Category: ცხოველები


ხაშურის რაიონის ფაუნა ( ცხოველთა სამყარო) არც ისე ღარიბია. აქ გავრცელებული ცხოველები მჩიდრო დამოკიდებულებას ავლენენ რელიეფის, კლიმატისა და მცენარეული საფარის ცვლასთან. ბინადრობენ , როგორც სტეპების , ისე მთის ტყისათვის დამახასიატებელი ცხოველები.

ძუძუმწოვრებიდან გვხვდება:მურა დათვი , მგელი , თეთრყელა,კვერნა,მელა,ტურა,კურდღელი, დედოფალა და სხვა.

მღრღნელებიდან გვხვდება: წყლის მემინდვრია, ზაზუნა,თაგვი,ტყის თაგვი და სხვა.

ფრინველებიდან გავრცელებულია: გვრიტი,შაშვი,გარეული მტრედი, მწყერი, ქორი,მიმინო, გუგული, ოფოფი, მერცხალი,ბეღურა და სხვა.

ქვეწარმავლებიდან გვხვდება: გველგესლა,ანკარა,ხვლიკი,ჯოჯო და სხვა.

ამფიბიებიდან გავრცელებულია ბაყაყების რამოდენიმე სახეობა.მათ შორი აღსანიშნავია გომბეშო.თევზებიდან გვხვდება:წვერა, გველანა,მდინარის ღორჯო, თაღლითა, ხრამული,ციმორი, და სხვა.

უხერხემლო ცხოველებიდან გვხვდება ხმელეთის ლოკოკინა, ობობები, მდინარის კიბო, სხვადასხვა სახის მწერები,მათშორის ფუტკარი, რომელსაც სამეურნეო მნიშვენლობა აქვს.

მცენარეთა დაჯგუფების მიხედვით ჩვენს რაიონში გამოიყოფა შემდეგი მონაკვეთები: 1. ვაკე-დაბლობის , მეორად ჯაგ-ეკლიან ველებში იყოს ელემენტების შერევით.2.მდინარეთა სანაპიროს დაბლუხის ,ჭალის ტყეთა უბნებით ,3. თრიალეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთის ქვემო სარტყელში მუხნარ-რცხილნარ-წიპლნარი ტყებითა და კლდეთა ქსეროფიტებით, ზემო სარტყელში კი შერეული და ფიჭვნარ-ნაძვნარ-სოჭნარი ტყეების გავრცელებით, 4.სუბალპური მდელოებით.5. ლიხის ქედის აღმოსავლეური და სამრეთ-აღმოსავლური ტყიანი კალთა კოლხური ელემენტებით.

ზღვის ფაუნაზღვისა და ოკეანის ცხოველთა ერთობლიობა. ზღვის ფაუნა დაახლოებით 160 ათას სახეობას მოიცავს, რომელთაგან დაახლოებით 16 ათასი თევზია. თავისუფლად მცხოვრებ ცხოველთა 60 კლასიდან ზღვაში მხოლოდ 3 კლასი არ გვხვდება. ცხოველთა სამყაროს ტიპი თავდაპირველად ზღვის გარემოში ჩამოყალიბდა, საიდანაც შემდეგ ზოგი მტკნარ წყალში გადავიდა, ზოგი -ხმელეთზე. ზღვის ფაუნა ყველაზე მდიდარია ტროპიკულ წყლებში. სიღრმის მატებასთან ერთად იგი ღარიბდება, ხოლო მაქსიმალურ სიღრმეზე (9-10 კმ-ზე ღრმად) მხოლოდ რამდენიმე ათეული სახეობა გვხვდება. ადგილსამყოფელისა და ცხოვრების ნირის მიხედვით ზღვის ფაუნას ყოფენ პლანქტონადნექტონად და ბენთოსად. ზოოპლანქტონის წარმომადგენლებია სხივურები,ინფუზორიები, სიფონორები, მედუზებიკიბოსნაირები და სხვა. ნექტონის ძირითადი ფორმებია თევზები, თავფეხიანი მოლუსკებიდა ვეშაპისნაირები. ფსკერული ფორმებიდან აღსანიშნავია ღრუბლებიმარჯნის პოლიპები, კიბოები, მუცელფეხიანები და ორსაგდულიანი მოლუსკები, კანეკლიანები, ასციდები თევზები და სხვა. ჰიდროფიზიკური და ჰიდროქიმიური თავისებურებების გამო შავი ზღვის ფაუნა შედარებით ღარიბია, ზღვის ფაუნის სამეურნეო მნიშვნელობა მეტად დიდია.

მანათობელი ცხოველებიცხოველები, რომელთაც ნათების უნარი აქვთ. ხმელეთის მანათობელი ცხოველები უმთავრესადფეხსახსრიანები არიან: ხოჭოები — ციცინათელები და ტროპიკულ ამერიკაში გავრცელებული კუკუხო, ზოგიერთი ბოლოფეხიანი, მრავალფეხიანები. ანათებს აგრეთვე ჭიაყელების ზოგიერთი სახეობა. მანათობელი ცხოველები განსაკუთრებით მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანია ზღვის ბინადართა შორია. ერთუჯრედიანთაგან ანათებს მრავალი შოლტოსანი (ნოქტილუკა), რაც ხშირად ნათებას იწვევს, ზოგიერთი რადიოლარია. ნაწლავღრუიანებიდან — მრავალი მედუზა, სიფონოფორები და სხვა, ჭიებიდან —სხვადასხვა მრავალჯაგრიანი ჭია; პელაგური კიბოსნაირებიდან — ნიჟარიანებინიჩაბფეხიანებიმიზისები და ა. შ.; მოლუსკებიდან — ფრთიანები, ზოგიერთი სეპია და სხვა; კანეკლიანებიდან გველკუდები, ზოგიერთი ზღვის ვარსკვლავაჰოლოთურიები და ზღვის შროშნები. ანათებს გარსიანების მრავალი წარმომადგენელი — სალპებიაპენდიკულარიებიპიროსომები. მანათობელი ორგანოები აქვს სიზრწეში მცხოვრებ მრავალ თევზს. ანათებს მრავალი ნაწლავღრუიანის და ზოგიერთი მოლუსკის მიერ გამოყოფილი ლორჭო. წყალმარჩხის თევზებისა და თავფეხიანი მოლუსკების ნათების მანათობელი ბაქტერიები — სიმბიონიტები იწვევენ, ხოლო წყლის სიზრქეში მცხოვრებ ორგანიზმთა ნათება თვით ამ ცხოველთაგან მომდინარეობს. ნათება საპირისპირო სქესის ინდივიდებს ეხმარება ერთმანეთის პოვნასა და გამოცნობაში. ამავე დროს იგი თავდაცვისა და მსხვეპლის მიზიდვის საშუალებაა.

მიკროორგანიზმებს შორის ნათების უნარი აქვს აგრეთვე მრავალ სოკოს და ზოგიერთ ბაქტერიებს.

ბავშვებო ეხლა ამ ჟამად მემგონი კარგი სასუბროო თემა და საინტერესო იმედია დაგაინტერესებთ ჩემს მიერ გაკეტებული და მოძიებული ინფორმაცია.

ჰომინიდები

ჰომინიდები , ადამიანის მსგავსი არსებებია,მიეკუტვნებოდა ძუძუმწოვრების რიგს, პრიმატების ჯგუფს,რომელშიც შედიოდნენ ადამიანი , ადამინის მსგავსი მაიმუნები და მაიმუნები. სფეციალისტების აზრით , ადამიანის მსგავს მაიმუნებს ჰომინიდების შტო , სულ მცირე , 7 მილიონი წლის წინ გამოეყო. არსებობდა ჰომინიდები. მრავალი მათგანი ძირითადად ხეებძე ცხოვრობდა, მაგრამ მიწაზე ორი ფეხით სიარული შეეძლო.

ეკვატორული ტყე ბევრი ძვირფასი მცენარის სამშობლოა. ყველაზე გავრცელებულია ზეთის პალმა, რომლის ნაყოფისგან პალმითს ხდიან. ბევრი ძვირფასი ხის მერქნისგან ამზადებენ ავეჯს და გააქვთ საზღვარგარეთ, მაგალითად, აბანოზის ხე. ეკვატორული ტყეების ცხოველთასამყარო მდიდარია და მრავალფეროვანია. მათი უმეტესობა ხეებზე ბინადრობს. ფრინველებისმწერების და მღრღნელების გარდა, ხეებზე ბინადრობენ მრავალრიცხოვანი მაიმუნები, მათ შორის შიმპანზეები. მიწაზე ბინადრობენ ფუნჯაყურიანი ღორები, ანთარი, წვრილჩლიქოსნები – აფრიკული ირემი, რომელიც 40 სმ სიმაღლისაა. კატის ზომის ჯუჯა ანტილოპა და სხვ. ტყისპირეებსა და წყალსატევების ნაპირებთან გვხვდება დედამიწის ერთ-ერთი უიშვიათესი ცხოველი, ჯუჯა ბეჰემოთიჟირაფის მონათესავე ოკაპი, რომელიც მხოლოდ აფრიკაშია. ეკვატორული ტყეების ყველაზე დიდი მტაცებელია ავაზა, მიყრუებულ მიუვალ ადგილებში ცხოვრობს გორილები. ტყის ყველა იარუსზე გავრცელებულია ჭიანჭველები. მათი ზოგიერთი სახეობა, ეგრეთ წოდებული მომთაბარე ჭიანჭველები, გრძელ კოლონებად გადადგილებისას, გზადაგზა ყველაფერს ანადგურებს. ტყეებში მწერების დიდი რაოდენობაა.

ნეხევარუდაბნოების საზღვრებთან, სადაც წვიმების სეზონი 2-3 თვეა, წარმოიქმნება გაუდაბნოებული სავანა. აფრიკული სავანის დამახასიათებელი ხეა – ბაობაბი. მას სავანის დარჯსაც კი უწოდებენ. წვიმიან პერიოდში გამოირჩევაგაშლილი ტოტებით და წვრილი, ღია მწვანე ფერის ფოთლებით. მშარალ პერიოდში იგი შიშვლდება. ვარაუდობენ რომ ბაობაბი 4-5 ათასი წელი ცოცხლობს. იგი გიგანტური ხეა, მისი დიამეტრი 10 მეტრამდეა. მერქანი წყლითაა გაჟღენთილი, რითაც ის მშრალ პერიოდებში საზრდოობს. მსოფლიოში არსად არ არის ისე მრავლად თავმოყრილი ცხოველები როგორც აფრიკის სავანეში, განსაკუთრებით კი ბალახისმჭამელი ცხოველები: ანტილოპის სხვადასხვა სახეობა, ზებრაჟირაფი, ბალახისმჭამელებს შორის უდიდესი ცხოველი სპილოგარეული კამეჩიმარტორქა, მდინარეების და ტბების სანაპიროებზე გვხვდება ბეჰემოთი.

დიდი ცხოველების მრავალფეროვნება, აფრიკული ფაუნის დამახასიათებელი ნიშანია. ბალახისმჭამელების მუდმივი თანამგზავრებია მტაცებლები: ჰეპარდიტურაავაზალომი. მდინარეებში ბინადრობს ნიანგი. სავანა ძალიან მდიდარია ფრინველებით. აქ არის ერთ-ერთი ყველაზე პატარა და ულამაზესი ფრინველი – მენექტრე, აგრეთვე დედამიწის ყველაზე დიდი ფრინველი აფრიკული სირაქლემა. ასევეა მარიბუ, რომელიც მხოლოდ აფრიკაში გვხვდება. სავანაში უჩვეულოდ ბევრი თერმიტია. მოსახლეობას უდიდეს ზიანს აყენებს ბუზი ცეცე. მას გადააქვს პირუტყის და ადამიანის დაავადების გამომწვევი ბაცილები, რაც ხშირად ორივესთვის დამღუპველია.

კოლონიური უღლის მოცილების შემდეგ აფრიკაში დიდი ყურადღება ექცევა ველური ბუნების დაცვას. ამ მიზნით ყოველწლირად მატულობს ბუნების დაცული ტერიტორიების (ნაკძალების და ეროვნული პარკების) რაოდენობა და ფართობი. განსაკუთრებით ბევრია ისინი სამხრეთ და აღმოსავლეთ აფრიკაში. ზოგიერთი მათგანი მაგ: სერენგეტი,კრიუგერიცაავო და სხვები მსოფლიოში ცნობილია. მიღებული ზომების წყალობით გადაშენების გზაზე მყოფი ცხოველების რიცხვი აქ აღდგენილია.

საქართველოს უხერხემლოთა მრავალფეროვნება

საქართველოს მრავალფეროვანი ბუნებრივი პირობები განაპირობებენ უხერხემლოთა ფაუნის სახეობრივ მრავალფეროვნებას. მათ შორის მრავალი ენდემია. უხერხემლოთა სხვადასხვა ჯგუფები განსხვავდებიან შესწავლის სისრულის მიხედვით, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ცალკეული ტაქსონი საკმაოდ კარგადაა გამოკვლეული.პირველ რიგში ითქმის პეპლებზე (Lepidoptera: Geometridae), ხოჭოებზე (Coleoptera: Curculionidae, Carabidae), ბრტყელ ჭიებზე (Nemathelmintes); სიფრიფანაფრთიანებზე (Hymenoptera), თანაბარფრთიანებზე (Homoptera (რიგი) Psyllodea (ქვერიგი)). ენდემური და საფრთხეში მყოფ უხერხემლოთა სახეობების სიმრავლით გამოირჩევა საქართველოს შემდეგი რაიონები: დიდი კავკასიონის მაღალმთიანეთი, კოლხეთი, ბორჯომის ხეობა, ივრის ზეგანი, მესხეთის ქედის სამხრეთ მთისწინები.

საქართველოს თევზების მრავალფეროვნება

საქართველოს მტკნარ წყლებში გავრცელებულია თევზების 80-ზე მეტი სახეობა, რომელთა შორის ბევრი ენდემურია. მაგალითად, მტკვრის აუზში გავრცელებული 12 სახეობის თევზიდან, 9 მტკვრისა და მისი შენაკადების ენდემს წარმოადგენს. მათ შორის აღსანიშნავია მტკვრის წვერა (Barbus lacerta), მურწა (Barbus mursa), ჭანარი (Barbus capito) და სხვა.

შავი ზღვის აუზის თევზებიდან 6 სახეობა ენდემს წარმოადგენს; გარდა ამისა, აქ გავრცელებულია ზუთხისებრთა ოჯახის 5 სახეობა, რომელთა შორისაა გაქრობის პირას მყოფი ატლანტური ზუთხი (Acipenser sturio). გარდა ადგილობრივი სახეობებისა, საქართველოში გვხვდება 9 ინტროდუცირებული სახეობა, მათ შორის ყველაზე ფართოდ გავრცელებულია კარჩხანა (Carasius carasius).

საქართველოს ამფიბიები

საქართველოში გავრცელებულია ამფიბიების 12 სახეობა. მათგან აღსანიშნავია კავკასიური სალამანდრა (Mertensiella Caucasica), სირიული მყვარი (Pelobates }

კავკასიური ჯვრიანა (Pelodytes caucasicus) და სხვ. ამფიბიათა სახეობრივი მრავალფეროვნების თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვან ჰაბიტატს წარმოადგენს მთიანი კოლხეთის ტყეები.
ამფიბიებიდან — ენდემური კავკასიური ბაყაყი, კავკასიური ჯვრიანა, კავკასიური სალამანდრა (ეკუთვნის ენდემურ გვარს) და სხვა; წყალსატევებში ბევრია კალმახი, მურწა, წერი, შამაია, ხრამული, კობრი, ზოგან ზუთხი, ორაგული და სხვა. უხერხემლო ცხოველთაგან ბევრია ენდემური სახეობა. კავკასიაში ობობების 1002 სახეობა ბინადრობს.

საქართველოში გავრცელებული ქვეწარმავლები

საქართველოში გვხვდება ფრინველთა 300-ზე მეტი სახეობა. მიგრირებადი სახეობებისთვის მნიშვნელოვანი დასასვენებელი და დასაზამთრებელი ადგილებია კოლხეთის დაბლობი (სანაპირო ზოლისა და პალიასტომის ტბის ჩათვლით) და ჯავახეთის ზეგნის ტბების სისტემა. საქართველოში გავრცელებული

ფრინველებიდან 3 კავკასიის ენდემს წარმოადგენს: კავკასიური როჭო (Tetrao mlokosiewiczi), კავკასიური შურთხი (Tetraogalus caspius) და კავკასიური ყარანა (Phylloscopus lorenzi).

ფრინველებიდან ენდემურია კავკასიური და კასპიური შურთხი, კავკასიური როჭო, კოლხური ხოხობი, შანთვალა ჩხიკვი. ბევრგანაა კაკაბი, გნოლი, იშვიათად გვხვდება დურაჯი. აღმოსავლეთ კავკასიის ველებზე გამოსამთრებლად მოფრინავს სავათი და სარსარაკი. მთამაღალზე ბინადრობს მთის არწივი, ორბი, ბატკანძერი, მაღრანი, ალპური მთიულა და სხვა.

 

წვრილი ძუძუმწოვრების სახეობრივი მრავალფეროვნება

საქართველოში გავრცელებულია წვრილი ძუძუმწოვრების ოთხი რიგის 79 სახეობა: მწერიჭამიები – 10 სახეობა, ხელფრთიანები – 29 სახეობა, მღრღნელები – 39 სახეობა და კურდღლისნაირები – 1 სახეობა. წვრილი ძუძუმწოვრებიდან აღსანიშნავია კავკასიის ენდემური სახეობები, როგორიცაა: Sorex caucasica, Sorex volnuchini, Talpa caucasica, Neomis schelkovnikovi, Sicista caucasica, Sicista khlukhorica, Sicista kazbegica, Prometheomys schaposchnikovi Chionomys gud და სხვა. არაენდემური სახეობებიდან აღსანიშნავია Suncus etruscus, Sciurus anomalus, Allactaga elater, Rhinolopus euriale, Rhinolopus mehelyi, Myotis emarginatus და სხვა. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, საქართველოში გვხვდება ინტროდუცირებული სახეობები (Sciurus vulgaris, Myocastor coypus, Ondatra zibethicus).

საქართველოს მსხვილი ძუძუმწოვრები

საქართველოში გავრცელებულია მსხვილი ძუძუმწოვრების სამი რიგის – მტაცებლების, წყვილჩლიქოსნების, ვეშაპისნაირების – 30 სახეობა. XX საუკუნის 20-იანი წლებიდან დაიწყო მსხვილ ძუძუმწოვართა არეალებისა და რიცხოვნობის კატასტროფული შემცირება. ამჟამად მრავალი მათგანი გაქრობის საფრთხის წინაშეა. ჯიქისა და ზოლიანი აფთრის მხოლოდ ერთეული ეგზემპლარებიღა შემორჩა. მთლიანად გაქრა ქურციკი და ნიამორის სამხრეთი (თრიალეთის ქედის) პოპულაცია. მსხვილ ძუძუმწოვრებს შორის აღსანიშნავია ორი სახეობის ჯიხვი: Capra cylindricornis და C. caucasuca, რომლებიც კავკასიის ენდემებს წარმოადგენენ.

კავკასიაში ნაირფეროვანია და წარმოადგენს ევროპული, შუააზიური და აფრიკული სახეობებისგან შექმნილ ფაუნისტურ კვანძს. ძუძუმწოვრებიდან ენდემურია 2 სახეობის ჯიხვი (დასავლეთ კავკასიური და დაღესტნური). ენდემურია აგრეთვე ალპური მდელოების ბინადარი პრომეთეს მემინდვრია. სამხრეთ კავკასიის ვულკანურ მთიანეთში ცხოვრობს მუფლონი, ალპური მდელოებზე — ნიამორი და არჩვი. აღმოსავლეთ კავკასიის ველებზე გვხვდება ქურციკი და ზოლებიანი აფთარი, ხოლო ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ კავკასიაში – საიგა; ტყეებში მრავლადაა ირემი, შველი, გარეული ღორი, მურა დათვი, ფოცხვერი, ტყის კატა, მგელი, ტურა, მელა, ტყისა და თეთრყელა კვერნები, მაჩვი. კავკასიის სამხრეთ ნაწილში ალაგალაგ გვხვდება ჯიქი, ლელიანის კატა, ბრუცა, ხოლო თალიშის მთებში – მაჩვ-ზღარბი; ტყეებში ბინადრობს კავკასიური ციყვი, ძილგუდა, ტყისა და ყვითელყელა თაგვი. მრავაკგანაა წყლის მემინდვრია, ალაგ-ალაგ გვხვდება მიწის კურდღელი. მრავალადაა კურდღელი, სხვადასხვაგვარი ღამურა, მწერიჭამიებიდან — თხუნელა, ბიგა, კბილთეთრა, ფუღუ და სხვა. კავკასიაში ნაირფეროვანია და წარმოადგენს ევროპული, შუააზიური და აფრიკული სახეობებისგან შექმნილ ფაუნისტურ კვანძს. ძუძუმწოვრებიდან ენდემურია 2 სახეობის ჯიხვი (დასავლეთ კავკასიური და დაღესტნური). ენდემურია აგრეთვე ალპური მდელოების ბინადარი პრომეთეს მემინდვრია. სამხრეთ კავკასიის ვულკანურ მთიანეთში ცხოვრობს მუფლონი, ალპური მდელოებზე — ნიამორი და არჩვი. აღმოსავლეთ კავკასიის ველებზე გვხვდება ქურციკი და ზოლებიანი აფთარი, ხოლო ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ კავკასიაში – საიგა; ტყეებში მრავლადაა ირემი, შველი, გარეული ღორი, მურა დათვი, ფოცხვერი, ტყის კატა, მგელი, ტურა, მელა, ტყისა და თეთრყელა კვერნები, მაჩვი. კავკასიის სამხრეთ ნაწილში 
ლაგალაგ გვხვდება ჯიქი, ლელიანის კატა, ბრუცა, ხოლო თალიშის მთებში – მაჩვ-ზღარბი; ტყეებში ბინადრობს კავკასიური ციყვი, ძილგუდა, ტყისა და ყვითელყელა თაგვი. მრავაკგანაა წყლის მემინდვრია, ალაგ-ალაგ გვხვდება მიწის კურდღელი. მრავალადაა კურდღელი, სხვადასხვაგვარი ღამურა, მწერიჭამიებიდან — თხუნელა, ბიგა, კბილთეთრა, ფუღუ და სხვა.

დროთა განმავლობაში კავკასიის ფაუნა მნიშვნელოვნად შეიცვალა. ბევრი სახეობა მოისპო, მაგ., 10 საუკუნის წინ — ლომი და კულანი (გარეული ვირი), XVII საუკუნეში — ავაზა, XVIII საუკუნეში — თახვი და ლოსი, ხოლო XX საუკუნის დასაწყისში – კავკასიური დომბა და თურანული ვეფხვი. კავკასიაში აკლიმატიზებულია ნუტრია და ენოტისებრი ძაღლი, ალთაური ციყვი (ჩრდილოეთ კავკასიაში), თელეთური ციყვი, ამერიკული წაულა (საქართველო, აზერბაიჯანი), ენოტი (აზერბაიჯანი) და სხვა. ქართული მეცხვარე ძაღლი, რომელსაც 19-ე საუკუნეში რუსებმა კავკასიური ნაგაზი უწოდეს, არის მსოფლიოში საუკეთესო მცველი ჯიშის ძაღლებს შორის.

 

 

ცხოველები, ცხოველური ორგანიზმები, ცოცხალ არსებათა ერთ-ერთი ძირითადი სამეფო (მეორე სამეფო მცენარეებია). ცხოველები ჰეტეროტროფული ორგანიზმებია. უმარტივესების ზოგი სახეობა (ევგლენა) იკვებება როგორც ჰეტეროტროფულად, ისე ავტოტროფულად. თანამედროვე ეპოქაში ცხოვრობს 1,5-იდან 2 მლნ-მდე სახეობის ცხოველი (მეცნიერთა ვარაუდით ეს რიცხვი შეიძლება 10 მილიონს აღწევდეს), მ. შ. 1 მლნ-ზე მეტი ფეხსახსხრიანებია. სხვადასხვა სისტემატიკოსი ცხოველებს განსხვავებული რაოდენობის ტიპებად ყოფს. უფრო მეტად მიღებულია შემდეგი ტიპები: უმარტივესები (ზოგი ამ ტიპს 5 ტიპად ყოფს), ღრუბელები, ნაწლავღრუიანები, ბრტყელი ჭიები, ნემერტინები, მრგვალი ჭიები, თავეკლიანი ჭიები, რგოლოვანი ჭიები, ფეხსახსრიანები, ხავსელები, მხარფეხიანები, რბილტანიანები, კანეკლიანები, პოგონოფორები, ჯაგარყბიანები, ნახევრადქორდიანები და ქორდიანები. ცხოველებს შეისწავლის ზოოლოგია და მრავალი სპეციალური ზოოლოგიური დისციპლინა: პროტისტოლოგია, ენტომოლოგია, იქთიოლოგია, ჰერპეტოლოგია, ორნითოლოგია, თერიოლოგია, მალაკოლოგია და სხვა.

http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=ZdKN-ZEwGBk

ცხოველებს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ცხოვრებაში: იყენებენ საკვებად, გამწევ ძალად, სამრეწველო ნედლეულად და სხვა. ზოგს ზიანი მოაქვს სახალხო მეურნეობის ამა თუ იმ დარგისათვის, ზოგი ცხოველებისა და ადამიანის პარაზიტია. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია მათი როლი გარემოს იმ სახით შენარჩუნებაში როგორითაც იგი დღეისათვის მოგვეპოვება. ამ მნიშვნელობას მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ აცნობიერებს და სწორედ ესაა მთავარი მიზეზი იმ პრობლემებისა რომელთა წინაშეც დგას ცხოველთა სამყარო.მრავალი სახეობა დაუზოგავი განადგურების და ბუნებრივ პროცესებში არასწორი ჩარევის გამო მოისპო ან მოსპობის საფრთხის წინაშე დგას. ამჟამად ქმედითი ღონისძიებები ტარდება ცხოველთა სახეობრივი რაოდენობის რეგულირებისათვის, დაცვისათვის, აღწარმოებისათვის (გამოცემულია კანონები, დაარსებულია ნაკრძალები, აღკვეთილები, შემოღებულია “წითელი წიგნი” და სხვა.). თუმცა შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, აღმოჩნდება რომ ცხოველური სამყაროს დეგრადაციის პროგრესირება გეომეტრიულ პროგრესირებას უახლოვდება. არსებობს მოსაზრება, რომ ბუნების გადაგვარების პროცესი რომელიც ასეთი აშკარაა, წარმოადგენს ევოლუციური განვითარების ერთერთ ეტაპს და შესაბამისად სახეობათა თუ მთლიანად ეკოსისტემათა გაქრობა არაა ნიშანი იმისა რომ საფრთხე მთლიანად ცოცხალ ბუნებას ემუქრება. თუმცა სანამ ასეთი ვარაუდები თეორიის სახეს არ მიიღებს (და ეს შეიძლება არც არასოდეს მოხდეს), მანამდე კაცობრიობა დიდ რისკზე მიდის. ამდენად თითოეული ადამიანი ვალდებულია გაუფრთხილდეს და დაიცვას ცოცხალი ბუნება.

მურა დათვი (Ursus arctos), მტაცებელი, ძუძუმწოვარი, დათვისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 2,5 მ-მდე, მასა 480 კგ-მდე აღწევს. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც იგი „გრიზლის“ სახელითაა ცნობილი. ბინადრობს უმთავრესად მთლიანი ტყის მასივებში, კავკასიისა და შუა აზიის მთებში, ყველგან შედარებით მცირერიცხოვანია. ზოგან განადგურდა. იკვებება მცენარეული და ცხოველური საკვებით. შემოდგომაზე ბუნაგში წვება და ზამთრის ძილს ეძლევა. სძინავს 75-195 დღე. ზამთრის ძილი ზერელეა, ცხოველი საშიშროების შემთხვევაში ტოვებს ბუნაგს, იწყებს ხეტიალს და იკავებს ახალს. სამხრეთში, სადაც ზამთარი მცირეთოვლიანია. მურა დათვი ბუნაგში არ წვება. მაკეობა 7 თვემდე გრძელდება. 2 წელიწადში ერთხელ შობს 2-3, იშვიათად 4-5 ბელს. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 3 წლისა. მცირე სარეწაო მნიშვნელობა აქვს, ტყავს იყენებენ უმთავრესად ნოხად, ხორცს – საკვებად. ზოგან აზიანებს ნათესებს, თავს ესხმის შინაურ ცხოველებს

ვეფხვი (Panthera tigris), მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახის, პანტერათა გვარის წარმომადგენელი . ვეფხვი კატისებრთა ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადგენელია, სხეულის სიგრძე 1,4-2,8მ, კუდისა – 0,6-1,1მ, წონა 100-300კგ. წაგრძელებული სხეული მოხატული აქვს განივი ზოლებით. გავრცელებულია ჩრდილოეთ კორეაში, ჩინეთში, ინდოეთში, ინდოჩინეთში.ის არქიპელაგზე, ჩრდილოეთ ირანში, უსურიისა და ამურის მხარეებში, თალიშში, ამუდარიის ხეობაში, იშვიათად თურქმენეთში, საქართველოში ვეფხვი არ ბინადრობს, მაგრამ ერთხელ, XVIII საუკუნის დამლევს სოფ. ახმეტის მახლობლად მოკლეს, მეორედ 1922 წელს თბილისის მახლობლად, სოფ. ლელობთან. ვეფხვი ნადირობს მსხვილ ძუძუმწოვრებზე, იშვიათად ფრინველებზე, ქვეწარმავლებზე და სხვა. თავს ესხმის ადამიანსაც. ვეფხვი 2-3 წელიწადში ერთხელ შობს თვალაუხილავ, უსუსურ 2-4 ბოკვერს (მაკეობა 105 დღემდეა).2 წლის ასაკიდან უკვე საკმაო ძალა აქვს დამოუკიდებლად სანადიროდ, სქესობრივ სიმწიფეს აღქევს 4-5 წლისა, ცოცხლობს საშუალოდ 8-10 წელს. აქვს 6-7 მ სიგრძის ნახტომი. ქართულ ზეპირსიტყვიერებაში და ძვ. მწერლობაში სიტყვა “ვეფხვი” აღნიშნავდა ჯიქს (ლეოპარდს ანუ პანთერას – Panthera pardus), დღევანდელი გაგებით კი მხოლოდ XX საუკუნეში დამკვიდრდა.

ფარშევანგის ნახვა ცხოვრებაში რადიკალურ გარდაქმნებს მოასწავებს; ზედმეტად მკაფიო შთაბეჭდილებები მწარე ფიქრებთან და ცუდ წინათგრძნობასთან ერთად შეგრძნებების ჭრელ ნაკადში გაერთიანდებიან და თქვენს სულზე დამამძიმებელ ზემოქმედებას მოახდენენ.
თუ ქალს ესიზმრება, რომ მას ჰყავს ფარშევანგი, ცხადში მამაკაცის პატიოსნებაში იმედგაცრუება ელის. ფარშევანგის მკვეთრი წამოყვირება ცხადში მოუსვენრობას და შფოთვას მოასწავებს, რომლის მიზეზიც ის ადამიანი იქნება, ვის მიმართაც თქვენ გარკვეული სიმპათიები გაგიჩნდებათ.

ზებრები, ცხენის გვარის (Equus) ძუძუმწოვართა ჯგუფი. ზებრების სხეულის სიგრძეა 2-2,4 მ, კუდისა 47-57 სმ, სიმაღლე მინდაოში — 1,2-1,4 მ, წონა 350 კგ-მდე. სხეული შეფერილი აქვთ მუქი და ღია ფერის ზოლებით, რაც მათ შეუმჩნეველს ხდის, განსაკუთრებით სავანებში. ფაფარი მოკლეა, კუდი გრძელი ბალნის ფუნჯით ბოლოვდება. განარჩევენ ზებრების 3 სახეობას: მთის ზებრა (Equus zebra), გრევის ზებრა (Equus grevyi) და კვაგა (Equus quagga). ზებრები გავრცელებულია აღმოსავლეთ, ცენტრალურ დასამხრეთ აფრიკაში. მომთაბარე ცხოველებია. ცხოვრობენ 10-30 სულიან ჯოგებად. ბინადრობენ ღია ველებზე (მთის ზებრა ზოგჯერ მთაში 2000 მ-ზეც გვხვდება). იკვებებიან ბალახით. მაკეობა 346-369 დღე გრძელდება. შობენ 1-2 ნაშიერს. ლამაზი ტყავისთვის უმოწყალოდ ანადგურებდნენ, რის გამოც მათი რაოდენობა ძლიერ შემცირდა. ზოგი სახეობა კი სულ ამოწყდა. ამჟამად მათზე ნადირობა ან სრულიად აკრძალულია, ან დაშვებულია მხოლოდ ზოგ რაიონში. ზებრები კარგად იტანენ ტყვეობას, რეგულარულად მრავლდებიან, მაგრამ ძნელად თვინიერდებიან. ზებრები აკლიმატიზებულია ასკანია-ნოვაში.

ჟირაფისებრნი (Giraffidae), მცოხნელი ძუძუმწოვრების ოჯახი წყვილჩლიქოსნების რიგისა. აერთიანებს 2 გვარის 2 სახეობას: ჩვეულებრივ ჟირაფსა და ოკაპს. ჩვეულებრივი ჟირაფის (Giraffa camelopardalis) სიმაღლე 5-6 მეტრს, მასა 550-1800 კგ აღწევს. აქვს მოკლე სხეული, გრძელი მაღალი კისერი, პატარა თავი, დიდი თვალები, მოკლე და ვიწრო ყურები, პატარა რქები. არეალის სხვადასხვა საზღვრებში შეფერილობა ცვალებადია და ამის გამო ჟირაფის რამდენიმე ქვესახეობას გამოყოფენ. გავრცელებულია აფრიკაში საპარის სამხრეთით. ბინადრობს სავანეებში. ქმნის მცირე ჯგუფებს, რომლებიც 12-15 (ზოგჯერ 70-მდე) სულისაგან შედგება. აქტიურია დღისით. იკვებება აკაციის ფოთლებით და ტოტებით. აქვს კარგი მხედველობა და სმენა. მაკეობა 420-450 დღეს გრძელდება. ხორცს საკვებად იყენებენ, ტყავს – სხვადასხვა ნაკეთობისათვის. ჟირაფის რაოდენობა ძალზე შემცირებულია, ხოლო ზოგან სრულიად განადგურებულია. შენარჩუნებულია უმთავრესად ეროვნულ პარკებსა და რეზარვატებში.

დოლი (Dolly) (დ. 5 ივლისი1996 — გ. 14 თებერვალი2003), დედალი ცხვარი, პირველი ძუძუმწოვარი, რომლის კლონირებაც წარმატებით განხორციელდა ზრდასრული სომატური უჯრედისგან. მისი კლონირება მოხდა როსლინის ინსტიტუტშიედინბურგიშოტლანდია, სადაც ცხვარი ცხოვრობდა 6 წელი (სიკვდილამდე). მისი დაბადება 1997 წლის თებერვალს გამოცხადდა.

ინჯაზი (არაბ. إنجاز‎‎ ქართ. “მიღწევა”) უწოდეს მსოფლიოში პირველკლონირებულ ერთკუზიან აქლემს, რომელიც დაიბადა 2009 წლის 8 აპრილს[1][2]არაბეთის გაერთიანებული საამიროების დუბაის აქლემებისრეპროდუქციის ცენტრის დოქტორმა, ვეტერინარმა და ემბრიოლოგმა ნისარ ახმად ვანიმ 2009 წლის 14 აპრილს გამოაცხადა, რომ გაურთულებელიგესტაციის 378 დღის შემდეგ დაიბადა კლონირებული აქლემი[3]. კლონირების სამეცნიერო პროექტს პერსონალურ მხარდაჭერასა და ფინანსურ დახმარებას უწევდა არაბეთის გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრი მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქთუმივიცე პრეზიდენტი და დუბაის ამირა[3][4]. აქამდე ემირატებში აქლემის კლონირების რამდენიმე წარმუმატებელი მცდელობა იყო[4].

ინჯაზი წარმოიშვა ზრდასრული, 2005 წელს სახორცედ დაკლული აქლემისსაკვერცხის უჯრედებიდან[4]. უჯრედებს ამრავლებდნენ ქსოვილოვან კულტურაში და შემდეგ ყინავდნენ თხევად აზოტში[3]. ამის შემდეგ,ერთ-ერთი უჯრედი მიკროინექციის მეთოდით შეიყვანეს სუროგატი აქლემისკვერცხუჯრედის ბირთვში. სუროგატი აქლემი ჯერ აღაგზნეს ელექტროდენითდა შემდეგ უჯრედის დაყოფის სტიმულირება მოახდინეს ქიმიურად. ერთი კვირის კულტურიდან მიღებული ემბრიონისიმპლანტაცია მოხდა სუროგატი დედალი აქლემის საშვილოსნოში (ურეთრაში). 12 დღის შემდეგ ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის საშუალებით დადასტურდა სუროგატი აქლემის ორსულობა, რომლის მონიტორინგი მთელი გესტაციური პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა[3]. ინჯაზის დაბადების შემდეგ, მისი დნმ-ი გამოიკვლიეს დუბაის მოლეკულური ბიოლოგიისა და გენეტიკისლაბორატორიაში. დნმ-ს ტესტმა აჩვენა, რომ ინჯაზის დნმ და საკვერცხის საექსპერიმენტო უჯრედების დნმ იდენტურია, რითაც დადასტურდა, რომ ინჯაზი სწორედ ამ საექსპერიმენტო კვერცხუჯრედებიდან წარმოშობილი კლონია[3][4].

აქლემის დოღი ძალიან შემოსავლიანი ბიზნესია ემირატებში[5]. ცენტრის სამეცნიეო დირექტორმა, დოქტორმა ლულუ სკიდმორმა განაცხადა, რომ აქლემის კლონირება “სამომავლოდ საშუალებას მოგვცემს გადავარჩინოთ ელიტარული სადოღე და სარძევე აქლემების ძვირფასი გენოფონდი[4].

 

სნუპი, ან სნაპი (ინგლ. Snuppy; დ. 24 აპრილი2005) — ავღანური მწევარი, მსოფლიოში პირველი კლონირებული ძაღლი. ლეკვი შექმნეს ზრდასრული ავღანური მწევარის ყურის უჯრედის გამოყენებით. ნაყოფის მოსამზადებლად გამოყენებულ იქნა 123 სუროგატი დედა, რომელთაგან მხოლოდ სამმა შვა ლეკვი. ამ სამიდან მხოლოდ ერთი გადარჩა. 45-კაციან ჯგუფს, რომლებიც სნუპის კლონირებას ახორციელებდნენ, ხელმძღვანელობდა ბიოსამედიცინო მეცნიერი ჰუან ვუ-სუკი სეულის უნივერსიტეტიდან.

 

ვივისექცია

ვივისექცია (ლათ. vivus „ცოცხალი“ + sectio „ჭრა“) — ქირურგიული ოპერაცია, ცოცხალ ორგანიზმზე (უმეტესად ცენტრალური ნერვული სისტემის მქონე), იყენებენ სამედიცინო და ფიზიოლოგიური გამოკვლევებისას. ზოგჯერ ტერმინს იყენებენ, ზოგადად, ყველა ექსპერიმენტის აღსაწერად ცოცხალ ორგანიზმზე. ვივისექციის მიზანია ორგანიზმის ფუნქციების შესწავლა, ქირურგიული მეთოდების გამომუშავება და სხვა.

ვივისექცია ადამიანზე მიჩნეულია წამებად.

ფუა-გრა

ფუა-გრა (ფრანგ. Foie gras /fwɑːˈgrɑː/, “ცხიმიანი (სქელი) ღვიძლი”) არის ბატის ანიხვის ღვიძლი, რომელიც სპეციალური ტექნოლოგიით არის გასქელებული (გაცხიმოვანებული) ე.წ. ფრანგული წესით. ფუა-გრას პატეს ასევე სტრასბურგის ორცხობილას უწოდებნენ, ვინაიდან ერთ დროს ეს ქალაქი ამ პროდუქტის მთავარი მწარმოებელი იყო.

ფუა-გრა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და კარგად ცნობილი დელიკატესია ფრანგულ კულინარიაში და მის გემოს აღწერენ როგორც გაჯერებულს, მსუყეს და დელიკატურს, განსხვავებით ჩვეულებრივი ბატის ან იხვის ღვიძლისგან. ფუა-გრა იყიდება, როგორც მთელი, ისე მუსის, პარფეს ან პაშტეტის ფორმით მომზადებული და, როგორც წესი, სხვა საკვებთან თანმხლები პროდუქტია.

ზღვის ცხენთევზა

Seepferd.jpg

ზღვის ცხენთევზა (Hippocampus), თევზების გვარი ნემსთევზასებრთა ოჯახისა. გარეგნულად ჭადრაკის მხედარს წააგავს. სხეულის სიგრძე 4-20 სმ აღწევს. გვარში 30 სახეობაა. გავრცელებულია ზომიერ და ტროპიკულ ზღვებში. ზღვის ცხენთევზა ცალსქესიანი თევზია. მამალს კუდის დასაწყისში ქვედა მხარეზე აქვს პარკი, რომელშიც დედალი დებს კვერცხს. პარკში გამოჩეკილი ლიფსიტების საკვები ერთხანს ყვითრია, შემდეგ გამოდიან წყალში, სადაც პლანქტონითა და ბენთოსითიკვებებიან. სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს.

თავფეხიანები

Octopus macropus

თავფეხიანები (Cephalopoda), უხერხემლოთა კლასი მოლუსკების ტიპისა. კარგად აქვთ განვითარებული სისხლის მიმოქცევის სისტემა, თავის ტვინი, გრძნობის ორგანოები (განსაკუთრებით თვალები). თავზე, პირის ირგვლივ 8 ან 10 კუნთოვანი საცეცი („ხელები“) აქვთ მისაწოვრებით, ზოგჯერ — რქოვანი კაუჭებით. მოძრაობენ რაკეტის პრინციპით. მანტიის რღუში წყალი კუნთების შეკუმშვით გადაიდენება კუნთოვან ძაბრში, წარმოიქმნება ბიძგი და ცხოველი უკუსვლით მოძრაობს. თანამედროვე თავფეხიანებიდან გარეგანი ნიჟარა აქვს მხოლოდ ნაუტილუსს. დანარჩენების სხეული შიშველია, ზოგს ნიჟარის ნარჩენები კიროვანი ფირფიტების სახით კანქვეშ აქვს შემორჩენილი. თავფეხიანების ზომა 1 სმ-იდან 18 მ-მდე აღწევს.

თავფეხიანები ცალსქესიანი ცხოველებია. კვერცხიდან უკვე ფორმირებული პატარა ცხოველი გამოდის. ცხოვრობენ უმთავრესად თბილი ზღვების სანაპიროებთან, აგრეთვე დიდ სიღრმეზე, მტაცებლებია, იკვებებიან უმთავრესად თევზებით, კიბოსნაირებითა და მოლუსკებით, თვითონ კი ზღვის ძუძუმწოვრებისა (განსაკუთრებით კაშალოტის) და ფრინველების საკვებს წარმოადგენენ. მრავალი თავფეხიანები (კალმარებისიპინირვაფეხა) რეწვის ობიექტია.

თანამედროვე ფაუნაში თავფეხიანების 600-მდე სახეობა 2 ქვეკლასშია გაერთიანებული: ოთხლაყუჩიანები (Tetrabranchia), რომელთაც მხოლოდ ნაუტილუსი და, შესაძლებელია, ამომწყდარი თავფეხიანების — ამონიტების დიდი ჯგუფი მიეკუთვნება და ორლაყუჩიანები (Dibranchia), რომელთაც სიპინი, კალმარი, რვაფეხა, აგრეთვე ამომწყდარი ჯგუფი — ბელემნიტები — ეკუთვნის.

უძველესი თავფეხიანების ნამარხები (1000-მდე სახეობა) ცნობილია კამბრიული ნალექებიდან. ფართო გავრცელების, სახეობათა სიმრავლისა და მათი სწრაფი ცვლის გამო თავფეხიანები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჯგუფია პალეოზოური და მეზოზოური შრეების სტრატიგრაფიისათვის.

ქამელეონები

Camaleón.jpg

ქამელეონისებრთა ოჯახში გაერთიანებულია 4 გვარი და დაახლოებით 90–მდე სახეობა. ქამელეონების დიდი უმრავლესობა ბინადრობს მადაგასკარზე, აფრიკაში, და მეზობელ კუნძულებზე. ქამელეონების უმრავლესობა ხეზე ცხოვრების წესს ეწევა და მხოლოდ გამონაკლისის შემთხვევაში ჩამოდის მიწაზე. ყველაზე დიდი ქამელეონის სხეულის სიგრძე, რომელიც მადაგასკარზეა გავრცელებული 50 სმ–ს აღწევს.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.