰემოთს ჰგავდა. ქვედა ყბის წინა ნაწილი და ეშვებად ქცეული საჭრელი კბილები ნიჩბისებურად ჰქონდა განლაგებული და მომარჯვებული იყო მცენარეული საკვების ამოსაგლეჯად. ცოვრობდნენ მდინარისა და ტბის პირას. მათი ნაშთები ცნობილია ჩრდილოეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიის (ჩინეთი, მონღოლეთი) შუამიოცენური ნალექებიდან.

 

მასტოდონტის ჩონჩხი

მასტოდონტები (ბერძნ. mastos — დვრილი და odus, ნათ. ბრ. odontos — კბილი),ნამარხი ცხოველების ჯგუფი ხორთუმიანთა რიგისა. ცხოვრობდნენ ძირითადადმესამეულ პერიოდში. ჰქონდათ დიდი, მასიური სხეული, რომლის სიმაღლე 1,5-3,2 მ აღწევდა. ძირითადი კბილების გვირგვინის აგებულების მიხედვით არჩევენბორცვკბილიან და ქედკბილიან მასტოდონტებს. საჭრელი კბილები ეშვებად ჰქონდათ გადაქცეული. უძველეს ფორმებს ეშვები ჰოქნდათ როგორც ზედა, ისე ქვედა ყბაზე, უფრო გვიანდელ წარმომადგენლებს კი ქვედა ეშვები სულ არ გააჩნდათ ან ჰორიზონტალურად ჰქონდათ გაბრტყელებული. მასტოდონტები ნაპოვნია აზიაში, ევროპაში, აფრიკაში, ჩრდილოეთ ამერიკაში. ევროპასა და აზიაში ამოწყდნენ ნეოგენის ბოლოს, აფრიკაში და ჩრდილოეთ ამერიკაში — მეოთხეული პერიოდის დასაწყისში.

 

Hyaenodon

კრეოდონტები (Creodonta), ამომწყდარი მტაცებელი ძუძუმწოვრების ქვერიგი. ცნობილი არიან პალეოცენიდან ადრეულ პლიოცენურ ეპოქამდე. ჰქონდათ გრძელი და დაბალი ქალა, პატარა ტვინის ქალა, ბლაგვი ჩლიქისმაგვარი ბრჭყალები და სხვა. კრეოდონტებს შორის იყვნენ მტაცებლები, ლეშისმჭამლები. კრეოდონტებიშეიცავდა 5 ოჯახის მრავალ გვარს. გავრცელებული იყვნენ აზიაში, ევროპაში, აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. წარმოიშვნენ მწერიჭამიებისაგან. კრეოდონტებს ეკუთვნოდნენ ხმელეთის მტაცებლებისა და ფარფლფეხიანთა წინაპრები.

 

მეზოპითეკი (Mesopithecus), ნამარხი ცხვირვიწრო მაიმუნი. მისი ქალას სიგრძე 8-10 სმ აღწევდა. აგებულების რიგი ნიშნებით თანამედროვე წვრილტანიან მაიმუნებს ენათესავება. ცნობილია საბერძნეთის, ირანის ზედა მოიცენიდან და ქვედა პლიოცენიდან.

 

Toxodon.jpg

 

ნოტოუნგულატები (Notoungulata), ნამარხი ძუძუმწოვრების რიგი. ხშირადსამხრეთ ამერიკის ჩლიქოსნებსაც უწოდებენ. აგებულებით მკვეთრად გამოირჩევიან სხვა დანარჩენი ჩლიქოსნებისაგან. ტანადაც ნაირგვარებია — არიან ბოცვერისზომისანიც და მარტოორქისაც. ნოტოუნგულატების ზოგ წარმომადგენელს ერთდროულად ახასიათებს ჩლიქოსნებისა და მღრღნელების ნიშნები, ზოგი მარტორქას ან ტაპირს წააგავს. ცნობილი არიან სამხრეთ ამერიკაში პალეოცენიდან მოყოლებული პლეისტოცენამდე, ჩრდილოეთ ამერიკაში — ქვედაეოცენური და აზიის ზედაპალეოცენური ნალექებიდან.