მიირთვით მეტი ზეთისხილი

ზეთისხილი ერთ-ერთი უძველესი კულტურული მცენარეა. ზეთისხილის გვირგვინით ამკობდნენ ოლიმპიურ ასპარეზობაში გამარჯვებულებს. ფარაონებსა და მეფეებს კურთხევის დროს შუბლზე ზეთისხილის ზეთს სცხებდნენ. ბიბლიური გადმოცემით, მტრედმა ნოეს წარღვნის შემდეგ ნისკარტით ზეთისხილის რტო მიუტანა. სწორედ ამგვარად შეიტყო ნოემ, რომ წყალმა იკლო და მცენარეულობა გამოჩნდა. ეს ყოველივე იმის დასტურია, რომ ზეთისხილს ადამიანი განსაკუთრებით დიდ პატივს სცემდა.

ზეთისხილს უწოდებენ “ხეთა ხეს”, “პირველს ყველა ხეთაგან”. ძველ საბერძნეთში ზეთისხილის ხე მიიჩნეოდა სინათლისა და გონიერების ქალღმერთის – ათენა პალადას ხედ. ის იყო სიბრძნისა და მშვიდობის, ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის სიმბოლო. ზეთისხილი ძვირფასი კულტურაა. მის ნაყოფსა და ზეთს უდიდესი კვებითი და სამკურნალო მნიშვნელობა აქვს. ზეთისხილის ზეთი სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ადამიანისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ცხიმებს. არსებობს ცხოველური და მცენარეული ცხიმები. ზეთისხილი სწორედ განსაკუთრებულ მცენარეულ ცხიმს (ზეთს) იძლევა. მისი ნაყოფი შეიცავს 35%-მდე მაღალხარისხოვან ზეთს. ცხიმი უხვად არის ზეთისხილის ჯერ კიდევ მოუმწიფებელ, მწვანე ნაყოფში, ხოლო მომწიფებასთან ერთად ზეთის შემცველობაც იზრდება. პლინიუს უფროსის მტკიცებით, ზეთისხილის ზეთით დაზელა სიცივეში ათბობს სხეულს, ხოლო სიცხეში აგრილებს. გარდა ამისა, ეს ზეთი აძლიერებს იმუნიტეტს, ზრდის ორგანიზმის გამძლეობას. ესპანეთში ფართოდ არის გავრცელებული კერძი “გასპაჩო”, რომელიც ასე მზადდება: პურის ნაჭრებს ასხამენ იმდენ ზეთისხილის ზეთს, რომ კარგად გაიჟღინთოს, მერე კი მარილით, ნივრითა და წიწაკით აზავებენ. ეს კერძი ძლიერ ნოყიერი, გემრიელი და სასარგებლოა. ცოტაოდენიც კი ანაყრებს ადამიანს და, რაც მთავარია, ზრდის მცხუნვარე მზეზე მუშაობის უნარს. ზეთისხილის ზეთი სამხრეთის ქვეყნებში მთლიანად ცვლის ცხოველურ ცხიმს, ხოლო იმ ქვეყნებში, სადაც ზეთისხილი მოჰყავთ (ალჟირი, ტუნისი, იტალია, ესპანეთი, საბერძნეთი), ის მოსახლეობის უმნიშვნელოვანეს საკვებს წარმოადგენს. ხარისხით გამოირჩევა პროვანსული ზეთი, რომელიც თვისებებით ყველა ძვირფას მცენარეულ ზეთს აღემატება. პროვანსული ზეთი მიიღება მწიფე ნაყოფის მსუბუქი ცივი დაწნეხით. ის წმინდა, სრულიად გამჭვირვალე და უფერულია, ზოგჯერ – მოყვითალო-მოოქროსფრო, თითქმის არ აქვს სუნი, მოტკბოა, აქვს საუკეთესო გემო და არომატი, მდიდარია ვიტამინებით, ძლიერ ნოყიერია და, რაც მთავარია, ადვილად მოსანელებელია. მას ფართოდ იყენებენ გულის, კანისა და სახსრების დაავადებათა სამკურნალოდ. პირველი გამოწურვის შემდეგ, შედარებით უფრო ძლიერი ცივი დაწნეხით, მიიღება ასევე ძვირფასი ზეთი, რომელსაც მომწვანო-მოყვითალო ფერი აქვს. დარჩენილი მასის ცხელი დაწნეხით კი იღებენ უფრო დაბალი ხარისხის ზეთს, რომელიც ჩვენში ზეითუნის ზეთის სახელით არის ცნობილი. საბოლოო დაწნეხით მიღებული ზეთისგან ძვირფას საპნებს ამზადებენ. ზეთისხილისგან მხოლოდ ზეთს როდი იღებენ; მისი როგორც მწიფე, ისე დაუმწიფებელი, მწვანე ნაყოფისგან მზადდება მწნილები, მარინადები და კონსერვები. ზეთისხილის ნაყოფი შესანიშნავი საშუალებაა მორყეული კბილების გასამაგრებლად და ნაღველკენჭოვანი დაავადების თავიდან ასაცილებლად. ცნობილია, რომ ზეთისხილის მასობრივი მოხმარების რეგიონებში მოსახლეობა ნაკლებად ავადდება აპენდიციტით. გარდა ცხიმებისა, ნაყოფი მდიდარია ცილებით, უაზოტო ექსტრაქტული ნივთიერებებით. შეიცავს ასევე წყალსა და ნაცარს. ამ კულტურის ფართო გავრცელება სწორედ მისი სამკურნალო თვისებებით აიხსნება. იმას, რომ ზეთისხილი უძველესი მცენარეა, უამრავი მასალა მოწმობს. მაგალითად, საბერძნეთის ერთ-ერთ კუნძულზე გათხრების დროს იპოვეს ზეთისხილის ზეთსახდელი მოწყობილობა, რომელსაც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2-3 ათასი წლის წინათ იყენებდნენ. პალესტინასა და მესოპოტამიაში ნახავთ კიდეც 2-3 ათასი წლის ზეთისხილის ხეებს. ზეთისხილი დღესაც მრავალი სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების სიმბოლოს წარმოადგენს. დიდი კვებითი და სამკურნალო ღირებულების გამო ყველა ქვეყანა, სადაც კი შესაძლებელია მისი გაშენება, ზრუნავს ამ კულტურის გავრცელებაზე, ხოლო იმ ქვეყნებში, სადაც ეს კულტურა არ ხარობს, ზეთისხილის ნაყოფისა და ზეთის შემოზიდვაზე დიდძალი თანხა იხარჯება.

 

mkurnali.ge

გაზაფხულზე, როცა ხილი და ბოსტნეული ნაწილობრივ კარგავს ვიტამინებს და, ამის კვალობაზე, სასარგებლო თვისებებსაც, სტაფილო BC, K, PP ვიტამინების, მინერალური მარილების, კალიუმის, რკინის, იოდის, სპილენძის, ფრუქტოზისა და კაროტინის შემცველობის წყალობით ერთიორად მნიშვნელოვანი ხდება. ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას ბეტა-კაროტინი გარდაიქმნება A ვიტამინად, რომელიც ძალზე სასარგებლოა. ეს უძლიერესი ანტიოქსიდანტი იცავს ორგანიზმს გადაღლისა და დაბერებისგან. სტაფილო აუცილებელია ორსულებისთვის, რომელთაც ძლიერი და ჯანმრთელი ბავშვის გაჩენა სურთ. სტაფილო ძალიან კარგია მათთვის, ვისაც კანის სიმშრალე, ფრჩხილების მტვრევა და თმის ცვენა აწუხებს. სტაფილო წმენდს სისხლს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რითაც ამცირებს გულ-სისხლძარღვთა და ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკს. სტაფილოსა და ლიმონის წვენის ნარევი ამაღლებს მამაკაცის პოტენციას, ხელს უწყობს სპერმატოზოიდების გამომუშავებას, აუმჯობესებს მათ აქტივობას და გამანაყოფიერებელ ფუნქციას.

 

ატამი ვარდისებრთა ოჯახის ხეხილოვანი მცენარეა. მისი სამშობლოა ჩინეთი. გვარში 6 სახეობაა, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია ჩვეულებრივი ატამი. გამოყვანილია მისი 6 ათასამდე კულტურული ჯიში, დანარჩენ სახეობებს კი უმთავრესად დეკორაციულ მებაღეობაში და კულტურული ჯიშების საძირეებად იყენებენ. ნაყოფის წონა 250 გ-მდე აღწევს. ატმის ნაყოფი სახრავია ან საპობი, კანი – მომწვანო, თეთრი, ყვითელი ან მოწითალო, ბუსუსიანი ან გლუვი (ვაშლატამა), რბილობი – თეთრი ან ყვითელი. შეიცავს 7-12% შაქარს, 0,08-1,02% მჟავებს, 0,5-1,2% პექტინოვან ნივთიერებას, ვიტამინებს.

 

მაიას ტომის ინდიელებს პომიდორი შხამიან მცენარედ მიაჩნდათ, დღეს კი ეს ბოსტნეული კულინართა ფავორიტია: მიირთმევენ უმს, მოშუშულს, ამჟავებენ, ამწნილებენ, მისგან ამზადებენ პასტას, სუპს, წვენს, საწებელს, ხოლო იაპონურ რესტორნებში დაშაქრულსაც მოგართმევენ დესერტად მწვანე ჩაისთან ერთად. პომიდვრის ნაყოფი უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, მათ შორის – შაქარს – 50%, ორგანულ მჟავებს – 3,5-8,5%, ცელულოზას – 0,87-1,7%, პექტინებს – 0,13-0,23%, აგრეთვე ნატრიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, რკინას (ეს ელემენტი პომიდორში უფრო მეტია, ვიდრე ქათმის ხორცში), სპილენძს, ფოსფორს, გოგირდს, ქლორს, მანგანუმს, B1, B2, PP, C ვიტამინს და სხვა.

 

ია გაზაფხულის ნაზი, მოკრძალებული ყვავილია. ამ მშვენიერ ყვავილს ღირსეული ადგილი უკავია მრავალი მოყვარული მეყვავილის კოლექციებში. თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ შინაურ პირობებში ვახარებთ არა იებს, არამედ სენპოლიებს, უფრო სწორად, მათ ერთ-ერთ ჯიშს – უზამბარულ იას. საკუთრივ ია ნაზი, სასიამოვნო შეფერილობისა და სურნელის მქონე ბალახოვანი მცენარეა. იისებრთა ოჯახს მიეკუთვნება სამფერა იაც. როდესაც პარმის იებზე საუბრობენ, სწორედ ამ ყვავილებს გულისხმობენ. ფანჯრის რაფაზე მათი მოშენება საკმაოდ ძნელია. სენპოლიის სამშობლო აფრიკა, უზამბარის მთებია. ბუნებრივი უზამბარული ია ყვავილებისა და ფოთლების მრავალფეროვანი ფორმითა და შეფერილობით გამოირჩევა. გამოყვანილია მისი უამრავი სახეობა. იების კლასიფიკაციასაც უწინარესად სწორედ ყვავილების შეფერილობისა და ფორმის, აგრეთვე ყვავილის ტიპის მიხედვით ახდენენ.

 

გვირილა ყვავილთა სამეფოს კონკიაა – გარეგნულად მოკრძალებული, მაგრამ ძალიან სასარგებლო, რაც მას დიდ უპირატესობას ანიჭებს ფლორის სხვა, უფრო მნიშვნელოვან და ლამაზ წარმომადგენლებთან შედარებით. იშვიათია ადამიანი, ვისაც ეს საოცარი მცენარე არ გამოუყენებია. მისი ნაყენი უებარი სავლებია ყელის, კბილის, ღრძილების ტკივილის დროს. პატარებს მისი ნახარში მუცლის ტკივილს უამებს. ეს მცენარე შედის მრავალი იმ მედიკამენტის შემადგენლობაში, რომლებსაც სტომატიტის, გინგივიტის, კოლიკის საწინააღმდეგოდ იყენებენ. ლათინური სახელი მატრიხ გვირილას იმის გამო ეწოდა, რომ უამრავ ქალურ პრობლემას შველოდა. ავიცენა გვირილას დაუძლურების დროს უცვლელ საშუალებად მიიჩნევდა. გვირილას თანაბარი სიხშირით იყენებენ როგორც ბავშვებისთვის, ისე მოზრდილებისთვის.

 

შინდი უძველესი კულტურული მცენარეა. ის ფართოდ არის გავრცელებული შუა აზიაში, კავკასიაში, მოლდავეთსა და ყირიმში. მისი ნაყოფი მეტად სასარგებლოა. შეიცავს: 10-17%-მდე შაქრებს (გლუკოზასა და ფრუქტოზას), 3,5-4%-მდე ორგანულ მჟავებს (ლიმონმჟავას, ვაშლის, ქარვისა და  ნიკოტინის მჟავებს), პექტინებს, მთრიმლავ  და აზოტოვან ნივთიერებებს, ეთერზეთებს, ფიტონციდებს, ფლავონოიდებს (1-5%), C  (50-160 მგ%) და P ვიტამინებს, პროვიტამინ A-ს, კალიუმის, რკინის, კალციუმის, მაგნიუმისა და გოგირდის მარილებს. C  ვიტამინის შემცველობით შინდი ზოგჯერ შავ მოცხარსაც კი ჯობნის – მისი 100 გრამი ნაყოფი 50 მგ-ზე მეტ ასკორბინის მჟავას  შეიცავს. შინდის კურკაში 34%-მდე ცხიმია, ქერქში კი გლიკოზიდი კორინი, მთრიმლავი ნივთიერებები, ვაშლისა და სხვა ორგანული მჟავები. მცენარის ფოთლები მდიდარია C და E ვიტამინებით

 

ლეღვი უძველესი კულტურაა. მისი სამშობლოა მცირე აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთი რეგიონები. დღეს ის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია კულტივირებული. განსაკუთრებით გავრცელებულია თურქეთში, ალჟირსა და კალიფორნიაში. მისი მრავალი სახეობით მდიდარია საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი. ასევე ფართოდ არის გავრცელებული თურქმენეთში, დაღესტანსა და ყაზახეთში, ყირიმსა და კრასნოდარის მხარეში.
მცენარე ჯიშების დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა (400-მდე სახეობა). ნაყოფი განსხვავებულია ზომით (პატარა, საშუალო და დიდი), ფორმით (მრგვალი, ოვალური, მსხლისებრი, წაგრძელებული), ფერით (მოყვითალო, წითელი, თეთრი, შავი,  ვარდისფერი და იისფერი). წინათ მიაჩნდათ, რომ საკვებად ვარგისი იყო მხოლოდ ღია ფერის ნაყოფი, იისფერს კი სამკურნალო თვისებები ჰქონდა. სინამდვილეში ასე არ არის. ლეღვის ნებისმიერი ფერის ნაყოფი, იქნება ის ბაღისა თუ ტყისა (ანუ ველური), მთისა თუ ბარისა, ჯანმრთელი ადამიანისთვის საუკეთესო საკვებია, ავადმყოფისთვის კი სამკურნალო საშუალება, რადგან შეიცავს სასარგებლო ნივთიერებათა კომპლექსს.

 

 

სათითურას ანუ დიგიტალისს კარგად იცნობენ ის ადამიანები, რომელთაც გულის ქრონიკული უკმარისობა აქვთ, თუმცა სათითურა მხოლოდ სამკურნალო თვისებებით როდი ფასობს – ის პოპულარული დეკორატიული მცენარეა და ფუტკარიც, რომელიც მას ესტუმრება, შესანიშნავი ხარისხის თაფლს გვაძლევს. სათითურას მოვლა ადვილია. ის არ არის მომთხოვნი, წყლისა და სინათლის მინიმუმს სჯერდება და ზედმეტ ყურადღებას ფაქტობრივად არ ითხოვს. მიუხედავად ამისა, სათითურას ყვავილი მშვენიერებით სხვა მცენარეებისას არ ჩამოუვარდება.

ასკილი - ვიტამინების ბუნებრივი კონცენტრატი

ნაყოფში C, P და E ვიტამინების შემცველობით ასკილი რეკორდსმენია. მას ვიტამინების ბუნებრივ კონცენტრატსაც უწოდებენ. თუ ამ მცენარის ნაყოფს, დროულად შეგროვილსა და სწორად გამომშრალს, სათანადო პირობებში შეინახავთ, ვიტამინები ბიოლოგიურ აქტივობას ორ წელიწადს მაინც არ დაკარგავენ. ასკორბინის მჟავა (C ვიტამინი) ასკილის ნაყოფში საშუალოდ 10-ჯერ მეტია, ვიდრე შავ მოცხარში, 50-ჯერ მეტი, ვიდრე ლიმონში და 100-ჯერ მეტი, ვიდრე ვაშლში.

 

ვირისტერფა უძველესი მკურნალი

ვირისტერფა რთულყვავილოვანთა ოჯახის მრავალწლიანი მცენარეა. ფესვებთან ახლოს მდებარე ფოთლები, რომლებიც მცენარეს ყვავილობის შემდეგ გამოაქვს, მომრგვალო, გულის ფორმისაა, არათანაბრად დაკბილული და მკვრივი, ქვედა მხარეს შეხებისას თბილი გვეჩვენება, ზედაპირი კი რამდენადმე შიშველი და ცივი აქვს. ვირისტერფა გავრცელებულია ყოფილი საბჭოთა კავშირის ევროპული ნაწილის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, კავკასიაში, ციმბირსა და შუა აზიაში.

პოლ-პალას ხალხურ მედიცინაში “ბუნებრივ ქირურგს” უწოდებენ. ეს ბალახეული მცენარე უნიკალური სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. მისი ლათინური სახელწოდებაა Aerva Lanata. პოლ-პალა ტროპიკული სარტყლის რამდენიმე ქვეყანაში მოჰყავთ, თუმცა შედგენილობითა და, შესაბამისად, სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა შრი-ლანკაზე, კერძოდ, ცეილონის კუნძულზე მოყვანილი მცენარე, რომელსაც ფარმაცევტული ფირმები ისტორიული წესით აგროვებენ და საგანგებოდ ამუშავებენ.

 

 

სასიამოვნო სურნელის მქონე, ეთერზეთოვანი დეკორატიული მცენარე, რომელსაც ძვირფასი საგემოვნო თვისებებიც აქვს, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროდან და მცირე აზიიდან გავრცელდა. დაფნა ჩვენს ცნობიერებაში უწინარესად წარმატებასთან ასოცირდება. ის ხომ, ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ხელოვნების მფარველი ღმერთის აპოლონის აუცილებელი ატრიბუტია, დაფნის ტოტი კი უკვდავების, ტრიუმფის, ბრძოლაში, ათლეტურ თუ პოეტურ პაექრობაში გამარჯვების სიმბოლოა. მატიანე მოგვითხრობს, რომ იულიუს კეისარი ოფიციალურ შეხვედრებზე დაფნის გვირგვინს ატარებდა, რადგან მას მუდმივი ძალაუფლების სიმბოლოდ მიიჩნევდა. ბრიტანეთში ლითონის მონეტებზე მონარქთა გამოსახულებებს დაფნის გვირგვინი ამშვენებს. სიმბოლური მნიშვნელობა ამ მცენარეს დღესაც არ დაუკარგავს, რაც “ფიატისა” და “მერსედეს-ბენცის” ემბლემებზეც აისახა.

 

დიაბეტიანისთვის ორგანიზმის გაძლიერებისა და სისხლძარღვოვან გართულებათა თავიდან აცილების მიზნით ჭარხლის წვენითა და ქაცვის ზეთით მკურნალობა არამცთუ შეიძლება, არამედ აუცილებელიც კია.

თავდაპირველად – ჭარხლის წვენზე

წითელი ჭარხლით მკურნალობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ჭარხალს წარმატებით იყენებდნენ თავიანთ პრაქტიკაში ავიცენა, ჰიპოკრატე, გალენუსი, პარაცელსიუსი, დიოსკორიდე და სხვანი. ანტიკური საბერძნეთის ექიმები ჭარხლის წვენით მკურნალობდნენ ანემიას, საჭმლის მომნელებელი

 

კამა ეთერზეთებით მდიდარი ერთწლიანი მცენარეა. გამოირჩევა სასიამოვნო და ამავე დროს ძლიერი არომატით. მისი თესლი, ისევე როგორც თვით მცენა-რე, შეიცავს სურნელოვან ეთერზეთებს. კამის ყველაზე დიდი ღირსება ის არ-ის, რომ მადის აღმძვრელი საუკეთესო საშუალებაა და საკვების სწრაფ და სრუ-ლფასოვან მონელებას ასტიმულირებს. გარდა ამისა, კამა ვიტამინებისა და სასი-ცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების წყაროა. შეიცავს დიდი ოდენობით C, B1, B2, PP, P ვიტამინებს, კაროტინს, კალიუმის, კალციუმის, ფოსფორის, რკინისა და სხვა მიკროელემენტთა მარილებს. კამა იმდენად მდიდარია უჯრე-დისით, რომ ზოგჯერ ხატოვნად ნაწლავების ჯაგრისსაც კი უწოდებენ. ის შესანიშნავად წმენდს საჭმლის მომნელებელ ტრაქტს.

 

სალბის სამშობლოდ ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებს მიიჩნევენ. ის მთიან ფერდობებზე ხარობს. სამკურნალოდ გამოიყენება მცენარის ფოთლები, რომელთაც ყვავილობის პერიოდში კრეფენ.
გამხმარი სალბი თავისებურ, სასიამოვნო სურნელს გამოსცემს. მისი არომატი განსაკუთრებით გასრესისას ძლიერდება. მცენარეს მომწარო და რამდენადმე მწკლარტე გემო აქვს. ფოთლები განსაკუთრებით მდიდარია ეთერზეთებით, ფიტონციდებით, მთრიმლავი და ფისოვანი ნივთიერებებით, რომლებსაც ტუბერკულოზის გამომწვევი მიკობაქტერიის საწინააღმდეგო აქტიური მოქმედება ახასიათებს.

 

ევკალიპტი სწრაფად მზარდი მარადმწვანე მცენარეა. მისი სიმაღლე საშუალოდ 50-70 მ-ია (მსოფლიოში უდიდესი ევკალიპტის სიმაღლე 155 მ-ს აღწევს). ამ ხის სამშობლო კუნძული ტასმანიაა, თუმცა ის არაერთი ქვეყნის ნოტიო სუბტროპიკულ ზონაშია კულტივირებული. დიდი ფართობი უკავია მას კავკასიაშიც – შავი ზღვის მიმდებარე ტერიტორიებზე, აჭარასა და აფხაზეთში. ავსტრალიაში ევკალიპტს “ტყეთა ალმასს”, “სიცოცხლისა და სასწაულთა ხეს” უწოდებენ. მცენარე მძლავრი ფესვთა სისტემითა და მტკიცე მერქნით გამოირჩევა. მცენარის ღეროსა და ტოტების მერქანი გლუვია, მოთეთრო-მორუხო ფერის, გარეთა შრე ადვილად იქერცლება.

შტოში საოცარი კენკრაა. ანტიოქსიდანტების შემცველობით ის ყველა სხვა კენკრას აღემატება. ასევე ბევრია მასში ჩ ვიტამინი. შტოშს მთელი წლის განმავლობაში მიირთმევენ: ის სასარგებლო თვისებებს თოვლის ქვეშაც კი ინარჩუნებს, აი, მაღალ ტემპერატურას კი უფრთხის. შტოშის უნიკალური თვისება, შეაჩეროს ორგანიზმის დაბერების პროცესი, სულ ახლახან გახდა ცნობილი.

 

 

მიხაკის ხსენებისას მეხსიერებაში ალისფერი ყვავილი გაგვიელვებს. უნებურად სამოცდაათიანი წლებიც კი გვახსენდება – დრო, როცა ბუნების ეს მშვენიერი ქმნილება თითქმის დაკრძალვის სიმბოლოდ გადაიქცა – და უსიამოვნო განცდა გვეუფლება… ალბათ ამ ემოციას გარკვეული კანონზომიერებაც აქვს. მითი მიხაკის წარმოშობის შესახებ შემზარავია: ერთხელ ნადირობის ქალღმერთი დიანა ნადირობიდან ხელმოცარული და განრისხებული ბრუნდებოდა. უეცრად მას მწყემსის სალამურის მხიარული რაკრაკი მოესმა. “შენმა მუსიკამ დააფრთხო ნადირი!” – იყვირა განრისხებულმა ქალღმერთმა.

 

ყვავილოვანი კომბოსტოს სამშობლოდ კვიპროსს მიიჩნევენ,  ამიტომ მას თავდაპირველად კვიპროსულ კომბოსტოს უწოდებდნენ. ზოგიერთი მის სამშობლოდ ჩინეთს მიიჩნევს, ზოგის აზრით კი მის კულტივირებას კაცობრიობა არაბებს უნდა უმადლოდეს. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ამ ბოსტნეულს 2500 წელიწადზე მეტია იცნობენ.

 

 

მანგო ნამდვილი ახალგაზრდობის ელექსირია. მის ნაყოფში შემავალი C ვიტამინი და ფერმენტები აფერხებენ ნაოჭების გაჩენას, ხელს უწყობენ და ასტიმულირებენ კოლაგენური ბოჭკოების წარმოქმნას, რომელთა მდგომარეობაზეც ბევრად არის დამოკიდებული კანის ელასტიკურობა და სიმკვრივე.
მანგო სასარგებლოა გულისა და სისხლძარღვებისთვის – ერთი მოზრდილი ნაყოფი აკმაყოფილებს ორგანიზმის დღეღამურ მოთხოვნილებას კალიუმზე, რომელიც აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური მუშაობისთვის.

 

ქოქოსი საქართველოში, მრავალფეროვანი ხილით მდიდარ და გამორჩეულ ქვეყანაშიც კი, მეტისმეტად პოპულარული გახდა. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ის თავდაპირველად დანამატის სახით გავრცელდა (ნაყინის, ნამცხვრების, ზოგადად საკონდიტრო ნაწარმის ხშირი დანამატია). ახალი ქოქოსი მალაიზიაში წლის ნებისმიერ პერიოდში შეგიძლიათ შეიძინოთ, ქოქოსის რძე კი იქაური კერძების აუცილებელი ინგრედიენტია. ძირითადი სეზონი ოქტომბერ-დეკემბერშია. ყიდვისას სასურველია ისეთი ნაყოფი აარჩიოთ, რომელიც თავის ზომასთან შედარებით უფრო მძიმედ მოგეჩვენებათ. რაც მთავარია, სითხე მასში უნდა რუყრუყებდეს, და კიდევ ერთი – არავითარ შემთხვევაში არ იყიდოთ დეფორმირებული ან დახეთქილი ქოქოსის კაკალი.

 

ინფექციური დაავადების, ჰეპატიტის, მოწამვლის შემდეგ ღვიძლის აღმდგენ და გამწმენდ საუკეთესო საშუალებად მიჩნეულია ქრისტესისხლა. იგი შხამიანი მცენარეა, ამიტომ ყურადღება უნდა მიექცეს მის დოზირებას.

 

 

ზაფრანა სანელებლების მეფედ არის აღიარებული და მთელ მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულია. არსებობს ვარაუდი, რომ სწორედ ის არის უძველესი სანელებელი. სახელწოდება ”ზაფრანა” წარმოდგება არაბული სიტყვისგან ”ზა-ფრან”, რაც ნიშნავს ”იყო ყვითელი”. საკუთრივ მცენარის ყვავილი ღია იისფერია, ხოლო ბუტკოს სამი სურნელოვანი დინგი, რომელიც, ფაქტობრივად, გამოიყენება სანელებლად – ნარინჯისფერ-მოწითალო.

 

სატაცური ხახვისებრთა ოჯახის მრავალწლოვანი მცენარეა. ცნობილია მისი 100-მდე სახეობა, რომელთაც ნორჩი ყლორტების შეფერილობის მიხედვით განასხვავებენ. სატაცური მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, ასპარაგინით, კუმარინით, ნახშირწყლებით, ცილებით, კაროტინოიდებით, შეიცავს C და B ჯგუფის ვიტამინებს, ეთეროვან ზეთს, გოგირდოვან მჟავას. სამკურნალოდ იყენებენ ფესვს, ნორჩ ყლორტებსა და ნაყოფს.