მწერიჭამია მცენარეებიმრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეები, რომლებიც მწერებს(იშვიათად სხვა პატარა ცხოველებს) დამატებით (უფრო აზოტოვან) საკვებად იყენებენ. გავრცელებული არიან მთელ დედამიწაზე. ცნობილია 500-მდე სახეობა, რომელიც თავმოყრილია 6 სხვადასხვა ოჯახში. საქართველოში გვხვდება 4 გვარის (დროზერა,ალდროვანდაბუშტოსანა და ცხიმურა) 7 სახეობა. იზრდებიან მტკნარ წყალსაცავებში, დაჭაობებულ, აზოტოვანი შენაერთებით და ნაწილობრივ მინერალური მარილებით ღარიბ ნიადაგზე. აზოტის, აგრეთვე ფოსფორისკალიუმისა და სხვა ნაკლებობას ინაზღაურებენ იმ მწერების ხარჯზე, რომლებსაც ისინი იჭერენ სპეციალური დამჭერი ორგანოებით — მეტამორფოზული ფოთლებით. ასეთი ფოთლის ზედაპირი დაფარულია საჭმლის მომნელებელი ფერმენტებისა (პეფსინის ტიპის) და ორგანული მჟავების (ჭიანჭველმჟავა, ბენზომჟავა და სხვა) გამომყოფი ჯირკვლებით. ფერმენტები ცხოველის ცილებს შლიან უფრო მარტივ შენაერთებად, რომლებსაც ადვილად ითვისებს მცენარე. მწერიჭამია მცენარეები ცხოველური საკვების გარეშეც ნორმალურად ვითარდებიან, თუმცა დამატებითი კვება უფრო აჩქარებს მათ ყვავილობას და ნაყოფმსხმოიარობას. მწერიჭამია მცენარეები (მაგ., დროზერა) მწერს იზიდავს და იჭერს ფოთლის წებოვანი სითხით, ზოგს კი (ნეპენტესი, ბუშტოსანა) საამისოდ აქვს დამჭერი აპარატი — თავისებური ქილა ან მახე.

ფაილი:Darlingtonia californica ne8.JPG

დარლინგტონია (Darlingtonia californica), მწერიჭამია მცენარე სარაცენიასებრთაოჯახისა. აქვს ყვითელი ყვავილები და კოლოფი მაყოფი. როზეტისებურად შეკრებილი ფოთლები, რომელთა სიგრძე 1 მ აღწევს, მწერების დასაჭერ ხაფანგებადაა გარდაქმნილი. ფოთლის შიგნითა ზედაპირზე ჯირკვლებია, რომლებიც ნექტარს გამოყოფენ. ფოთლის კედლები დაფარულია ბუსუსებით, რაც მწერს ხაფანგიდან ამოსვლის საშუალებას უსპობს. მწერი იღუპება ფოთლიდან გამოყოფილ სითზეში, შემდეგ კი იხრწნება ბაქტერიების მოქმედებით. დარლინგტონია გავრცელებულია ჩრდილოეთ კალიფორნიიდან სამხრეთ ორეგონამდე. ხარობს ჭაობიან ნიადაგებზე.

ფაილი:Sarracenia oreophila ne3.jpg

სარაცენიასებრნი (Sarraceniaceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახიმწერიჭამიამრავალწლოვანი ბალახებია. მხოხავი ფესურა და დოქისებრი ან მილისებრი ფოთლები (ასციდიები) აქვთ, რითაც იჭერენ მწერებს და სხვა პატარ-პატარა ცხოველებს. კაშკაშად შეფერილი ფოთლები მოფენილია ჯირკვლებით, საიდანაც გამოიყოფა ნექტარი. მათი ყვავილები დიდია, მარტოული ან მტევნებად შეკრებილი. ნაყოფი კოლოფია, იხსნება საგდულებით. 17-მდე სახეობას აერთიანებს 3 გვარი:სარაცენია (Sarracenia), დარლინგტონია და ჰელიამფორა (Heliamphora). სარაცენიასებრნი გავრცელებული არიან ჩრდილოეთ ამერიკის ტენიან ტყეებსა და ჭაობებში, ჰელიამფორა (6 სახეობა) — სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში.