ფაილი:Agave001.jpg

აგავა (Agave), მცენარეთა გვარი ამარილისისებრთა ოჯახისა (ზოგი მეცნიერი აკუთვნებს აგავასებრთა ოჯახს). აქვს მოკლე ღერო და როზეტისებრად შეკრული დიდი, ხორციანი, ზოგიერთ სახეობას ეკლიანი და ჭრელი ფოთლები. ყვავის ერთხელ, 6-15 წლის ასაკში, მაისიდან აგვისტომდე. ეზრდება 10-12 მ სიმაღლისყვავილედის ყუნწი და უხვად გამოაქვს ყვავილი (17 ათასამდე). ნაყოფის მომწიფების შემდეგ მცენარის ყველა მიწისზედა ორგანო კვდება. ცნობილია აგავის სამასამდე სახეობა. ველურად ხარობს მექსიკაში. აგავა დეკორატიული მცენარეა. მეტწილად გავრცელებულია ამერიკული აგავა (Agave americana), რომელიც გაშენებულია ყირიმისა და კავკასიის შავი ზღვის სანაპიროს პარკებში. აგავის ბევრი სახეობის ფოთლებისაგან იღებენ ბოჭკოს (სიზალი, გენეკენი და სხვა) და ამზადებენ თოკებს, ჯაგრისებსა და უხეშ ქსოვილს. ნარჩენებისაგან მზადდება შესაფუთი ქაღალდი. აგავის შაქრიანი წვენისაგან ალკოჰოლიან სასმელებს აყენებენ.

დრაკონის ხედევის ხე (Dracaena draco), ხე აგავისებრთა ოჯახისა. მისი მსხვილი, დატოტვილი ღერო 20 მ-მდე იზრდება, დიამეტრი ფუძესთან 4 მ-მდეა. აქვს ხაზური, ტყავისებრი, გრძელი ფოთლები, რომლებიც ტოტების ბოლოზე კონებად სხედან. იზრდება კანარისა და სოკოტრის კუნძულებზე. ზოგიერთი ხე 5-6 ათას წლამდე ცოცხლობს. ქერქის დასეტვით ღებულობენ წითელ ფისს — დრამაკონის სისხლს. ფოთლის ბოჭკოსაგან ამზადებენ ქსოვილებს, ჯაგრისებსა და სხვა.

 

ფაილი:Dracaena draco.jpg

 

დრაცენა (Dracaena), ხისებრი მცენარეების ან ბუჩქების გვარი აგავისებრთაოჯახისა. 150-მდე სახეობა გავრცელებულია აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. აქვს დატოტვილი ღერო, ტყავისებრი ფოთოლი, კენკრა ხაყოფი. ზოგიერთი სახეობის (დრაკონის ხე) ქერქი გამოყოფს წითელ ფისოვან ნივთიერებას, რომელსაც ლაქის დასამზადებლად იყენებენ. ბევრი სახეობა, მეტწილად ჭრელფოთოლა, ოთახისა და ორანჟერეის მცენარეა.

 

ფაილი:Zostera.jpg

 

ზღვის ბალახიზოსტერა (Zostera) — ზღვის მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ზოსტერასებრთა ოჯახისა. მხოხავფესურიანი მცენარეა. გაბრტყელებული ღეროები და ვიწრო ხაზური ფოთლები აქვს. 10-მდე სახეობა გავრცელებულია სუბტროპუკულ, ზომიერ, სუბარქტიკულ და სუბანტრაქტიკულ ზღვებში. ზღვისპირა ზოლის სილიან და ლამიან ფსკერზე ხშირად ქმნიან ვრცელ შალდამებს. საქართველოში 1 სახეობა იზრდება. ზღვის ბალახის (ძირითადად Zosterra marina-ს) გამხმარ ფოთლებს იყენებენ ლეიბებისა და ავეჯის დასატენად, ზოგჯერ — სასუქად და საშენი მასალის დასამზადებლადაც.

 

ფაილი:Ananas bracteatus var tricolor.jpg

ანანასი (Ananas), ტროპიკული ბალახოვან მცენარეთა გვარი ბრომელიისებრთაოჯახისა. 80 სმ-მდე სიგრძის ხორცოვანი, ფართოხაზური, კიდეეკლებიანი ფოთოლიდა ოქროსფერ-ყვითელი, გირჩისებრი მოზრდილი ნაყოფედი აქვს. ტროპიკულ ამერიკაში ანანასის 5-6 სახეობა ხარობს. განსაკუთრებით ფართოდ არის გავრცელებული ნამდვილი ანანასი (Ananas comosus ანუ Ananas sativus). ანანასის კულტურული ჯიშების მომჟავო-ტკბილი არომატული ნაყოფედი 2-იდან 15 კგ-მდე იწონის, უთესლოა, შეიცავს (%-ებით): 86,1 წყალს, 4,5 ინვერსირებულ შაქარს, 6,9 საქაროზას, 0,41 აზოტოვან ნივთიერებას, 0,52 მჟავებს, 0,42 ნაცარს. იჭმევა ნედლიცა და დაკონსერვებულიც. მისგან აკეთებენ მურაბას, კანფეტს. ფილიპინის კუნძულებსა და ტაივანზე Ananas sativus-ის ფოთლებისაგან ამზადებენ სართავ ბოჭკოს.

ფაილი:Arum flower.jpg

 

ნიუკასებრნი (Araceae), ერთლებნიან მცენარეთა ოჯახი. აერთიანებს ფესურიან ან გორგლიან მრავალწლოვან ბალახებს, მცოცავ ბუჩქებს ან ბუჩქბალახებს, ზოგჯერ — ხისებრ ფორმებს და ეპიტებს. აქვთ ტარო ყვავილედი, ტაროს ძირში კი — მკვეტღად შეფერილი ერთი დიდი მფარავი ფოთოლი — საბურველი. ოჯახში თავმოყრილია 110-მდე გვარის 2000 სახეობა, რომლებიც გავრცელებულია ტროპიკებში და ნაწილობრივ ზომიერი ჰავის ქვეყნებში. საქართველოში ამ ოჯახის 2 გვარის 3 სახეობაა. ნიუკასებრთა შორის ბევრია საჭმელი კულტურა (ტაროალოკასია,ქსანთოსომა) და ოთახის და ორანჟერეის მცენარე (მონსტერაფილოდენდრონი და სხვა).

 

ფაილი:Acorus calamus1.jpg

კოთხუჯიკოთხოჯი (Acorus), მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარინიუკასებრთა ოჯახისა. ცნობილია 2 სახეობა. Acorus calamus გავრცელებულია აზიაში, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. იზრდება რუსეთის ევროპულ ნაწილში, ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში და ყაზახეთში. კარგად ხარობს მდინარისა და ტბის სანაპიროებზე, ზოგჯერ შალდამებს ქმნის. გვხვდება დასავლეთ საქართველოს (სამეგრელოგურიააჭარა) ლაქაშიანებსა და ლელიანებში. შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს. ფესურიდან (კოთხუჯის ფესვი) ხდიან ეთეროვან ზეთს, რომელსაც პარფიუმერიასა და საკონდიტრო წარმოებაში იყენებენ. ფესურიდან მიღებული პრეპარატები იხმარება მადის აღმძვრელ და საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად. Acorus gramineus ძირითადად აღმოსავლეთ აზიაშია გავრცელებული.

 

ფაილი:Arum orientale orientale Fruites BotGardBln0806.jpg

ნიუკა (Arum), მრავალწლოვან მცენარეთა გვარი ნიუკასებრთა ოჯახისა.ერთსახლიანი მცენარეებია. 15-მდე სახეობა გავრცელებულია ევროპაში, ხმელთაშუა ზღვისპირეთსა და შინ, შუა და ცენტრალურ აზიაში. საქართველოში 2 სახეობაა: Arum albispathum და Arum orientale. მათგან პირველი სახეობა გავრცლებულია თითქმის მთელი საქართველოს ტყეებსა და ტყის პირებზე, მეორე კი — მხოლოდ დასავლეთ საქართველოში (აფხაზეთიიმერეთი) ბუჩქნარებში. ნიუკას ნედლი გორგლები შეიცავს შხამიან ნივთიერებებს, გამომშრალი კი საჭმელად ვარგისია

ილი (Elettaria cardamomum) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეჯანჯაფილისებრთა ოჯახისა. აქვს მხოხავი ფესურა და ღია მწვა ყვავილები. ნაყოფი სამბუდიანი კოლოფია. თესლს ხმარობენ კულინარიაში, შეიცავს 3,5-7% ზეთს, რომელსაც იყენებენ კვების და თამბაქოს მრეწველობაში, აგრეთვე მედიცინაში. იზრდება სამხრეთ ინდოეთის და ინდოჩინეთის ნახევარკუნძულის ტენიან მთისტყეებში; კულტივირებულია ინდოეთში, შრი-ლანკაზე (ცეილონზე), ინდოეთის ნახევარკუნძულზე, სამხრეთ ჩინეთში. უფრო ფასობს მალაბარისა და მაისურის ილი.

ფაილი:Lady orchid Orchis purpurea inflorescence.jpg

ჯადვარიორქიდეა (Orchis), მცენარეთა გვარი ჯადვარისებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახებია. თავთავისებრ ყვავილედში თავმოყრილი აქვთ ვარდისფერი, ლილისფერი, სოსანი, მეწამული ან (იშვიათად) მოყვითალო ყვავილები. ცნობილია 115-მდე სახეობა, რომლებიც გავრცელებულია ევრაზიაში, ჩრდილოეთ აფრიკასა, ჩრდილოეთ ამერიკაში, ყოფილ სსრკ-ში. საქართველოში 20-მდე სახეობაა. იზრდება ტყის შუა სარტლიდან სუბალპ. სარტყლამდე ტყეებში, ტყის პირებზე და ბუჩქნარში, მდელოზე, ტენიან და დაჭაობებულ ადგილებზე.ქართული ჯადვარი (Orchis iberica) ვარდისფერყვავილოანია, კავკასიური ჯადვარი(Orchis caucasica) — მუქი მეწამული. Orchis flavescens — მოყვითალო. ზოგი სახეობის ფესვისეულ გამომშრალ ტუბერს — სალიხას, მდიცინაში იყენებენ. დეკორატული მცენარეებია.

 

გუგულისკაბა (Orchis amblyoloba), ბალახოვანი მცენარე ჯადვარისებრთა ოჯახისა. აქვს 40 სმ-მდე სიგრძის ღერო, ღეროს ძირთან თავმოყრილი ფართო ლანცეტა ფოთლები, თავთავისებრ ყვავილებად შეკრებილი მეწამულწინწკლებიანი მოვარდისფრო-სოსანი ყვავილები და ფესვისეული გორგლები – ბურკები. კავკასიის ენდემია, გავრცელებულია ძირითადად სარტყლამდე ფოთლოვან ტყეებში და ტყისპირებზე. ყვავის აპრილ-მაისში. ბურკებს იყენებენ მედიცინაში.

ფაილი:Vanilla planifolia 1.jpg

ვანილი (Vanilla). ეპიფიტურ მცენარეთა გვარი ჯადვარისებრთა ოჯახისა. მცოცავი ლიანებია. აქვთ საჰაერო მისაკიდი ფესვები. ცნობილია 100-მდე სახეობა, რომლებიც გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროს ტროპიკებში. ზოგი სახეობის ნაყოფი შეიცავს სურნელოვან ნივთიერებებს (მაგ., ვანილინს) და იყენებენ პარფიუმერიასა და კვების მრეწველობაში. საკონდიტრო წარმოებაში ვანილის სახელწოდებით უფრო მეტად ცნობილია Vanilla planifolia-ს ნაყოფი. ამ მცენარეს ხორცოვანი ფოთლები და მომწვანო-მოთეთრო ყვავილები აქვს. მისი სამშობლოა მექსიკა. მოჰყავთ მრავალ ტროპიკულ ქვეყნებში. ვანილის მოუმწიფებელი და შემჭკნარი ნაყოფი ძვირფასი სუნელ-სანელებელია.

ფაილი:Tradescantia Spiderworts.jpg

კომელინასებრნი (Commelinaceae), ერთლებნიან მცენარეთა ოჯახი. ბალახებია, აქვთ შეფოთლილი დამუხლული ღერო, აქტინომორფული ან ზოგჯერ ზიგომორფული ორსქესიანი ყვავილები. ოჯახში 40 გვარია და 500-ზე მეტი, სხვა მონაცემებით 1000-მდე სახეობა. გავრცელებულია ნახევარსფეროს ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. ყოფილ სსრკ-ში 2 გვარია ცნობილი — კომელინა, რომელიცსაქართველოშიც ორი სახეობით გვხვდება როგორც სარეველა, და ანეილემა(მხოლოდ 1 სახეობა იზრდება შორეულ აღმოსავლეთში). ტრადესკანციაზებრინა,სპირონემი და სხვა. აგრეთვე დეკორატიულ მცენარედ მოჰყავთ.

კობრეზია (Kobresia), მცენარეთა გვარი ისლისებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი მკვრივკორდოვანი ბალახებია. ცნობილია 40-მდე სახეობა, რომელიც იზრდება ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ და ცივ სარტყელში, უფრო მეტად აზიაში. ზოგი მათგანი კარგი საძოვრის მცენარეა. საქართველოშიკობრეზიის 3 სახეობა იზრდება (Kobresia schienoides, Kobresia capillifolia და Kobresia persica). სამივე გვხვდება კავკასიონის მთავარ ქედზე. სამხრეთ მთიანეთში კი გავრცელებულია მხოლოდ Kobresia persica, Kobresia capillifolia დიდ მასივებს ქმნის, მაგ., თრუსოს ხეობაში (სუბალპურ სარტყელში) ოდესღაც არყნარის ადგილზე განვითარებულია მეტად ორიგინალური მდელო, სადაც კოლბოხებზე სახლდება კობრეზია, ხოლო . შ. ჩაზნექილ არეზე კი დრიადი (Dryas caucasica). ხშირია აგრეთვე Kobresia svhoenoides, რომელიც ითვლება ცხვრისა და ცხენის კარგ საკვებად.