ასტეროქსილონი (ბერძნ. astēr – ვარსკვლავი და xylon – ხე), უძველესი ნამარხი მცენარე. განეკუთვნება ფსილოფიტებს. მხოხავი ფესურიდან (ფესვი არ ჰქონდა) ამოსული იყო სწორი, 1 სმ-მდე სისქის საჰაერო ღეროები, რომლებზეც მრავალი წვრილი ფოთოლი ესხა. ყლორტის ცენტრალურ ნაწილს განივკვეთზე ვარსკვლავის ფორმა ჰქონდა. აქედან წარმოდგა მცენარის სახელწოდებაც.

 

ფაილი:Bennettitales-cycadeoidaceae.jpg

ბენეტიტისნაირნი (Bennettitales), ნამარხი ხისებრი შიშველთესლოვანი მცენარეების რიგი. ახლოსაა თანამედროვე საგოვანებთან. სახელი დაერქვა ინგლისელი ბოტანიკოსის ჯონ ბენეტის (1801—1876) პატივსაცემად. ბენეტიტისნაირთ ჰქონდათ მარტივი ან დატოტვილი ღერო, ზოგიერთს — კასრისებრი, ფრთისებრი ან მარტივი ფოთლები, უენდოსპერმო ორლებნიანი თესლი და ფოთლის იღლიაში განლაგებული ორსქესიანი ყვავილები. ბენეტიტისნაირნი შესაძლოა პალეოზურის თესლოვანი გვიმრანაირებისაგან წარმოიშვნენ. მაქსიმალურ განვითარებას მიაღწიეს იურულ პერიოდსა და ცარცული პერიოდის პირველ ნახევარში. ფართოდ იყვნენ გავრცელებული მთელ დედამიწაზე. გადაშენდა გვიანდელი ცარცული პერიოდის დასაწყისში. ცნობილია 20-მდე გვარი.

 

კეიტონიალეები (Caiyfoniales), ნამარხ შიშველთესლოვან მცენარეთა რიგი. ფართოდ იყო გავრცელებული ტრიასული პერიოდის II ნახევრიდან ცარცულის ბოლომდე. ჰქონდათ თათისებრ რთული ფოთოლი, რომელიც 4 ლანცეტა ფოთოლაკისაგან შედგებოდა. კუპულა ნასკვს წააგავდა და 2 მწკრივად იყო განლაგებული ღერძზე. იგი 6-12 თესლკვირტს შეიცავდა. ზოგში მტვრის მარცვლები აღმოჩნდა, რომელსაც 2 საჰაერო ბუშტი ჰქონდა. კეიტონიალეები სანაპირო წყლების პატარა მცენარეები იყო.

ამარხი მცენარეები, გეოლოგიურ წარსულში არსებული მცენარეები, რომელთა ნაშთები შემონახულია დედამიწის ქერქის ნალექებში. ნამარხი მცენარეებს შეისწავლის პალეობოტანიკა. ჩვეულებრივ ნამარხის სახით გვხვდება არა მთელი მცენარე, არამედ მისი რომელიმე ნაწილი (ღეროფოთოლიყვავილითესლინაყოფისპორა და მტვრის მარცვალი). მთლიანად ნამარხდებაუმდაბლესი მცენარეები — ბაქტერიებიწყალმცენარეებიუმაღლესებიდან — ხავსები და წვრილი გვიმრანაირები.

ნამარხი მცენარეების ნაშთები გვხვდება როგორც კონტინენტურ (მდინარეების, ჭაობების და ტბების), ისე ზღვიურ ნალექებში, ნამარხი მცენარეების შენახვას განაპირობებს ნიადაგში წნევის, ტემპერატურისა და სხვა ფაქტორების ინტენსიურობა. ამ ფაქტორთა ძლიერი მოქმედებისას წარმოიქმნება ქვანახშირი და გრაფიტი. სუსტი მოქმედებისას მცენარეული ნაშთები უძველეს ნალექებშიაც კი მცირედ შეცვლილი სახით ინახება. მაგ., კამბრიულ და დევონურ ნალექებში დაცული სპორები, კუზნეცკის აუზის დევონური ფსილოფიტები, სილურული წყალმცენარეები ბალტიისპირეთში და სხვა. უძველესი მცენარეული ნაშთები ცნობილია პროტეროზოური ნალექებიდან. ამ დროს არსებითად უკვე ჩამოყალიბებული იყო წყალმცენარეთა თითქმის ყველა ტიპი, დიატომეების გარდა. დევონურ პერიოდში ფართოდ გავრცელდა ხარასმაგვარი წყალმცენარეები, მეზოზოურ ერაში — სიფონოვანი წყალმცენარეები. მათი დიდძალი ნაშთები აღმოჩენილია ტიროლისა და ლომბარდიის ტრიასულ ნალექებში, კამბრიულისწინა და კამბრიულ ნალექებში ბევრია ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები.

ვარაუდობენ, რომ ხმელეთის მცენარეები პირველად კამბრიულ პერიოდში გაჩნდა. დევონური პერიოდის დასაწყისში აღინიშნა უმაღლესი სპოროვნების უძველესი წარმომადგენლების ფსილოფიტების მრავალფეროვნება და სიჭარბე, რასაც შემდგომში გვიმრანაირებისა და პრიმიტიული შიშველთესლოვანების – პტერიდოსპერმების წარმოქმნა მოჰყვა. გვიმრანაირები გაბატონდნენ დევონური პერიოდის ბოლოს და ფართოდ გავრცელდნენ კარბონულ პერიოდში. წიწვოვანები და საგოვნები პერმული პერიოდის ან კარბონული პერიოდის ბოლოს გაჩნდნენ. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ფარულთესლოვან მცენარეთა წარმოშობის საკითხი. მათი ნაშთები ნაპოვნია ქვედაცარცულ ნალექებში, თუმცა ზედაიურულ ნალექებში აღმოჩენილი ზოგიერთი მტვრის მარცვალი მართლაც ფარულთესლოვნებს განეკუთვნება. ფარულთესლოვნების ნაყოფები პირველად საფრანგეთისა და კალიფორმიის ნეოკომურ ნალექებში აღმოაჩინეს, ხოლო ფოთლების ანაბეჭდები ბარემულზე უფრო ძველ ნალექებში არ არის ნაპოვნი. მომდევნო დროის ნალექებში სხვა მცენარეებთან შედარებით ფარულთესლოვანთა სისტემატიკური მრავალფეროვნება და სიუხვე იმაზე მეტყველებს, რომ მათი ფართო ექსპანსია გვიანდელი ცარცული ეპოქიდან დაიწყო. დღეს ფარულთესლოვნები გაბატონებული ჯგუფია. უმაღლესი სპოროვნებისა და შიშველთესლოვნების უმეტესობა კი გადაშენებულ კლასებსა და ოჯახებს განეკუთვნება, თუმცა მეზოზოური ერიდან ცნობილი ზოგიერთი გვარი ამჟამადაც არსებობს, მაგ., გვიმრანაირებიდან Gleichenia, შიშველთესლოვანებიდან Gingko. შუაცარცული ეპოქის ბოლოსა და გვიანდელი ცარცული ეპოქიდან დადგენილია ფარულთესლოვანთა ისეთი ოჯახების არსებობა, როგორიცაა Magnoliaceae, Geratophylaceae. მესამეულ დროში უკვე ჩამოყალიბდა ამჟამად არსებულ მცენარეთა თითქმის ყველა გვარი, თუმცა სახეობათა შემადგენლობა განსხვავებულია. თანამედროვე სახეობები გამოჩნდა მხოლოდ ნეოგენური პერიოდიდან, ხოლო მის დასასრულს — პლიოცენურ ეპოქაში — მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. მესამეული პერიოდის II ნახევარსა და მეოთხეულ პერიოდში უმთავრესად მიმდინარეობდა თანამედროვე სახეობათა ჩამოყალიბება და უძველეს მცენარეთა გადაშენება. უძველეს მცენარეთა ნაწილი დღეისათვის შემორჩა არა მარტო როგორც გეოგრაფიული, არამედ ფილოგენეზური და ეკოლოგიური რელიქტი. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი მათგანის (Sequoia, Metasequoia, Taxodium, Cryptomeria, Athrotaxis და სხვა) თანამედროვე არეალების (ჩრდილოეთ ამერიკა, ჩინეთი, იაპონია, ტასმანია…) გარეთ არსებობს ბოლო კვალი ჯერჯერობით მხოლოდ კოლხეთშია აღმოჩენილი. თანამედროვე იერი მცენარეულმა საფარმა გამყინვარების ეპოქის ბოლოს მიიღო. განამარხებულ მცენარეთა თანამიმდევრული შესწავლა უძველესი დროიდან მეოთხეულ პერიოდამდე ადასტურებს მცენარეული სამყაროს ევოლუციას.

 

რინია (Rhinia), ხმელეთის ნამარხ პრიმიტიულ მცენარეთა გვარი ფსილოფიტების კლასისა. ნაპოვნია შოტლანდიის დევონურ შრეებში. იზრდებოდნენ ჭაობები.

 

ფაილი:Psilotum.jpg

 

ფსილოფიტები — ამომწყდარ უმაღლეს მცენარეთა განყოფილება. ეს პატარა უფესვომცენარეები ჭურჭელბოჭკოვანთა ყველაზე პრიმიტიული წარმომადგენლები არიან. ჰქონდათ სადა, დოქოტომიურად დატოტვილი, უფოთლო ან პატარ-პატარა, ზოგჯერქაცვისებრი გამონაზარდებით დაფარული ღეროები, კენწრული სპორანგიუმები, ერთგვაროვანი სპორებით (ჰომოსპორია).

ფსილოფიტები ცნობილი არიან ზედასილარული ეპოქიდანდევონური ეპოქის ბოლოს თითქმის მთლიანად გადაშენდნენ. ზედა დევონური ეპოქიდან ნაპოვნია მხოლოდ ერთადერთი ტიპური ფორმა – Psilophyton princeps.